კანის სარკოიდოზი – კლინიკური შემთხვევა

კანის სარკოიდოზი – კლინიკური შემთხვევა

ავტორები

  • მარიამ ელიავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ქეთო გიგინეიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ალექსანდრე კაციტაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნატო კორსანტია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.14

საკვანძო სიტყვები:

skin sarcoidosis, local reaction to pigment, clinical case

ანოტაცია

სარკოიდოზი - უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული მულტისისტემური დაავადებაა, რომლის მორფოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ეპითელოიდურ-უჯრედული გრანულომები, კაზეოზური ნეკროზის გარეშე; სხვადასხვა ორგანოში დისტროფიის, დესტრუქციის და ფიბროზული პროცესებით; ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანო, უმთავრესად ფილტვები, თვალები, ლიმფური კვანძები, კანი და სხვ. დაავადება საშუალოდ იწყება 40 წლის ასაკში და თითქმის 2/3 შემთხვევა მოდის მდედრობით სქესზე. ვინაიდან სარკოიდოზი ხასიათდება კლინიკური გამოვლინებების ფართო სპექტრით, ის დერმატოლოგიაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ,,დიდი იმიტატორი”. სარკოიდოზის დიაგნოზი დაფუძნებულია კლინიკურ, ლაბორატორიულ, რენდგენოლოგიურ მეთოდებსა და ბიოფსიაზე. დიფერენციული დიაგნოზი მოიცავს შემდეგ დერმატოზებს: კეთრის ტუბერკულოიდური ფორმა, ვულგარული მჭამელა, წითელი ბრტყელი ლიქენი, ბეჭდისებრი გრანულომა და სხვ. ლიტერატურაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით რიგ კოსმეტიკურ პროცედურებს, რომლებიც საფუძვლად დაედო კანის სარკოიდურ რეაქციას, ესენია: ბიორევიტალიზაცია, ჰიალურონის მჟავასა და ბოტულინოტოქსინის ინექციები, პერმანენტური მაკიაჟი, ბლეფაროპლასტიკა. 1939წ. მედდენის მიერ, სვირინგზე განვითარებული პირველი სარკოიდული რეაქციის აღწერიდან მოყოლებული, დღემდე განსჯის საგნად რჩება, წარმოადგენს ის ადგილობრივ რეაქციას პიგმენტზე, ჰიპერმგრძნობელობას არაიდენტიფიცირებული მელნის კომპონენტზე, თუ სისტემური სარკოიდოზის გამოვლინებას. სტატიაში აღწერილია კანის სარკოიდოზის კლინიკური შემთხვევა, რომელიც განვითარდა სვირინგის დატანიდან 5 წლის შემდეგ, პათოლოგიურ პროცესში ინტრათორაკალური ლიმფური კვანძების ჩართვით.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Raghunatha R Reddy, B M Shashi Kumar, and M R Harish. CUTANEOUS SARCOIDOSIS - A GREAT MASQUERADER: A REPORT OF THREE INTERESTING CASES. Indian J Dermatol. 2011 Sep-Oct; 56(5):568–572.

Snarskaya ES, Tavitova AR, Bratkovskaya AV, Semko NS. Development of cutaneous sarcoidosis to permanent eyebrow makeup procedure. Russian journal of skin and venereal diseases. 2021;24(6):581-58.

Lisa K. Torres, M.D. and Saadia A. Faiz, M.D. Tattoos and Sarcoidosis. June 5, 2014 N Engl J Med 2014; 370:e34.

Golousenko I.Yu. Sarcoidosis induced by a color tattoo. Consilium Medicum. 2020; 22(12):74–76.

P.P Papageorgiou, Wichai Hongcharu, A.C Chu. Systemic sarcoidosis presenting with multiple tattoo granulomas and an extra-tattoo cutaneous granuloma. Journal of the European Academy of Dermatology and Venereology. Jan 1999; 12(1):51-53.

Fitzpatrick’s Dermatology Ninth Edition. Chapter 37; 572-584.

N.S. POTEKAYEV, N.P. TEPLYUK, T.T. BERICHEKIDZE, O.V. GRABOVSKAYA, N.G. SHILOVA, G.M. KUKLINA. Clinical types of cutaneous sarcoidosis, Klin.Derm, 2012.6.2

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-27

როგორ უნდა ციტირება

ელიავა მ., გიგინეიშვილი ქ., კაციტაძე ა., & კორსანტია ნ. (2023). კანის სარკოიდოზი – კლინიკური შემთხვევა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.14

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...