ღვიძლის კავალური კარის ქირურგიული ანატომია
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.06.06საკვანძო სიტყვები:
surgery, anatomy, liver, hepatic veinsანოტაცია
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა შემთხვევაში აღინიშნებოდა ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა ვენები, ხოლო ღვიძლის შუა ვენა შემთხვევათა 3.4%-ში არ გამოვლენილა. ღვიძლის სხვა ვენებიდან ხშირად არ შეგვხვედრია მარჯვენა [57.4%] და მარცხენა [63.4%] დორსალური ვენები და მარცხენა ფისურალური ვენა [37.9%]. ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა პორტული წილების დრენირებისას არსებობენ ინდივიდუალური თავისებურებები. ანატომიური რეზექციების წარმოებისას ერთ-ერთ საკვანძო მომენტს წარმოადგენს ღვიძლის ვენების გადასკვნა კავალურ კარში – მათი ქვედა ღრუ ვენაში ჩართვის სიახლოვეს. ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით დიდ პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს ღვიძლის ვენების ტერმინალური ნაწილების ურთიერთობა. კვლევის პროცესში დადგინდა, რომ დეტალიზაციის შედეგად გამოიყოფა მარცხენა და შუა ვენების შეერთების ოთხი ტიპი. ქვედა ღრუ ვენის ტერმინალურ ნაწილებთან მიდგომის პირობები ასევე განისაზღვრება ღვიძლის კავალური კარის ფორმით, რომელიც შესაძლოა ღია დახურული და გარდამავალი ფორმისა იყოს. დადგენილია, რომ ღვიძლის ვენების გადასკვნის პირობები მათი ქვედა ღრუ ვენაში ჩართვის ადგილას ინდივიდუალურად განსხვავებულია და დამოკიდებულია ღვიძლის ვენების ტერმინალური ნაწილების სიგრძეზე, მათ კალიბრზე და ქვედა ღრუ ვენაში მათი ჩართვის კუთხეზე. კვლევის შედეგად კეთდება დასკვნა, რომ ღია კარის პირობებში ვენების გადასკვნისათვის პირობები უფრო მისაღებია ქირურგისათვის ვიდრე დახურილი კარის არსებობის დროს.
Downloads
წყაროები
Зателкин В.Д. – Топографическая анатомия печеночных вен в свете анатомических резекции печени. Автореф дисс. канд. Мед. Наук. М., 1968., 22 с.
Гальперин Э.И. – Актуальные вопросы резекции печени – Хирургия, №1, с. 49-57.
Израелашвили М.Ш., Комов Д.В. – Опухоли печени – Тбилиси, Ганатлеба, 1991, 349 с
Израелашвили М.Ш. – Хирургическая анатомия внутриорганных трубчатых систем печени человека при ее раке - Конференция молодых медиков Грузии: Материалы. Тб., 1982; 153-154.
Израелашвили М.Ш. – Опасности нарушения кровообращения в печени после ее фиссуральной резекции. - Тбилиси, Мецниереба, 1982, 102 с.