საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო სერვისების მიწოდების შეფერხებები და გამოწვევები
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.26საკვანძო სიტყვები:
Georgia, highland regions, supply, disruptionანოტაცია
ჯანდაცვის სისტემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესებისთვის. არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯანდაცვის რესურსების სწორ და მოსახლეობის მოთხოვნებზე ორიენტირებულ გადანაწილებაში. არათანაბარი განაწილება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, მაღალმთიან რეგიონებში. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების. მიწოდების პრობლემების გადაჭრა მოითხოვს ჯანდაცვის პროვაიდერების, სათემო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებს შორის თანამშრომლობას. კვლევის მიზანია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო მომსახურების მიწოდების პრობლემების იდენტიფიცირება და მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა კონკრეტული რეგიონიდან გამომდინარე. შემუშავდეს რეკომენდაციები და პრობლემების გადაჭრის გზები. კვლევისთვის ობიექტებად შეირჩა საქართველოს 3 მაღალმთიანი რეგიონი. რეგიონები შეირჩა მათი გეოგრაფიული მაღალმთიანი მდებარეობიდან გამომდინარე - აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი. კვლევის ფოკუს ჯგუფებია: მოსახლეობა, კლინიკის მენეჯერები, კლინიკის ექიმები/ექთნები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო რეგიონების მაცხოვრებლებმა - ჯამში 467 ადამიანმა. გამოკითხვა ჩატარდა ინდივიდუალურად, კომბინირებულად - როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად. კვლევამ გამოავლინა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სამედიცინო სერვისების მიწოდების შეფერხებას - გეოგრაფიული ბარიერები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არაკვალიფიციური საკადრო რესურსები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების არაკოორდინირებული საქმიანობა პრობლემების მოგვარების მიზნით.
Downloads
წყაროები
ვერულავა თ., ნაროზაშვილი ნ., (2021) ტელემედიცინა - XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა. ჟ. Forbes Georgia. https://forbes.ge/blogs/telemeditsina-xxi-saukunis-jandatsvis-gamotsveva/
ვერულავა თ., ჯორბენაძე რ. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფუნდამენტური უფლება თუ პრივილეგია? ეკონომიკა და ბიზნესი. 2020; 12 (4)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო. (2014, დეკემბერი) დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა.https://www.moh.gov.ge/news/3273/
Anderson TJ, Saman DM, Lipsky MS, Lutfiyya MN. A cross-sectional study on health differences between rural and non-rural U.S. counties using the County Health Rankings. BMC Health Services Research. 2015; 15(1):1–8.
Han Y, Wei J, Song X, Sarah BJ, Wen C, Zheng X: Accessibility of primary health care workforce in Rural China. Asia Pac J Public Health 2012, 24(5):833-847. https://doi.org/10.1177/1010539511403801
Health workforce policies in OECD countries: right jobs, right skills, right places. OECD Health Policy Studies. Paris: Organisation for Economic Co-operation and Development; 2016.
Marchand C, Peckham S. Addressing the crisis of GP recruitment and retention: a systematic review. British Journal of General Practice. 2017; 67(657):e227-37.
National Bureau of Statistics of China. China Statistical Yearbook (2011). http://www.stats.gov.cn/english/