რქაწითელის კრემის რეცეპტურა და ტექნოლოგია

რქაწითელის კრემის რეცეპტურა და ტექნოლოგია

ავტორები

  • თამარ კირვალიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ლაშა ბაკურიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • დალი ბერაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • გულნარა მიქაია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ია წურწუმია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თამაზ მურთაზაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ალიოშა ბაკურიძე Tbilisi State Medical University image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.23

საკვანძო სიტყვები:

Rkatsiteli Cream, Recipe, Technology

ანოტაცია

რეზიუმე

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ბუნებ­რივი წარმოშობის კომპონენტების შემცველ კოსმეტიკურ პროდუქტებზე. ამჟამად განსაკუთრე­ბული ყურადღება ეთმობა ანტიოქსიდანტების შემცველ კოსმეტიკას, რომელიც იცავს კან­ის უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან, ულტ­რაი­ისფერი გამოსხივების უარყოფითი ზე­მოქმედებისგან და, შესაბამისად, ნაადრევი დაბერებისგან. ბუნებრივი ანტიოქსიდანტე­ბის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წყაროა ვაზი და მისი გადამუშავების პროდუ­ქტე­ბი.

ყურძნის გადამუშავების ძირითადი პროდუქტია ღვინო, რომელიც მდიდარია პოლიფენოლებით, ვიტამინებით, მინერალებით და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. წიპწა წარმოადგენს ასევე ყურძნის სამრეწველო გადამუშავების ძირითად ნარჩენს და შეადგენს გადამუშავებული ყურძნის წონის დაახლოებით 7-20%-ს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში წიპწების მიმართ მზარდი ინტერესი გაჩნდა, რადგან შეიცავს ისეთ ბიოაქტიურ ნაერთებს, როგორიცაა: ცხიმოვანი მჟავები და პო­ლი­ფენო­ლ­ები. მათი პოტენც­იუ­რი სარგებელი მერყეობს ანტიკოაგულან­ტუ­რი აქტივობიდან, ანტი­ოქ­სი­დანტურ, ჰიპოგლიკემიურ და კიბოს საწინააღმდეგო აქტ­ივ­ობამდეც კი. ისინი ანე­ლე­ბენ კანის დაბერების პროცესს.

კონსისტენციის, პლასტიკურობისა და ტიქსოტროპული თვისებებიდან გამომდი­ნარე კოსმეტიკური საშუალებებიდან უპირატესობას კრემებს ანიჭებენ. კრემები კარგად აიტა­ნება კანის მიერ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე რქაწითელის ღვინისა და წიპწის ზეთის შემცველი კრემის ფორმულაციის განსაზღვრა და ტექნოლო­გიის დამუშავება.

ჩატარებული ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე განსაზღვრულია რქაწითელის კრემის ოპტიმალური რეცეპტურა, დამუშავებულია მომზადების ტექნოლოგია და მოწ­ოდებუ­ლია ტე­ქ­­ნოლოგიური სქემა. მიკროსკოპული კვლევებით დადგენილია, რომ რქაწითელის კრემი პოლიდისპერსიულია და უპირატესად წარმოდგენილია 3-5მკმ ზომის ზეთიანი ფაზის ნაწილაკებით. შესწავლილია მოქმედი ნივთიერებების გამოთავისუფლების დინამიკა in vitro ცდაში ფრანცის დიფუზური უჯრედების გამოყენებით. დადგენილია, რომ ფლა­ვო­ნოიდების გამოთავისუფლება რქაწითელის კრემიდან 4 სთ-ის განმავლობაში აღწევს 50%-ს. რქაწითელის კრემის რეოლოგიური მახასიათებლების შესწავლით დადგენილ­ია, რომ კრემს გააჩნია ოპტიმა­ლური სამომხმა­რებლო თვისებები.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

კოლენტნავარი, ფრანსუა ზლანგლადი. „ენოლოგია“, თბილისი, 2005 წ.

ნანა ებელაშვილი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოკვლევა ვარდისსფერი და ცქრიალა ღვინოების დამზადების პროცესში მათი ტექნოლოგიე¬ბის სრულყოფის მიზნით. დისერტაცია, თბილისი, 2006 წ.

მანუჩარ მესხიძე. ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნის ღვინის ფენოლური ნაერთები და ანტიოქსიდანტური თვისებები. სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, 2013 წ.

Бондакова М. В. Разработка рецептуры и технологии производства косметических изделий с использованием экстракта винограда. Диссертация, 2014; 171 с.

Р.А. Бубенчиков, О.Н. Курлик, К.Р. Бубенчикова. Разработка методик идентификации и количественного определения флавоноидов в траве чины клубненосной (Lathyrus Tuber-osus L.). Вопросы биологической, медицинской и фармацевтической химии, 2020; 6(23).

Talal Aburjai, Feda M. Natshe. Plants Used in Cosmetics. Phytother. Res. 2003; 17:987–1000.

Abolfazl Aslani, Golamreza Asghari et al. Design, Formulation, and Physicochemical Evaluation of Vaginal Cream Containing Eucalyptus camaldulensis, Viola odorata, and Mentha piperita extracts for Prevention and Treatment of Trichomoniasis. International Journal of Preventive Medicine. http://www.ijpvmjournal.net on Saturday, March 5, 2022, IP: 212.58.121.245.

Ebru Altuntaş, Gülgün Yener. Anti-aging potential of a cream containing herbal oils and honey: Formulation and in vivo evaluation of effectiveness using noninvasive biophysical technique. IOSR Journal of Pharmacy and Biological Sciences (IOSR-JPBS). Nov-Dec 2015; 10(6 Ver. I):51-60.

Chen MX, Alexander KS, Baki G. Formulation and Evaluation of Antib¬a¬c¬terial Creams and Gels Containing Metal Ions for Topical Application. J Pharm (Cairo). 2016; 2016:5754349. Doi:10.1155/2016/5754349.

Ayeshah Fateemah Beebee Fauzee & Roderick Bryan Walker. The impact of formulation variables on the optimization of pilot scale clobetasol 17-propionate creams. Cogent Engineering. 2020; 7(1): 1804713. doi:10.1080/23311916.2020.1804713.

Chauhan Lalita, Gupta Shalini. Creams: A Review on Classification, Preparation Methods, Evaluation and its Application. Journal of Drug Delivery & Therapeutics. 2020; 10(5-s):281-289. Available online on 15.10.2020 at http://jddtonline.info

Mahendran Sekar, Pavitra Sivalinggam, Afzan Mahmad. Formulation and evaluation of novel antiaging cream containing Rambutan fruits extract. IJPSR, 2017; 8(3): 1056-1065.

R.E. Ugandar, K. Sakthy Deivi. Formulation and evaluation of natural palm oilbased vanishing cream. IJPSR, 2013; 4(9): 3375-3380.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-27

როგორ უნდა ციტირება

კირვალიძე თ., ბაკურიძე ლ., ბერაშვილი დ., მიქაია გ., წურწუმია ი., მურთაზაშვილი თ., & ბაკურიძე ა. (2023). რქაწითელის კრემის რეცეპტურა და ტექნოლოგია. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (4), 103–110. https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.23

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...