ანტიბიოტიკების ალტერნატივა - ახალი ფიტობიოტიკი მეფრინველეობისათვის
კვლევა ჩატარებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის CARYS-19-363 - ანტიბიოტიკების ალტერნატივა - ახალი ფიტობიოტიკი მეფრინველეობისათვის, დაფინანსებით.
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.04.17საკვანძო სიტყვები:
An alternative to Antibiotics, New Phytobiotic, Poultry Farmingანოტაცია
მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების არასწორი ან ჭარბი რაოდენობით გამოყენება იწვევს მათ დაგროვებას დასაშვებზე მეტი რაოდენობით კვების პროდუქტებში, რაც უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას, იწვევს დისბიოზს, ალერგიულ რეაქციებს, აქვეითებს იმუნიტეტს და ა.შ.
საგრანტო პროექტის (CARYS-19-363) ფარგლებში მოწოდებულია ეთერზეთების შემცველი, ანტიბაქტერიული მოქმედების პრეპარატი-სახელწოდებით „ფიტობიოტიკი“.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფიტობიოტიკის სტაბილურობის განსაზღვრა, ვარგისიანობის ვადის და უსაფრთხოების დადგენა და ფერმის წიწილების წონაში ზრდის სტიმულაციის შესწავლა. ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე განსაზღვრულია ფიტობიოტიკის სტაბილურობა ჩვეულებრივ პირობებში შენახვისას და დადგენილია, რომ მოწოდებული პრეპარატი ინარჩუნებს კეთილხარისხოვნების ძირითად მაჩვენებლებს 2 წლის განმავლობაში.
ფიტობიოტიკი მიეკუთვნება დაბალტოქსიკურ ნაერთებს: ფიტობიოტიკის 30 დღიანი ქრონიკული პერორალური გამოყენების დროს ექსპერიმენტულ ცხოველებში არ ვლინდება სისტემური გვერდითი ეფექტები; ფიტობიოტიკი არ ავლენს კუმულაციურ ტოქსიკურობას და ადგილობრივ-გამაღიზიანებელ მოქმედებას; ფიტობიოტიკის ხანგრძლივი გამოყენება ექსპერიმენტულ ცხოველებში არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს;
ფიტობიოტიკის შემცველი რაციონის მქონე ბროილერების წონა მნიშვნელოვნად აღემატება საკონტროლო ბროილერებს ანტიბიოტიკებით; გამოზრდის პერიოდში საცდელი ჯგუფის ბროილერის შენარჩუნების მაჩვენებელი იყო 98%, საკონტროლოს 94%-თან შედარებით;
ჩატარებული კვლევების შედეგად იდენტიფიცირებულია სავარაუდო ოთხი სხვადასხვა მექანიზმი, რომლებიც მნიშვნელოვანია ფიტობიოტიკის მოქმედებისათვის - სენსორული, მეტაბოლური, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედებები.
შედგენილია ფიტობიოტიკის გამოყენების ინსტრუქცია. ფიტობიოტიკს გააჩნია: ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული მოქმედება, არის მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება და ბროილერების ზრდის სტიმულატორი;
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ფიტობიოტიკი რეგისტრირებულია (რეგისტრაციის მოწმობა N 002543) და ნებადართულია მეფრინველეობაში გამოსაყენებლად.
Downloads
წყაროები
Атажанова, Г.А. Терпеноиды эфирных масел растений. Распространение, химическая модификация и биологическая активность. – М., 2008. – 288 c.
Е.В. Жученко, Е.Ф. Семенова, Н.Н. Маркелова и др. //Влияние эфирных масел на микроорганизмы различной таксоно¬мической принад¬лежности в сравнении с современными антибиотиками. Сообщение III. Действие масел лаванды, розового дерева, эвкалипта, пихты на некоторые грамотри¬цательные бактерии / Известия высших учебных заведений. Поволжский регион. Естественные науки. – 2015; 1(9):30-41.
Akvlediani L.T., Koiava T.N., Lomtadze L.B., Djoxadze M.C., Mschiladze L.V., Berashvili D.T., Bakuridze A.D. Comparative analysis of antibacterial effect of phytoantibiotics and antibiotics. Georgian Med. News, 2016; 11(260):79-86.
Хроменко А В. Анализ прецедентного применение извлечений шалфея мускатно¬го. XXIII Международная научно-производственная конференция «Иннова¬цион¬ные решен¬ия в аграрной науке - взгляд в будущее». 28-29 мая 2019 г. 156-157с.
F. Bakkalia, S. Averbecka, D.Averbecka et al // Biological effects of essential oils – a review / Food and Chemical Toxicology. 2008; 46:446–475.
Ersan Bektas, GönülSerdar, Münevver Sokmen & Atalay Sokmen. Biological Activities of Extracts and Essential Oil of Thymus transcaucasicus Ronniger. Published online: 30 Mar 2016.
Guo Qunqun et al; Antibacterial activity of Perilla Frutescens leaf essential oil; Science and technology of Food Industry; 2003-09 International Journal of Innovative Research in Science, Engineering and Technology Vol. 5, Issue 11, November 2016.
Gulchin I., Uguz M., Oktay M. Evolution of antioxidant and antimicrobial activities of clary sage (Salvia sclarea L.). Turk. Jour. Agrik. For., 2004; 28:25-33.
https://lekostyle.com/files/pdf/konservir_deistvie_1.pdf
V.M. Minarchenko, R.V. Kutsyk, N.P. Kovalska. Effect of silver nanoparticles on the physical and chemical properties of plant oils and their antimicrobial activity. Biotechnologia Acta. – 2017; 10 (6):35-44.
F. Nazzaro, F. Frattani, L. DeMartino et al. Effect of essential oils on pathogenic bacteria. Pharmaceuticals (Basel). 2013; 6:1451-1474.
Shashiashvili N., Jokhadze M., Tushurashvili P. Bakuridze A. Berashvili D. Analysis of Perilla nankinensis Decne essential oil using Gas Chromatography coupled with Time-of-flight Mass Spectrometry. Georgian Med News. 2014; 4(229):92-96.
Sandy van Vuuren1, Al. Viljoen. Plant-Based Antimicrobial Studies Methods and Ap¬p¬roaches to Study the Interaction between Natural Products Planta Med 2012; 78(03):302-302.
Saini, R., S. Davis, and W. Dudley-Cash. 2003. Oregano essential oil reduces necrotic enteritis in broilers. Fifty-Second Western Poultry Disease Conference. Pages 95-98.
Srivastava M. K. Antibiotic growth-promoters in food animals. Pharma Times. 2010; 42:17-21.
S.Barbaqadze, M.Goderdzishvili, E. Mosidze et al. Antibacterial activity screening of some endemic plants of Adjara floristic region and secondary metabolites essential oils. Annals of Agrarian Science. 2021; Vol 19; No: 2.
S. Barbaqadze, M.Goderdzishvili, L.Lomtadze et al. Formulation and Technology of the Composition of Essential Oils as a Feed Additive in Poultry with Antibacterial Action. World Academy of Science, Engineering and Technology International Journal of Animal and Veterinary Sciences. 2021.
M. Jokhadze, V. Mshvildadze, L. Makaradze et al. Chemistry and Biological Activity of Feed Additive for Poultry Farming. World Academy of Science, Engineering and Technology. Agricultural and Biosystems Engineering. ISSN: 1307-6892. 2021.