ქრონიკული ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მკურნალობა (კლინიკური შემთხვევა)
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2023.03.18საკვანძო სიტყვები:
Hidradenitis, chronic, treatment, Isotretinoinანოტაცია
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ანთებასთან. ანთებადი პროცესი აპოკრინულ საოფლე ჯირკვლებში ვრცელდება თმის ფოლიკულიდან, რომელიც ზიანდება პირველადად. დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია სტადიაზე. ჩირქოვანი ჰიდრადენიტის მკურნალობის მიზანია ახალი დაზიანებების პრევენცია, ანთების შემცირება. ჩვენი დაკვირვების მიზანი იყო იზოტრეტინოინის გამოყენების შეფასება ქრონიკული ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ. ჩირქოვანი ჰიდრადენიტისთვის ავირჩიეთ იზოტრეტინოინი 0,5 მგ/კგ სხეულის მასაზე 2 დოზით, რაც იყო 20 მგ ორჯერ დღეში, 4 თვის განმავლობაში ან სრულ გაუმჯობესებამდე. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ იზოტრეტინოინი წარმატებით შეიძლება გამოიყენებულ იქნას ქრონიკული ჩირქოვანი ჰიდრადენიტის სამკურნალოდ, როგორც ალტერნატიული საშუალება.
Downloads
წყაროები
Jonette E. Keri MD, PhD, University of Miami, Miller School of Medicine. 2022
Thomas P Habif. Skin disease Diagnosis and treatment. 2016
Burova SA, Borodulina KS. Hydradenitis suppurativa: issues of pathogenesis, rating scales, treatment. Overview (part 2) Klinicheskaya Dermatologiya i Venerologiya. 2019;18(3):265 269.