ცვლილებები ოპერაციის ტიპიურ ტექნიკაში ცოცხალი დონორისგან აღებული ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციისას
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.08.10საკვანძო სიტყვები:
orthotopic liver transplantation, typical surgery techniques, living donorანოტაცია
ღვიძლის ტრანსპლანტაციის ტიპიური მეთოდიკის გაუმჯობესების მიზნით, ავტორთა მიერ შემუშავებულია ცვლილებები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პირველ რიგში დადგინდა, რომ ცოცხალი დონორისგან აღებული ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციისას, ბილიარული გართულებები ძირითადად ყალიბდება იმ პაციენტებში, რომლებშიც ბილიო-ბილიარული ანასტომოზის შექმნისას გამოყენებულ იქნა კვანძოვანი ნაკერები, ამიტომ ბოლო დროს ოპერაციებისას ჩვენ ვიყენებდით განუწყვეტელ ნაკერებს, რამაც გართულებების რაოდენობა შეამცირა 9%-ით. მეორე შემთხვევაში - როდესაც ვერ ხერხდებოდა საკმაო სიდიდის ნაღვლის სადინრების მობილიზება, ჩვენ მივმართავდით მეთოდიკაში შემდეგ ცვლილებებს: წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ძირზე მოვნახავდით მის ყველაზე გრძელ მონაკვეთს და 10-15 სმ-ის ნაწლავის მარყუჟს ვამზადებდით რეზექციისათვის. აღნიშნულის შემდგომ განივი კოლინჯის ჯორჯალში ვაკეთებდით ფანჯარას და რეზეცირებულ და თავში და ბოლოში გაკერილი ნაწლავის მარყუჟი გაგვქონდა წარმოქმნილ დეფექტში ისე, რომ ვინარჩუნებდით რეზეცირებული ნაწლავის მონაკვეთის კვებას. ოპერაციის შემდგომ ეტაპზე ნაწლავის ერთ ბოლოში ორივე მხრიდან განუწყვეტელი ნაკერებით ვაკერებდით დონორისა და რეციპიენტის სანაღვლე სადინრებს, ხოლო მეორე ბოლოში კი რეციპიენტის ქოლედოქს. „ფანჯარას“ განივი კოლინჯის ჯორჯალში ვხურავდით ისე, რომ არ მომხდარიყო რეზეცირებული ნაწლავის სისხლძარღვებზე ზეწოლა. ბოლო პერიოდში აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით გაკეთდა 3 ქირურგიული ოპერაცია, მაგრამ ოპერაციის შემდგომ ჯერ არ გასულა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ყალიბდება ესა თუ ის ბილიარული გართულება, ამიტომ შემოთავაზებული პრაქტიკული რეკომენდაციების ავკარგიანობაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია.
Downloads
წყაროები
Попов А.Ю., Лищенко А.Н., Давиденко М.Н., Порханов И.А. 2015
Полисалов В.Н., Руткин И.О., Боровик В.В., Жеребцов ф.К., Гранов Д.А. 2009
Trotter J.F., Wf-chs M.,Everson G.T., Kam I. 2002
Bosutti R.W., Farmer D.G., Yersiz H., HiattJ.R., M.D-iarnud S.V., Goldstein I.I., Saab S., Han S., Durazo F., Weaver M., Cao., ChenT., Lipshutz G.S., Holt C., Goredon S., Gorenbein J., Amersi F., Ghobrial R.M. 2005
Verdoak R.C., Buis C.I., Porte R.J., van der Jagt E.J.,Limburg A.J.,van der Berg A.P., Siooft M.J., Peeters P.M., de Jong K.P., Kleibeuker J.H., Haagsma E.B. 2006., Koneru B.,Sterling M.J.,Bahramipour P.F. 2006
Colonna J.O., Shaed A., Gomes A.S., Colquhoun S.D., Jurim O., McDiarmid S.V., Millis J.M., Goldstein I.I., Busutti R.W. 1992
Heffron T.G., Emond J.C., Witington P.F., Thistlethwaite J.R., Jr.Stevens I., Piper J., Whitington S., Broelsch C.E. 1992
Qian Y.B., Liu C.L.,Lo C.M., Fan S.T. 2004
Nakamura T., TanakaK., Kiuchi T., Kasahara M., Oike F., Ueda M. 2002
Grewal H.P., Shokouh-Amiri M.H., Vera S., Stratta R., Begous W., Gaber A.O. 2001
Gondolisi G.E., Varotti G., Florman S.S., Mufioz I., Fishbein T.M., Emre S.H., Schwartz M.E., Miller C. 2004
Hsieh T.H., MekeelK.l., Crowell M.L., Nguyen C.C., Das A., Agel B.A., Byrne T.J., Vargas H.E., Douglas D.D., Muligan D.C., Harrison M.E. 2012
Wing S.F., Huang Z.Y., Chen X.P. 2011