ივაბრადინის (კორაქსანის) ეფექტურობა პოსტკოვიდური ტაქიკარდიის მქონე პაციენტებში

ივაბრადინის (კორაქსანის) ეფექტურობა პოსტკოვიდური ტაქიკარდიის მქონე პაციენტებში

ავტორები

  • მაია კოსტავა

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.018

საკვანძო სიტყვები:

Ivabradine, coraxan, post-covid, tachycardia

ანოტაცია

კორონავირუსულმა პანდემიამ გამოავლინა არამარტო ავადობისა და სიკვდილობის მატება ინფექციის მწვავე ფაზაში, არამედ ასევე პერსისტიული სიმპტომების არსებობა დაავადების გადატანიდან 6 კვირის შემდეგ. სტატიაში წარმოდგენილია მრავალი ქვეყნის საერთაშორისო კვლევების მიმოხილვა პოსტკოვიდური მრავალფეროვანი სინდრომების არსებობის შესახებ, მათ შორის ისეთი მანიფესტაციისა, როგორიცაა პოსტკოვიდური ორთოსტატიკური ტაქიკარდია, რომელიც სხვადასხვა ავტორის მონაცემებით გვხვდება პაციენტთა 9-10,9%-ში.წარმოდგენილ კვლევაში მონაწილეობდა 27 პაციენტი, პოსტკოვიდური პოსტურალური ტაქიკარდიით (მწვავე ფაზიდან 6–8 კვირის შემდეგ). ყველა მათგანს უტარდებოდა მკურნალობა - i-f სინოატრიალური არხების ბლოკატორ ივაბრადინით (კორაქსანით) – დოზით 5 მგ 2-ჯერ პერორალურად, 8 კვირის მანძილზე.ჰოლტერის მონიტორინგის შედეგებმა, კორაქსანით მკურნალობის ფონზე, აჩვენა გულისცემის სიხშირის სარწმუნო დაქვეითება, საწყის მონაცემებთან შედარებით. ასევე გაუმჯობესდა მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის მაჩვენებლები (გაიზარდა განდევნის ფრაქცია, შემცირდა საბოლოო დიასტოლური და სისტოლური მოცულობები). პაციენტთა კლინიკური მდგომარეობა ასევე გაუმჯობესდა, რაც გამოიხატებოდა გულის ფრიალის შეგრძნების ალაგებაში, გუნება–განწყობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში. პრეპარატის მიმღებლობა იყო საკმაოდ კარგი, არც ერთ მათგანს მკურნალობის პერიოდში რაიმე გვერდითი მოვლენა არ აღენიშნებოდა.ავტორი, არსებული ლიტერატურული მონაცემებისა და საკუთარი გამოცდილების ბაზარზე დაყრდნობით, მიიჩნევს ივაბრადინს (კორაქსანს) ეფექტურ და პერსპექტიულ პრეპარატად პოსტკოვიდური სინდრომის ისეთი გამოვლინების სამკურნალოდ, როგორიცაა პოსტურალური ტაქიკარდია.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Chopza V. Flanders SA, O’Malleg M. et all. Sixty days outcomes among patients hospitalized with Covid-19. Ann. Intern. Med. 2020, M20, 5661 DOI 10, 7326/M20-5661.

Corti A, Bernabei R. Landri F. et all. Persistent Symptoms in patients after acute Covid-19. Jam. Med Assoc 2020, 324-603-5, DOI: 10, 1001/J Am. 2020, 12603.

WHO. Emergency use codes Covid-19 disease outbreak, Available from: https//www.who int/standards/classification of diseases/emergency-use icd codes for Covid-19-disease-outbreak.

Nalbandian A., Sehgal K., Gupta A. et all. Post-acute Covid-19 syndrome. Nat, Med, 2021 Mor. 22 DOI: 101038/s41591-021-01283-2.

M. Stahlberg et all. Post-Covid-19 Tachycardia Syndrome: A phenotype of Post-acute Covid-19 Syndrome. The American Journal of medicine (2021), 7 DOI: https//doiorg/10.1016/j, amjemed (2021), 07.004. https://www.amjemed.com/article/S0002-9343(21) 00472-1/fultext)

Coldstein DS. The possible association between Covid-19 and postural tachycardia syndrome. Heart Rhythm 2020, 18(4); 508-9 DOI: 10,1016/j.hrth.2020-12.07.

Tauch PR, Zadovitian A. Lo HC, et al. Jvabradine in Patients with Hyperadrenergic Postural Orthostatic Tachycardia Syndrome. J.AmCardiol. 2021, 77(7); 861-71, DOI10,1016 j. jacc 202012. 029.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-06

როგორ უნდა ციტირება

კოსტავა მ. . (2022). ივაბრადინის (კორაქსანის) ეფექტურობა პოსტკოვიდური ტაქიკარდიის მქონე პაციენტებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.018

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...