ღებინებით მიმდინარე დაავადებები ბავშვთა ასაკში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.008საკვანძო სიტყვები:
Infant, child, nausea, vomitingანოტაცია
გულისრევა და ღებინება არის ხშირად გამოვლინებადი სიმპტომი მრავალი დაავადების დროს და მერყეობს საშუალო სიმძიმის, თვითლიმიტირებადი დაავადებიდან, მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმებმა სწრაფად უნდა გამორიცხონ სიცოცხლისათვის საშიში ისეთი დარღვევები, როგორიცაა ნაწლავის ობსტრუქცია, დიაბეტური კეტოაციდოზი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ტოქსინების ზემოქმედება ან გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევა.
პაციენტებთან ღებინებით და გულისრევით, ორივე შემთხვევაში, ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური მართვის დროს უნდა განხორციელდეს სამი ნაბიჯი:
- ეტიოლოგიის ძიების დროს უნდა მოხდეს ბავშვის ასაკის გათვალისწინება და განისაზღვროს ღებინება და გულისრევა არის მწვავე, ქრონიკული თუ პერიოდული.
- სწრაფად უნდა შეფასდეს ღებინების და გულისრევის გართულებები (მაგ: დეჰიდრატაციის დონე, ჰიპოკალემია და მეტაბოლური ალკალოზი) და სწრაფადვე მოხდეს მისი კორეგირება.
- უნდა იქნეს წარმოებული შესაბამისი ეტიოლოგიური მკურნალობა (მაგ. ქირურგიული ჩარევა ნაწლავის ობსტრუქციის დროს, დიეტა საკვებისმიერი აუტანლობის დროს). სხვა შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური ხასიათის მატარებელია.
Downloads
წყაროები
Merke DP, Auchus RJ. Congenital Adrenal Hyperplasia Due to 21-Hydroxylase Deficiency. N Engl J Med 2020; 383:1248.
Speiser PW, Arlt W, Auchus RJ, et al. Congenital Adrenal Hyperplasia Due to Steroid 21-Hydroxylase Deficiency: An Endocrine Society Clinical Practice Guideline. J Clin Endocrinol Metab 2018; 103:4043.
ES: Clinical practice guideline on congenital adrenal hyperplasia due to steroid 21-hydroxylase deficiency (2018)
Li B U.K. Nausea, vomiting and pyloric stenosis. In: Pediatric Gastrointestinal Disease, 5th Ed, Kleinman RE, Goulet OJ (Eds), BC Decker Inc, Ontario 2008. Vol 1, p.127.
Mohinuddin S, Sakhuja P, Bermundo B, et al. Outcomes of full-term infants with bilious vomiting: observational study of a retrieved cohort. Arch Dis Child 2015; 100:14.
Rosen R, Vandenplas Y, Singendonk M, et al. Pediatric Gastroesophageal Reflux Clinical Practice Guidelines: Joint Recommendations of the North American Society for Pediatric Gastroenterology, Hepatology, and Nutrition (NASPGHAN) and the European Society for Pediatric Gastroenterology, Hepatology, and Nutrition (ESPGHAN). J Pediatr Gastroenterol Nutr 2018.
Niedzielski J, Kobielski A, Sokal J, Krakós M. Accuracy of sonographic criteria in the decision for surgical treatment in infantile hypertrophic pyloric stenosis. Arch Med Sci 2011; 7:508.
McCollough M, Sharieff GQ. Abdominal surgical emergencies in infants and young children. Emerg Med Clin North Am 2003; 21:909.