დემენცია ეპილეფსიით დაავადებულებში
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.13საკვანძო სიტყვები:
Dementia, epilepsy, Georgiaანოტაცია
თემის აქტუალობა. დღეს მსოფლიოში, დემენციით დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, მაღალია ეპილეფსიით დაავადებულთა რაოდენობაც. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველი 1000 ადამიანიდან ეპილეფსია აქვს 8.8-ს. ქვეყანაში აქტიური ეპილეფსიით დაავადებული უნდა იყოს 35 000-მდე ფიზიკური პირი.
თემის მიზანია, დავადგინოთ დემენციის გავრცელება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომელთაც აქამდე დემენციის დიაგნოზი დადგენილი არ ჰქონდათ.
გამოყენებული მასალა და მეთოდები. კვლევა ჩატარდა ბათუმში, მაღალტექნოლოგიურ კლინიკა მედცენტრში. 2018-2020 წ.წ. ჩატარებულ კვლევაში ჩართული იყო 82 ეპილეფსიით დაავადებული (დადასტურებული) პირი 20 წლიდან 80 წლამდე. აქედან ქალი იყო - 40, მამაკაცი-42, საკონტროლო ჯგუფში გამოკვლეულ იქნა- 20 პაციენტი არაეპილეფსიური დაავადებით.
დემენციის დიაგნოზის დასადგენად ვსწავლობდით პაციენტის ანამნეზს, ფიზიკურ მონაცენებს, ვახდენდით მათ ფსიქიკურ და კოგნიტური ფუნქციების შეფასებას - Mini-MentalStateExamination (MMSE). გამოკვლეულ პაციენტებს ჩაუტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსული ტომოგრაფია.
ჩვენს მიერ, ეპილეფსიის მინიმუმ ერთი წლის ანამნეზით, გამოკვლეულ იქნა 82 პაციენტი. პარციალური ეპილეფსიით გამოკვლეულ იქნა-35 (42,68%) პაციენტი. გენერალიზებული ეპილეფსიით - 47 (57,31%) პაციენტი. მონოთერაპიას იტარებდა (პირველი რიგის პრეპარატებს) 64 (78,04%) პაციენტი. ორ პრეპარატს იღებდა 18(21,95%) პაციენტი. პირველ ჯგუფში (А)-გაერთიანდნენ პაციენტები, რომელთა გულყრები აღენიშნებათ წელიწადში 5-10-ჯერ. 2-ეჯგუფში (В)- 2-3 ჯერ, ეპილეფსიური გულყრით წელიწადში - 3-ჯგუფში (С)-ერთი წლის ეპილეფსიის გულყრის ანამნეზით. საკონტროლო ჯგუფში გაერთიანდა 20 პაციენტი-არა ეპილეფსიური დაავადებით - 20 იდან - 80-წლის ჩათვლით.ჩვენი კვლევებით, გამოკვლეულ ეპილეფსიით დაავადებულ. პირველი ჯგუფის პაციენტებს მძიმე ხარისხის კოგნიტური დარღვევები აღენიშნებათ - 41(50%) %-ს, მეორე ჯგუფის პაციენტებს - 34 (41,46%). მესამე ჯგუფის პაციენტებს კი - 7(8,53%).კვლევით დადგინდა, რომ ქცევითი დარღვევები შედარებით მეტადაა გამოვლენილი ფრონტო-ტემპორალური პათოლოგიური რადიოლოგიური ცვლილებების ფონზე. საფეთქლის მარცხნივი წილის ეპილეფსიისას ვერბალური მეხსიერების დარღვევებია გამოხატული, ხოლო მარჯვენა მხრივის დროს გამოხატულია მეხსიერების არავერბალური (სივრცითი) დაზიანების ნიშნები. საყურადღებოა საფეთქლის წილის მარცხენა მხრივი დაზიანება, რომლის ფონზეც ვითარდება ფსიქოზური სიმპტომები. ჩვენი კვლევების თანახმად ვერბალური მეხსიერების დეფიციტი - მარცხენა, ხოლო არავერბალური - მარჯვენა სფეროს დაზიანებასთანაა დაკავშირებული. რადიოლოგიური კვლევებით ვლინდება, რომ ჰიპოკამპის დაზიანებისას ვითარდება მკვეთრად გამოხატული მეხსიერების დეფიციტი, აფექტური სინდრომები დეპრესიის სახით. კორძიანი სხეულის დაზიანებისას სწრაფად ვითარდება ინტელექტუალური დეფიციტი, თალამუსის და ბაზალური განგლიის დაზიანება კოგნიტური და ფსიქიკური ფუნქციების დარღვევას იწვევს, მათ შორის: მეხსიერების, მეტყველების, გუნებ-განწყობის ცვლილებებს.საკონტროლო ჯგუფში, სადაც გაერთიანებულია არაეპილეფსიით დაავადებული პაციენტები- კოგნიტური დარღვევები აღენიშნებათ -15 (75%) პაციენტს.ჩვენი კვლევებით, კოგნიტური პრობლემები ვლინდება რეგისტრაციის (ფრონტო-ტემპორალური კავშირების), კოდირების (მედიალური საფეთქლის წილის) ან რემინესცენციის - (შუბლის წილის) უნარის დაქვეითების სახით. საკმაოდ მაღალია დემენციის მაჩვენებელი როგორც ეპილეფსიით, ისე არა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში. ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში თვალსაჩინოა ახალი მასალის ათვისება უწყვეტი ადეკვატური ანტიეპილეფსიური მკურნალობისა და სამედიცინო მეთვალყურეობისას, პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში და ადეკვატურ ფსიქო-სოციალურ გარემო პირობებში დაავადებულთა 70-75%-ში მიღწევადია ეპილეფსიური გულყრების სრული კუპირება, თუმცა გასათვალისწინებელია კოგნიტური დარღვევების მკურნალობა.
Downloads
წყაროები
Beghi, Ettore; Beghi, Massimiliano Epilepsy, antiepileptic drugs and dementiaCurrent Opinion in Neurology: April 2020 - Volume 33 - Issue 2 - p 191-197
S Vashadze ABOUT DEMENTIA: EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE N 4 (2017)
Lotan E, Friedman KP, Davidson T, Shepherd TM. Brain 18F-FDG-PET: Utility in the Diagnosis of Dementia and Epilepsy. The Israel Medical Association Journal: IMAJ, 01 Mar 2020, 22(3):178-184
Elias A, Woodward M, Rowe CC. Management impact of FDG-PET in dementia: results from a tertiary center memory clinic.. J Alzheimers Dis, 42(3):885-892, 01 Jan 2014
Mukku SSR, Sivakumar PT, Nagaraj C, Mangalore S, Harbishettar V, Varghese M
Clinical utility of 18F-FDG-PET/MRI brain in dementia: Preliminary experience from a geriatric clinic in South India. Asian J Psychiatr, 44:99-105, 12 Jul 2019
Csaba J. Positron emission tomography in presurgical localization of epileptic foci. IdeggyogySz, 56(7-8):249-254, 01 Jul 2003