კლინიკური შემთხვევა – ტატუთი გამოწვეული ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

კლინიკური შემთხვევა – ტატუთი გამოწვეული ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

ავტორები

  • თინა ქიტუაშვილი
  • თამარ ურუშაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.06

საკვანძო სიტყვები:

Allergic contact dermatitis, Tattoo ink, red pigment, Laser removal therapy, Q-switched Nd laser, Treatment with systemic corticosteroids

ანოტაცია

ტატუირების პოპულარიზაციის პარალელურად, სამედიცინო პრაქტიკაში მატულობს ტატუირების შედეგად კანზე განვითარებული რეაქციების შემთხვევათა რიცხვი. ჩვენს ნაშრომში აღწერილია ტატუთი გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციის შემთხვევა და განხილულია მისი იმუნოლოგიური მექანიზმი. ასევე აღწერილია ტატუს მელნის შემადგენელი კომპონენტები, მათი ალერგენული პოტენციალი და განვითარებული ალერგიული რეაქციების მკურნალობის შესაძლო ვარიანტები. ტატუს მელანი შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა ტიპის ალერგენს. გამოყოფენ ბიოდეგრადირებად და არაბიოდეგრადირებად კომპონენტებს. პირველ ჯგუფში შემავალი ნივთიერებები, როგორებიცაა ბუნებრივი საღებავები და კონსერვანტები, განაპირობებენ კანზე ისეთი ალერგიული პროცესის განვითარებას, რომელიც კარგად ემორჩილება კონსერვატიულ თერაპიას. რაც შეეხება არაბიოდეგრადირებად კომპონენტებს, მათ მიერ განვითარებული ალერგიული რეაქციები, როგორც წესი, საჭიროებენ ინვაზიური მეთოდების გამოყენებას, როგორებიცაა ქირურგიული ჩარევა, დერმის ე.წ. “გაპარსვა” და ლაზერული თერაპია, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებოა წითელი ფერის პიგმენტი.  ტატუს შემადგენელ ნივთიერებებთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციები არ არსებობს, რაც უფრო მეტად ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. არსებობს ალერგიული რეაქციების თავიდან აცილების გარკვეული პრევენციული საშუალებები, როგორებიცაა კანის ალერგიული სინჯები. მსგავსი ტესტების სპეციფიკურობა საეჭვოა, რამდენადაც უარყოფითი პასუხი სრულებით არ გამორიცხავს ალერგიული რეაქციის განვითარების შესაძლებლობას მოგვიანებით, რამოდენიმე კვირის და თვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს მკურნალობის მკაცრად განსაზღვრული გაიდლაინი, ამიტომ თითოეული შემთხვევა ფასდება ინდივიდუალურად და ამავე პრინციპით ხდება მკურნალობის შერჩევაც. ჩვენი პაციენტი იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ტატუს არეში, კერძოდ, წითელი პიგმენტის ადგილას, განუვითარდა მწვავე ალერგიული რეაქცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საწყისი მკურნალობა მიზნად ისახავდა ანთებითი რეაქციის შემცირებას, რათა შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო ალერგენის, წითელი პიგმენტის, სრულად მოცილება დერმიდან. როგორც ცნობილია, სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ალაგების აუცილებელ პირობას. პაციენტს ჩაუტარდა ადგილობრივი, ანთების საწინააღმდეგო თერაპია. ირიტაციისა და ანთებითი მოვლენების უკუგანვითარების შემდეგ, ჩატარდა ლაზეროთერაპია Q-switched Nd 532 nm ლაზერით. პირველი პროცედურის შემდეგ ტატუს არეში განვითარდა ირიტაცია და ექსუდაცია, რის გამოც ჩატარდა ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. ლოკალური და ლაზერული თერაპიის უშედეგობის გამო, პაციენტს დაენიშნა სისტემური კორტიკოსტეროიდი კლებადი დოზით და დაავადების კონტროლით. ორთვიანი მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იგი კვლავ აგრძელებს სისტემურ სტეროიდულ თერაპიას.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Antony FC, Harland CC. Red ink tattoo reactions: successful treatment with the Q-switched 532 nm Nd:YAG laser. Br J Dermatol. 2003;2016;149(1):94–8.

Ashinoff R, Levine VJ, Soter NA. Allergic reactions to tattoo pigment after laser treatment. // Dermatol Surg. 1995;21(4):291–4.

Bassi A, Campolmi P, Cannarozzo G, Conti R, Bruscino N, Gola M, Ermini S, Massi D, Moretti S. Tattoo-Associated Skin Reaction: The Importance of an Early Diagnosis and Proper Treatment // Published online, Biomed Res Int. 2014; 354608.

Bent S.A.S, Huisman S. Ablative laser surgery for allergic tattoo reactions: a retrospective study // Lasers in Medical Science; 26 Oct. 2020; 36:1241-1248.

Bolognia Jean L, Schaffer JV, Cerroni L. Allergic Contact Dermatitis // Dermatology Fourth Edition; 2014; 242-261.

Bonefeld C. Allergy and Tattoos // The Danish Environmental Protection Agency. Environmental Project N 1945, June 2017, 5-33.

Brady BG, Gold H, Leger EA, Leger MC. Self-reported adverse tattoo reactions: a New York City Central Park study. Contact Dermatitis. 2015 Aug;73(2):91-9.

Cruz FAM, Lage D, Frige´rio RM, et al. Reactions to the different pigments in tattoos: a report of two cases. An Bras Dermatol. 2010;85(5):708–11.

Cuyper C de, Pérez-Cotapos M-L, eds. Dermatologic Complications with Body Art, Tattoos, Piercings and Permanent Make-Up. Heidelberg: Springer Verlag, 2010.

Dikicier BS, Yaldiz M, Cetinkaya R, Erdem T. Tattoo Associated Allergic Contact Dermatitis // Austin J Dermatolog. 2015; 2(2): 1037.

Dybboe R, Linneberg A, Johansen JD. Tattooing and adverse reactions in adults from the general population. P077. ESCD Abstracts: Posters. Contact Dermatitis 2016:75:S1:60–106.

Feldstein S, Jadgeo J. Successful Medical Treatment of a Severe Reaction to Red Tattoo Pigment // Journal of Drugs In Dermatology; Oct. 2014; 13(10):1274-1275.

Forbat E, Al-Niaimi F. Patterns of Reactions to Red Pitment Tattoo and Treatment Methods // Dermatology and Therapy; Springerlink.com; March 14, 2016.

Hsu VM, Aldahan AS, Mlacker S, Shah VV, Nouri K. The picosecond laser for tattoo removal. Lasers in Medical Science; 2016; 31:1733–7. DOI: 10.1007/s10103-016-1924-9.

Kaplan DH, Kissenpfennig A, Clausen BE. Insights into Langerhans cell function from Langerhans cell ablation models. Eur J Immunol 2008; 38:2369.

Kuperman-Beade M, Levine VJ, Ashinoff R. Laser removal of tattoos // Am J Clin Dermatol. 2001;2(1):21-5.

Murphy P.B, Atwater A.R, Mueller M. Allergic Contact Dermatitis // Statpearls publishing; University of California San Diego, 20 Sep. 2021.

Piccinini P, Pakalin S, Contor L, Bianchi I, Senaldi C. JRC science for policy report: safety of tattoos and permanent make-up final. European commision technical report 2016

Renzoni A, Pirrea A, Novello F, et al. The tattooed population in Italy: a national survey on demography, characteristics and perception of health risks. Ann Ist Super Sanita. 2018;54(2):126-136.

Rustemeyer T, Hoogstraten I.M.W, Blomberg B.M.E, Scheper R.J. Mechanisms in Allergic Contact Dermatitis // Kanerva's Occupational Dermatology. 2012; pp. 113-146.

Saunders H, O’Brien T, Nixon R. Textile dye allergic contact dermatitis following paraphenylenediamine sensitization from a temporary tattoo // Australas J Dermatol. 2004;45(4):229–31.

Seitxe A-T, Grunewald S, Wagner JA, Simon Jan C, Paash U. Fractional CO2 laser is as effective as Q-switched ruby laser for the initial treatment of traumatic tattoo // J Cosmet Laser Ther. 2014 Dec;16(6):303-5.

Sepehri M, Jørgensen B, Serup J (2015) Introduction of dermatome shaving as first line treatment of chronic tattoo reactions. J Dermatolog Treat 26:451–455.

Serup J, Baumler W. Guide to Treatment of Tattoo Complications and Tattoo Removal // Curr Probl Dermatol. 2017;52:132-138.

Serup J, Carlsen KH, Dommershausen N, Sepehri M, Hesse B, Seim C, Luch A, Schreiver I. Identification of pigments related to allergic tattoo reactions in 104 human skin biopsies // Published online, Wiley Contact Dermatitis, 2020 Feb; 82(2): 73–82.

Serup J, Hutton Carlsen K. Patch test study of 90 patients with tattoo reactions: negative outcome of allergy patch test to baseline batteries and culprit inks suggests allergen(s) are generated in the skin through haptenization. Contact Dermatitis. 2014;71(5):255–263. doi: 10.1111/cod.12271.

Serup J, Sepehri M, Carlsen KH. Classification of Tattoo Complications in a Hospital Material of 493 Adverse Events // Epub 15 Dec. 2016, 232(6):668-678.

Schmitz I, Prymak O, Epple M, Ernert C, Tannapfel A. Squamous cell carcinoma in association with a red tattoo. J Dtsch Dermatol Ges. 2016 Jun;14(6):604-9. doi: 10.1111/ddg.12730. PubMed PMID: 27240068.

Tang MM, Beltranimelli H, Perruchoud D. A tattoo complicated by allergic contact dermatitis and pannicultis. Journal of the European Academy of Dermatology and Venereology. 2014;28(1):127–128.

Vocanson M, Hennino A, Rozieres A, Poyet G, Nicolas J-F. Effector and regulatory mechanisms in allergic contact dermatitis // Allergy – European Journal Of Allergy And Clinical Immunology; Epub 2009, Oct 12.

Wang X, Josefsson L, Meschnark S, Lind M-L, Emmer A, Goessler W, Hedberg YS. Analytical survey of tattoo inks – A chemical and legal perspective with focus on sensitizing substances // The official publication of the European Society of Contact Dermatitis. Sept. 2021, 340-353.

Wolff K, Goldsmith LA, Katz SI, Gilchrest BA, Paller AS, Leffell DJ. Allergic Contact Dermatitis // Fitzpatrick’s Dermatology in General Medicine, Seventh Edition; 135-146.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-06

როგორ უნდა ციტირება

თინა ქიტუაშვილი, & თამარ ურუშაძე. (2022). კლინიკური შემთხვევა – ტატუთი გამოწვეული ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.06

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 15 16 17 18 19 20 21 22 23 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...