მონტელუკასტის როლი პოსტკოვიდ-19 რესპირაციული სიმპტომების მქონე ბავშვების მენეჯმენტში

მონტელუკასტის როლი პოსტკოვიდ-19 რესპირაციული სიმპტომების მქონე ბავშვების მენეჯმენტში

ავტორები

  • სოფიო გამყრელიძე
  • ნინო ჯოჯუა
  • მაია შენგელია

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.04

საკვანძო სიტყვები:

COVID-19, cough, montelukast, children

ანოტაცია

პოსტკოვიდური სიმპტომების მენეჯმენტი მუდმივი განახლების პროცესშია. ახალი კორონავირუსის გავრცელებული რესპირაციული სიმპტომებიდან აღსანიშნავია მშრალი შემაწუხებელი ხველა. სამედიცინო ლიტერატურაში ძნელია მოიპოვო ინფორმაცია მონტელუკასტის ეფექტურობის შესახებ პოსტკოვიდური რესპირაციული სიმპტომების მქონე ბავშვებში. ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ჩვენი დაინტერესებაც და ქ. ქუთაისის შპს ბავშვთა N3 პოლიკლინიკის ბაზაზე ჩავატარეთ კვლევა პაციენტებში კოვიდ და პოსტკოვიდური პერიოდის მშრალი , შემაწუხებელი ხველის ჩივილებით. კვლევაში მონაწილე 76  (2 დან 18 წლის ასაკის, 43 გოგო და 33 ბიჭი) პაციენტს ხველის ჩივილებით, დაენიშნა გლუკოკორტიკოსტეროიდის ადგილობრივი საინჰალიაციო ფორმა-ბუდესონიდი ჯენერიული აქტიური ნივთიერებით და/ან  ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი და/ან ანტიჰისტამინური მედიკამენტები.  დაკვირვებამ ცხადყო, რომ მშრალი ხველის კლინიკური ეფექტი უდავოდ გამოვლინდა უფრო მეტად იმ პაციენტებში, რომლებიც ანტიალერგიულ მედიკამენტებს იღებდნენ კომბინაციაში, იგულისხმება საინჰალიაციო კორტიკოსტეროიდები, ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტი და/ან ანტიჰისტამინური მედიკამენტები ერთად. კვლევით მიღებული შედეგების ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ განსაკუთრებული კლინიკური ეფექტი დადასტურებულად გამოვლინდა იმ ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მონტელუკასტს ასაკობრივი დოზირების გათვალისწინებით, მონო თუ კომპლექსურ თერაპიაში ვიდრე პაციენტები, რომელთა მკურნალობის კურსი არ მოიცავდა მონტელუკასტს. კვლევის მონიტორინგმა ნამდვილად დაადასტურა მონტელუკასტის კლინიკური ეფექტი კოვიდ დადებით ბავშვებში გახანგრძლივებული მშრალი ხველით. COVID-19-ის მკურნალობის შედეგების რეესტრი დაგვეხმარება გადავჭრათ კლინიკური გამოწვევა, სადაც  დღემდე უფრო მეტი კითხვა გვაქვს, ვიდრე პასუხი.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Zhang J.J., Dong X., Cao Y.Y., Yuan Y.D., Yang Y.B., Yan Y.Q. Clinical characteristics of 140 patients infected with SARS-CoV-2 in Wuhan, China. Allergy. 2020 PubMed PMID: 32077115. Epub 2020/02/23.

Bisgaard H., Flores-Nunez A., Goh A., Azimi P., Halkas A., Malice M.P. Study of montelukast for the treatment of respiratory symptoms of post-respiratory syncytial virus bronchiolitis in children. Am J Respir Critical Care Med. 2008; 178(8):854–860. PubMed PMID: 18583576. Epub 2008/06/28. Eng.

Noor A., Najmi M.H., Bukhtiar S. Effect of Montelukast on bradykinin-induced contraction of isolated tracheal smooth muscle of guinea pig. Indian J Pharmacol. 2011;43(4):445–449. PubMed PMID: 21845003. PubMed Central PMCID: PMC3153711. Epub 2011/08/17. Eng.

Brodlie M., Gupta A., Rodriguez-Martinez C.E., Castro-Rodriguez J.A., Ducharme F.M., McKean M.C. Leukotriene receptor antagonists as maintenance and intermittent therapy for episodic viral wheeze in children. Cochr Database Syst Rev. 2015 CD008202. PubMed PMID: 26482324. Pubmed Central PMCID: PMC6986470. Epub 2015/10/21.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-06

როგორ უნდა ციტირება

სოფიო გამყრელიძე, ნინო ჯოჯუა, & მაია შენგელია. (2022). მონტელუკასტის როლი პოსტკოვიდ-19 რესპირაციული სიმპტომების მქონე ბავშვების მენეჯმენტში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.04

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 5 6 7 8 9 10 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...