კოვიდ-19-ით ინფიცირებული ორსულებისა და ახალშობილების რეტროსპექტული ანალიზი ქუთაისში, იმერეთის რეგიონში

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ორსულებისა და ახალშობილების რეტროსპექტული ანალიზი ქუთაისში, იმერეთის რეგიონში

ავტორები

  • მაია შენგელია
  • ჯანინა აბულაძე
  • სოფიო გამყრელიძე
  • სალომე ორმოცაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.03

საკვანძო სიტყვები:

SARS-CoV-2, COVID-19, vertical transmission, fetal death, fetus, maternal death, newborn, postnatal infection, pregnancy

ანოტაცია

კოვიდ პანდემია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ტალღებით მიმდინარეობს. ყოველი მომდევნო ტალღა წინაზე უფრო დამაზიანებელია. თუ პირველი და მეორე ტალღების შემთხვევაში ახალშობილთა ავადობა და მოკვდაობა მინიმალური იყო, მომდევნო ტალღების შემთხვევაში გაიზარდა ორსულთა და ახალშობილთა დაინფიცირების მაჩვენებელი. გამოჩნდა დედა-ახალშობილის სიკვდილობის შემთხვევებიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზნად დავისახეთ იმერეთის რეგიონში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორსულების და ახალშობილების ისტორიების  რეტროსპექტული ანალიზი. დასახული მიზნის მისაღწევად, კვლევაში გავაერთიანეთ 27 ორსული/მშობიარე (20 დან - 45 წლის ასაკის) და 31 ახალშობილი (0 დან ერთ თვემდე ასაკის, 18 ქალი და 13 ვაჟი), რომლებმაც გაიარეს სტაციონარული მკურნალობა 01.08.2020 – 01.12.2021 დროის მონაკვეთში, იმერეთის რეგიონის კოვიდ-კლინიკა „ბომონდის“ ბაზაზე (ქუთაისი, საქართველო). კვლევის მეთოდს წარმოადგენდა ზემოთაღნიშნული პაციენტების, კერძოდ დედების გამოკითხვა სპეციალურად შემუშავებული ანკეტით და ავადმყოფობის ისტორიების რეტროსპექტული ანალიზი. მიღებული შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ორსულთა უმეტესობა - 23 (88%) პაციენტი ფლობდა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ექიმისგან ინფორმაციას, კოვიდ ინფექცია გადატანილი ჰქონდა 11 (40%) პაციენტს, კოვიდსაწინაარმდეგო ვაქცინით ვაქცინირებული იყო მხოლოდ 4 (14%) პაციენტი. დანარჩენმა უარი განაცხადა აცრაზე. ყველა კოვიდ დადებითი ორსულის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. ნაყოფი-დედის რისკების გაანალიზებით, 21 (79%) კოვიდ დადებით ორსულთან საჭირო გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება, ხოლო 6-მა (21%) ორსულმა იმშობიარა ფიზიოლოგიურად, სამეანო გინეკოლოგიური ჩარევების გარეშე. ორმა ორსულმა იმშობიარა გესტაციის 24-25 კვირაზე. ორივე ნაადრევი მშობიარობის შედეგად მიღებული იყო დღენაკლული, მკვდრადშობილი ახალშობილები. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ახალშობილი დაიბადა კოვიდ უარყოფითი, დროული, შესაბამისი ანთოპომეტრული პარამეტრებით. კოვიდ ინფექციით დაავადებული 27 ორსული მკურნალობდა კოვიდ სტაციონარში, მათ უმეტესობას არ დაჭირვებია რესპირატორული მხარდაჭერა. 7-10 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 25 პაციენტი გაეწერა ბინაზე ჯანმრთელი. მხოლოდ 2 (7%) შემთხვევაში დაფიქსირდა მძიმედ მიმდინარე კოვიდ-ინფექცია, რომელიც დასრულდა  ლეტალური გამოსავალით. ასევე, პარალელურად, კოვიდ ინფიცირებული ახალშობილების ისტორიების კვლევამ  ჩვენ შემთხვევაში დაადასტურა, რომ კოვიდ ინფექციამ არ გადალახა პლაცენტარული ბარიერი და დადგინდა, რომ ახალშობილები ავადდებიან პოსტნატალურად - პერსონალისგან ან მშობლებისგან. მათი კოვიდ ინფექციის გამოსავალი 31-ვე შემთხვევაში იყო დადებითი. ამდენად, კოვიდ ინფეცირებულ დედათა და ახალშობილთა კოვიდ სტატისტიკა და გამოსავალი იმერეთის რეგიონში ძირითადად კეთილსაიმედოა. თუმცა, ორსულთა მეთვალყურეობა და ხანგრძლივი მონიტორინგი  ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების აუცილებელი პირობაა.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

კოვიდ-19 საქართველოში. დაავადებათა კონტროლისა და საზაოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში. მე-7 გადახედვა. https://ncdc.ge

CDC.Newborns.https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/hcp/caring-fornewborns. html.American Academy of Pediatrics (AAP)

Chen H, Guo J, Wang Cet al.Clinical characteristics and intrauterine vertical transmission potential of COVID-19 infection in nine pregnant women: a retrospective review of medical records Lancet 2020395(10226):809–815. - PMC - PubMed

David A. Schwartz and Ashley L. Graham. Potential Maternal and Infant Outcomes from Coronavirus 2019-nCoV (SARS-CoV-2) Infecting Pregnant Women: Lessons from SARS, MERS, and Other Human Coronavirus Infections. J. Viruses 12(2), 194 2020 Feb 10;12(2):194. doi: 10.3390/v12020194.

Domenico Umberto De Rose , Fiammetta Piersigilli , Maria Paola Ronchetti , Alessandra Santisi , Iliana Bersani , Andrea Dotta , Olivier Danhaive , Cinzia Auriti . Novel Coronavirus disease (COVID-19) in newborns and infants: what we know so far. Ital J Pediatr. 2020 Apr 29;46(1):56. doi: 10.1186/s13052-020-0820-x.PMID: 32349772 p:8

Ida Bagus Suparyatha, Dyah Kanya Wati, I Nyoman Budi Hartawan, Vanessa Lini Gunawan, Andreas Dhymas Dhyna Martha Kelana, Ivy Cerelia Valerie. Unusual extrapulmonary manifestations of covert COVID-19: a case series at a tertiary care hospital in Bali, Indonesia. Journal of Pediatric and Neonatal Individualized Medicine 2021;10(1):e100147 doi: 10.7363/100147

Hasan Tezer , Tuğba Bedir Demirdağ Novel coronavirus disease (COVID-19) in children Turk J Med Sci.. 2020 Apr 21;50(SI-1):592-603.PMCID: PMC7195991 doi: 10.3906/sag-2004-174.

Li AM, Ng PC. Severe acute respiratory syndrome (SARS) in neonates and children. Arch Dis Child Fetal Neonatal Ed 2005;90:F461-5. [Crossref] [PubMed]

Marzollo, Roberto MD*; Aversa, Salvatore PhD*; Prefumo, Federico PhD†; Saccani, Barbara MD‡; Perez, Carmen Rodriguez PhD*; Sartori, Enrico PhD†; Motta, Mario MD* Possible Coronavirus Disease 2019 Pandemic and Pregnancy: Vertical Transmission Is Not Excluded The Pediatric Infectious Disease Journal: September 2020 - Volume 39 - Issue 9 - p e261-e262 doi: 10.1097/INF.0000000000002816

Stockman, Lauren J. MPH*†; Massoudi, Mehran S. PhD, MPH*; Helfand, Rita MD*; Erdman, Dean DrPH*; Siwek, Alison M. MPH*†; Anderson, Larry J. MD*; Parashar, Umesh D. MD, MPH. Severe Acute Respiratory Syndrome in Children The Pediatric Infectious Disease Journal: January 2007 - Volume 26 - Issue 1 - p 68-74. doi:10.1097/01.inf.0000247136.28950.41

José Villar , Shabina Ariff , Robert B Gunier , Ramachandran Thiruvengadam. Maternal and Neonatal Morbidity and Mortality Among Pregnant Women With and Without COVID-19 Infection: The INTERCOVID Multinational Cohort Study. Jama Pediatr 2021 Aug 1;175(8):817-826. doi: 10.1001/jamapediatrics.2021.1050.

Juan Pablo Torres, Cecilia Piñera, Verónica De La Maza, Anne J Lagomarcino, Daniela Simian, Bárbara Torres, Cinthya Urquidi, María Teresa Valenzuela, and Miguel O’Ryan. Severe Acute Respiratory Syndrome Coronavirus 2 Antibody Prevalence in Blood in a Large School Community Subject to a Coronavirus Disease 2019 Outbreak: A Cross-sectional Study. J Clinical Infectious Diseases, Volume 73, Issue 2, 15 July 2021, Pages e458–e465,

Rao SPN, Minckas N, Medvedev MM, Gathara D, et al. Small and sick newborn care during the COVID-19 pandemic: global survey and thematic analysis of healthcare providers’ voices and experiences. BMJ GloB Health 2021; 6: e004347.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-06

როგორ უნდა ციტირება

მაია შენგელია, ჯანინა აბულაძე, სოფიო გამყრელიძე, & სალომე ორმოცაძე. (2022). კოვიდ-19-ით ინფიცირებული ორსულებისა და ახალშობილების რეტროსპექტული ანალიზი ქუთაისში, იმერეთის რეგიონში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (5). https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.05.03

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...