საქართველოში ინტროდუცირებული MAHONIA AQUIFOLIUM (PURSH) NUTT., ალკალოიდების შემადგენლობის შესწავლა და მცენარის მიკროსტრუქტურული სადიაგნოსტიკო ნიშნების დადგენა
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.13საკვანძო სიტყვები:
alkaloids, Mahonia, microstructural diagnosticანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ინტროდუცირებული M. аquifolium (Pursh) Nutt. (cем. Berberidaceae) შესწავლა ალკალოიდების შემცველობაზე, მათი თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის განსაზღვრა, მცენარეული ნედლეულის იგივეობის დადგენა მიკროსტრუქტურული მახასიათებლების საფუძველზე. M. аquifolium მიწისზედა და მიწისქვეშა ვეგეტატიური ორგანოების სითხე-სითხოვანი ექსტრაქციის ბიოლოგიურად აქტიური სუბსტანციის თვისობრივი ანალიზის შედეგად, რომელიც რეფერენტ-მოწმეთა თანხლებით წარმოებდა თფქ მეთოდით, ასევე GС/MS სპექტრული ანალიზის საფუძველზე ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ალკალოიდების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მოგვეცა. ისინი მიეკუთვნებიან პროტობერბერინის, აპორფინის და ბისბენზილიზიქინოლინის ჯგუფის ალკალოიდებს. M. аquifolium ვეგეტატიურ ორგანოთა მიკროსტრუქტურილი აგებულების შესწავლის შედეგად დადგინდა: ფესვში ლაფანი პერიქსილარულია, მერქანში აისახება სქელგარსიანი არმატურა და ქაოტურად განწყობილ გამტარ ჭურჭელთა დიდკალიბრიანი სანათურები. ფესვის ამონაყარში დიფერენცირებულია ველამინის უჯრედები; გამტარი ქსოვილი წარმოდგენილია კოლატერალური ტიპის კონებით. მაჰონიას ყლორტის ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები მწყობრად დაგვირისტებული, სწორხაზოვანია; ბაგე რთული, უპირატესად ტეტრასექტური ან იშვიათად გექსასექტურ სატელიტიანი; გამტარ ქსოვილში ფლოემა მჭიდროდ, ხოლო ქსილემა სხივისებრ განწყობილია; ქსილემაში ფიქსირდება სპირალური, ფოროვანი და რგოლურად გარსგასქელებული გამტარი ჭურჭლები, რადიალური სხივები მრავალმწკრივიანია. მაჰონიას ფოთოლი ბიფაციალური, ჰიპოსტომატური, დორზოვენტრალური სტრუქტურისაა; ფოთლის აბაქსიალური და ადაქსიალური ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული, მრუდხაზოვანი, მრუდკედლიანი ტიპით წარმოდგება; ბაგე ანომოციტური აგებულებით გამოირჩევა; კოლატერალური სახის გამტარი კონები შემოსაზღვრულია მექანიკური ქსოვილით. ფოთლის მთავარ ძარღვში დიფერენცირებულია ასევე მექანიკური ქსოვილით გარემოცული კოლატერალური ტიპის გამტარი კონა.
Downloads
წყაროები
theplantlist.org/1.1browse/A/Berberidaceae/;
სხიერელი ვ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1983, ტ.6, 525
C.А. Романадзе, М.В.Метревели. Биоэкология видов рода Mahonia Nutt в ботаническом саду. 17-ая международная: Экологические проблемы XXI века. Минск, Сб. трудов конф., 2017, 2, 42-43;
ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი, მეცნიერება, 1991, 48;
Дмитриева А.А. Определитель растений Аджарии. Том 1;
P.Goetz, K.Ghedira. Mahonia aquifolium (Pursh.) Nutt. (Berberidaceae): Mahonia. Phytotherapie, 2014, 12, 189-193;
He J.M, Mu Q. The medicinal uses of the genus Mahonia in traditional Chinese medicine: An ethnopharmacological, phytochemical and pharmacological review. J. Ethnopharmacol. 2015, 175 668-683.
Riley D.S. Mahonia aquifolium. In: Materia Medica of New and Old Homeopathic Medicines. Springer, Berlin, Heidelberg. 2018, 151-153
Dejan Godevac, Ana Damjanovic, Tatjana P.Stanojkovic, Boban Andelkovic, Gordana Zdunic. Identification of cytotoxic metabolites from Mahonia aquifolium using H NMR – based metabolomics approach. Journal of Pharmaceutical and Biomedical Analysis, 2018, 150, 9-14;
Slobadnikova L., Kost′a′lova′, Labudova D., et al. Antimicrobial activity of Mahonia aquifolium crude extract and its major isolated alkaloids. Phytother Res. 2004, 18, 674-676;
Найдович Л.П., Фесенко Д.А., Ростоцкий Б.К. Алкалоиды Mahonia aquifolium. Химия природных соединений. 1970, 6, 775;
Liu X, Jiang W, Su M, Sun Y, Liu H, Nie L, Zang H Quality Evaluation of Mahonia bealei (Fort.) Carr. Using Supercritical Fluid Chromatography with Chemical Pattern Recognition. Molecules. 2019, 24(20), 3684.
Janeczek M, Moy L, Lake EP, Swan J. Review of the Efficacy and Safety of Topical Mahonia aquifolium for the Treatment of Psoriasis and Atopic Dermatitis. J Clin Aesthet Dermatol. 2018; 11(12): 42-47.
Л.Ш.Тогаева, И.М.Корсунская, Л.Р.Сакания, А.А.Лавров. Возможности мази ,,Псориатен” в терапии псориаза. Эффективная фармакотерапия. 25/2013. Дерматовенерология и дерматокосметология, 2, 20-24
Eun-Jeong Lee Peter J. Facchini. Tyrosine Aminotransferase Contributes to Benzylisoquinoline Alkaloid Biosynthesis in Opium Poppy, Plant Physiol. 2011; 157(3): 1067–1078
Ranunculales Medicinal Plants, Biodiversity, Chemodiversity and Pharmacotherapy, 2018, 394;
Марьин А.А, Каломнец Н.Э. Лекарственные растения и биологически активные вещества противогрибкового действия. Фундаментальная и клиническая медицина. 2017, 2 (4), 45-55.
Rackova L., Majekova M., Kost′alova D., Stefek M. Antiradical and antioxidant activities of alkaloids isolated from Mahonia aquifolium. Structural aspects. Bioorg Med. Chem., 2004, 12, 4709-4715.
Journal of clinical and aesthetic dermatology, 2018 Dec; 11(12): 42–47. Published online 2018 Dec 1.
The severity of psoriasis https://www.novartis.com/news/severity-psoriasis
Государственная фармакопея. М.: Медицина; XI(2),1990: 115,116,124,125, 577, 579, 585.
Арипова Х.Н. Технология производства алкалоидов. Автореф. дис. на соиск.уч.ст.док.хим.наук, Ташкент; 1979.