ციფრული და ჩვეულებრივი მოსახსნელი პროთეზები ხანდაზმულ პაციენტებში: კლინიკური ეფექტურობის, მასალის ბიოშეთავსებადობისა და პაციენტის მიერ მოხსენებული შედეგების შედარებითი ლიტერატურული მიმოხილვა

ციფრული და ჩვეულებრივი მოსახსნელი პროთეზები ხანდაზმულ პაციენტებში: კლინიკური ეფექტურობის, მასალის ბიოშეთავსებადობისა და პაციენტის მიერ მოხსენებული შედეგების შედარებითი ლიტერატურული მიმოხილვა

ავტორები

  • მარიამ ბოკუჩავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ვლადიმერ მარგველაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მანანა კალანდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.21

საკვანძო სიტყვები:

Digital, Conventional, Removable Dentures, Geriatric Patients

ანოტაცია

ეს ლიტერატურული მიმოხილვა გთავაზობთ ციფრული და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული მოსახსნელი პროთეზების შედარებით ანალიზს, განსაკუთრებული აქცენტით გერიატრიულ პაციენტებში მათ გამოყენებაზე. ტრადიციული სამუშაო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად დამკვიდრებულია სტომატოლოგიაში, ქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს ხანდაზმული პაციენტებისთვის, მრავალჯერადი და ხანგრძლივი ვიზიტების გამო. ციფრული პროტოკოლი, CAD/CAM (ფრეზვა) და დაპრინტული პროთეზების (3D-ბეჭდვა) გამოყენებით, გვთავაზობს უდიდეს უპირატესობას კლინიკურ ეფექტურობაში, ამცირებს რა დამზადების პროცესს ორ-სამ ვიზიტამდე. ეს ანალიზი აერთიანებს უახლეს სისტემურ მიმოხილვებსა და კლინიკურ კვლევებს, რათა შეადაროს ეს მეთოდები გერიატრიული პაციენტებისთვის სამი მიმართულებით: (1) კლინიკური ეფექტურობა და პროცესის უპირატესობები, (2) პაციენტის მიერ შეფასებული შედეგები (PROMs) და (3) მასალათმცოდნეობა, კონკრეტულად ბიოშეთავსებადობა და რამდენად შეეფერება მაღალი რისკის პაციენტებს.

მონაცემები ადასტურებს, რომ ციფრული სამუშაო პროცესი ცალსახად აღემატება ტრადიციულს ეფექტურობით. უფრო მეტიც, საბოლოო პროთეზის "ციფრული დუბლიკატის" სახით დაარქივების შესაძლებლობა წარმოადგენს ინსტიტუციონალიზებული პაციენტებისთვის ძველი პროთეზის ახლით სწრაფი ჩანაცვლების უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ფართო სისტემური მიმოხილვები აჩვენებს, რომ პაციენტთა კმაყოფილება ხშირად შედარებითია, მაღალი მტკიცებულების მქონე ჯვარედინი კვლევები, სადაც პაციენტები ორივე ტიპს იყენებენ, აჩვენებს მნიშვნელოვან უპირატესობას ციფრული მოსახსნელი პროთეზების მორგების, კომფორტისა და რეტენციის მხრივ. თუმცა, ყველაზე კრიტიკული განსხვავება მასალების თვისებებშია. CAD/CAM გამოჩარხული PMMA აჩვენებს დიდ სიმტკიცეს, პროთეზის ზედაპირის ყველაზე დაბალ ხორკლიანობას და მნიშვნელოვნად დაბალ Candida albicans-ის ადჰეზიას ბაზისზე, ტრადიციულ აკრილთან შედარებით. ხოლო 3D-დაბეჭდილი პროთეზის მასალები ამჟამად აჩვენებენ ზედაპირის ძალიან დიდ ხორკლიანობას და მიკრობების ადჰეზიას. გარდა ამისა, გამოჩარხული PMMA ძალიან ჰიდროფილურია, რაც მას ფიზიოლოგიურად მიზანმიმართულ გადაწყვეტად ხდის ქსეროსტომიის მქონე გერიატრიული პაციენტებისთვის. ჩვენ ვასკვნით, რომ მიუხედავად 3D-ბეჭდვის სისწრაფისა, გამოჩარხული პროთეზების მრავალი მატერიალური თვისებები მათ ოპტიმალურ კლინიკურ არჩევანად აქცევს მაღალი რისკის გერიატრიულ პაციენტებში.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Alqarawi and Gad. (2024). CAD-CAM milled resins significantly decreased the microbial adhesion when compared with the conventional resins and 3D printed resins... Systematic Review. [10]

Alotaibi HN. (2025). Specifically, the same dentures can be refabricated using digital data when the patient is not present, which could be very beneficial, especially in the case of geriatric patients. A Systematic Analysis... [15]

Dib Zakkour S, (et al.). (2023)....flexural strength of pre-polymerized PMMA (milled) is higher... Milled denture bases have lower porosity... higher presence of Candida [in conventional]. Materials (Basel). [6]

Joda T, Brägger U. (2015). Digital vs. conventional implant prosthetic workflows: a cost/time analysis. Clin Oral Implants Res. [20]

Luraschi J, (et al.). (2013). Adaptation to a new complete denture correlated with plasticity of cortical motor area... [23]

Maeda N, (et al.). (2020 / 2021). Creating a digital duplicate denture file using a desktop scanner and an open-source software... J Prosthet Dent. [33,34,35]

Pilot Study (Anonymous, 2024/2025)....patient satisfaction with D-CD was significantly higher... comfort, retention, mastication... Crossover Trial. [3,4]

Rojas-Rueda S, et al. (2025). CAD-CAM Complete Dentures... A Feasible Clinical Approach for Managing Geriatric Patients With Advanced Residual Ridge Resorption. Case Reports in Dentistry. [17]

Saravi et al. (2024)....significantly lower candida colonization on the milled digitally-fabricated compared to the heat-polymerized... Systematic review and meta-analysis. [8,9]

Shieat et al. (2024). The milled denture base material showed a significantly better wettability... than the 3D-printed and the heat polymerized PMMA... Materials (Basel). [12]

Shim et al. (2024)....CAD/CAM-milled PMMA denture bases demonstrated superior surface smoothness... 3D-printed specimens exhibited the highest hydrophobicity. Materials. [7]

Steinmassl PA, (et al.). (2017). Do CAD/CAM dentures really release less monomer than conventional dentures? Clin Oral Investig. [16,18,27]

Takeda Y, (et al.). (2020). A 3D printing replication technique for fabricating digital dentures. J Prosthet Dent. [14,32]

Tew IM, (et al.). (2023/2024)....systematic review of PROMs and cost-effectiveness....Patient satisfaction and denture quality were not consistently improved... [1]

Zandinejad A, (et al.). (2024)....systematic review and meta-analysis... [24]

Zupancic Cepic LZ, (et al.). (2023)....trend towards better clinical efficiency... while patient satisfaction remained unaffected... J Clin Med. [5]

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-05

როგორ უნდა ციტირება

ბოკუჩავა მ., მარგველაშვილი ვ., & კალანდაძე მ. (2025). ციფრული და ჩვეულებრივი მოსახსნელი პროთეზები ხანდაზმულ პაციენტებში: კლინიკური ეფექტურობის, მასალის ბიოშეთავსებადობისა და პაციენტის მიერ მოხსენებული შედეგების შედარებითი ლიტერატურული მიმოხილვა. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (6), 131–135. https://doi.org/10.52340/jecm.2025.06.21

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...