უფლებრივი თანასწორობის პრობლემა 1918-1921 წლების ქართულ პრესაში

უფლებრივი თანასწორობის პრობლემა 1918-1921 წლების ქართულ პრესაში

ავტორები

  • ნანული ტალახაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.685

საკვანძო სიტყვები:

პლურალისტური მედიაკლიმატი, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები

ანოტაცია

კვლევის   საგანია  1918-1921  წლებში, საქართველოს  დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდის  მედიის ფუნქციონირების  პარამეტრები და   ის პროცესები, რომელმაც  ხელი  შეუწყო  ქვეყანაში პლურალისტური მედიაკლიმატის შექმნასა  და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების  დამკვიდრებას.  ამის  ერთ-ერთი     გამოხატულებაა ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური თანასწორობის პრობლემატიკა, რომელსაც კონკრეტული  მიმართულებით-გენდერულ ჭრილში განვიხილავთ.       პლურალისტური მედიაგარემოდან გამომდინარე,  სათანადო წყაროების, საარქივო  და საგაზეთო პუბლიკაციების კონტექსტური ანალიზის საფუძველზე, გამოვარჩიეთ და შევისწავლეთ 1918-1921 წლების წარმართველი, იდეოლოგიურად განსხვავებული   პოლიტიკური პარტიების მთავარი ბეჭდვითი ორგანოები: სოციალ - დემოკრატიული მუშათა პარტიის  გაზეთი „ერთობა“ (1917-1921წწ.), სოციალ-ფედერალისტთა   პარტიის   „სახალხო საქმე“ (1917-1921წწ.) და ეროვნულ-დემოკრატების-„საქართველო“ (1915-1921 წწ.). გავაანალიზეთ რამდენად ადექვატურად, როგორი ხედვებითა და ჟურნალისტური ხერხებით აშუქებდნენ  აღნიშნული მედიასაშუალებები ფემინისტურ ნარატივს.  გავითვალისწინეთ ისტორიული  კონტექსტიც და ის დინამიკა, რომელიც  მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან იკვეთება და მედია ინტერესდება  ქალთა  პრობლემებით. თუმცა  მთავარი  აქცენტი კეთდება  განათლების აუცილებლობაზე  და  იმ სტერეოტიპებზე, რომელიც ქალს  მხოლოდ  ოჯახურ  გარემოში, ქმრისა და შვილების  მსახურად წარმოაჩენს.  ეს მიდგომები  გრძელდება  მეოცე საუკუნის  მეორე ათწლეულშიც,  თუმცა  ეპოქისა და სოციალური გარემოს  გათვალისწინებით  უფრო აქტუალური ხდება  უფლებრივი თანასწორების  იდეა ქალთა მიმართებით,    როგორც  სოციალურ,  ისე პოლიტიკურ  და სამოქალაქო  უფლებების ჭრილში. ურადღება  გავამახვილეთ  როგორც  ქალთა ემანსიპაციის  პრობლემების ამსახველ პუბლიკაციებზე,  ასევე  ქალ ავტორებზეც, რომელთა რიცხვი, მართალია, მცირეა, მაგრამ  ისინი საკმაოდ მაღალპროფესიულად ახერხებენ  გენდერული პრობლემების სწორ აქცენტირებას და ქალთა სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების   სიღრმისეულ გააზრებას (ნ. ნაკაშიძე, მ. ტოროშელიძე, ფ. ჯაფარიძე და სხვ.).      კვლევის შედეგებმა ცხადყო,  რომ 1918-1921  წლების პარტიულ პრესაში, ერთი მხრივ,  მკაფიოდ აისახა ის სასიკეთო  ნაბიჯები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადადგა საკანონმდებლო  დონეზე  ადამიანის უფლებების დაცვისა და კონკრეტულად,  ფემინისტური მიმართულებით. ხოლო,  მეორე მხრივ,  ნეგატიურ ჭრილში  წარმოჩნდა ხელისუფლების  არასათანადო დაინტერესება  ქალთა სოციალური თუ უფლებრივი თანასწორობის პრობლემებით.  ფაქტობრივად, მოლოდინი, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოყალიბდებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემის, თანასწორობის, ტოლერანტობის კულტურა, რომელიც მყარ საფუძველს შეუქმნიდა სამართლიანი და  დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას, პრაქტიკულად  ვერ განხორციელდა.  ამ მიმართულებით ქვეყნის წინსვლა საბჭოთა რუსეთის მიერ  საქართველოს დამოუკიდებელი   რესპუბლიკის ოკუპაციამ     70 წლით შეაჩერა. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ადამიანის უფლებები - თავისუფლების ინსტიტუტი, 2005. გვ. 11.

საქართველოს კონსტიტუცია, 1918 წელი, სამშობლო, (1990 წლის 26 მაისი, თბილისი) გაზეთები:

ერთობა, 1918, # 358

საქართველო, 1918 წ. # 60

სახალხო საქმე , 1918 წ.## 35, 38, 40 62; 1919 წ. #86; 1920 ## 205, 215

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერებები
Loading...