მოსწავლის სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელობა

მოსწავლის სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელობა

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე
  • სალომე ბზიკაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.682

საკვანძო სიტყვები:

მოსწავლის პიროვნული თვისებები, პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა

ანოტაცია

სტატიაში საუბარია მოსწავლის სოციალურ-ემოციური განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და ადამიანებთან ურთიერთობას მოიცავს. მასწავლებელსა და ბავშვებს შორის დადებითი ურთიერთობები სწავლისა და განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. შესაბამისად, მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს მასთან დადებითი მიჯაჭვულობა, შექმნას ემოციურად უსაფრთხო, შეფასებებისგან თავისუფალი გარემო, რაც სწავლისა და კვლევის მნიშვნელოვანი პირობაა და დაეხმარება ბავშვებს საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე და კომპეტენციებზე სწორი, დადებითი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში. რაზეც მასწავლებელი, პირველ რიგში, ბავშვებთან ურთიერთობისას უნდა ზრუნავდეს. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობა, შემდგომ უკვე სწავლა და განვითარება, ძირითადად უფროსებთან ურთიერთობით არის განპირობებული.ბავშვების უმეტესობას, სოციალური და ემოციური კომპეტენციის გასაზრდელად, მხარდამჭერი და მიზანმიმართული სასწავლო გარემო სჭირდება. ბავშვები დიდ დროს ატარებენ სკოლებში, რაც მასწავლებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაეხმარონ მათ, გახდნენ ემოციურად და სოციალურად კომპეტენტურები.ჯგუფში დადებით ემოციურ ატმოსფეროს ქმნის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, თითოეული ბავშვის მიმღებლობა. უფროსის მხრიდან  ბავშვის მიმართ  ყურადღებასა და გულისყურით მოსმენაში ვლინდება.  სოციალურ-ემოციური უნარები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პიროვნების სწორად განვითარებისთვის და მათ გარემოსთან ურთიერთობისთვის. ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ აღიარება და მიკუთვნებულობის განცდა. უგულებელყოფილი ბავშვი თავს ისე გრძნობს, თითქოს ვერ ამჩნევენ. ხშირად ცუდი ქცევა იმის მცდელობაა, რომ როგორღაც შეამჩნიონ. ბავშვი, რომელსაც უფროსთან მიჯაჭვულობა არა აქვს, თანდათან  გაუცხოებული, დაუმორჩილებელი ან გარიყული შეიძლება გახდეს.ემოციური უნარების სასწავლო პროგრამების შემუშავება შესაძლებელია სტრუქტურირებული ან ნახევრად სტრუქტურირებული გზით. ამ უკანასკნელში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს გზა დაუთმოს იმპროვიზაციას, რომ შეძლონ მუშაობა თითოეული სიტუაციისა და კონკრეტულად ადამიანისთვის.დადებით სოციალურ-ემოციურ გარემოში ყველა თავს გრძნობს ჯგუფის წევრად. განსხვავებული აზრი, მრავალგვარობა პატივცემულია. არსებობს ემოციური კავშირი (მიჯაჭვულობა) უფროსებთან. ბავშვებს ყავთ მეგობრები ჯგუფში. თამაშობენ ჯგუფში, კონფლიქტებს წყვეტენ მოლაპარაკებების გზით. ასეთ გარემოში თითოეული ბავშვი თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობს, რაც ხელს უწყობს მისი პოტენციის მაქსიმალურ გამოვლენას.სოციალურ-ემოციური სწავლება გულისხმობს ისეთი უნარების განვითარებას, რაც გადამწყვეტია ემოციების გაცნობიერებასა და მართვაში, ურთიერთობებში, ინტერპერსონალური პრობლემების გადაჭრასა  და სოციალურად ეფექტური და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.  ასე რომ, რაც უფრო მეტად იმუშავებენ მასწავლებლები სოციალურ-ემოციურ უნარებზე, მით უფრო მალე განვითარდებიან მოსწავლეები და გამოიყენებენ ცხოვრებაში, მოსწავლეები შეძლებენ ემოციების მართვას და ეფექტურად პრობლემების მოგვარებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

მილერი, დ. ფ. (2004) ბავშვის პოზიტიური გაძღოლა. (Miller, D.F., (2004). Positive Child Guidance. 4th edition, Thomson Delmar Learning).

Riley, D., San Juan, R., Klinker, S., & Ramminger A., (2008). Social and Emotional Development – Connecting Science and Practice in Early Childhood Settings, Redleaf Press

Kaiser, B., (2007). Challenging Behavior in young children – understanding, preventing and responding effectively. 3rd edition, Pearson.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

გამოცემა

სექცია

ფსიქოლოგია
Loading...