სოფელ ძეგლევის წარსული და დღევანდელობა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2021.676საკვანძო სიტყვები:
სოფელი ძეგლევი, ოკუპირებული ტერიტორია, ისტორია, დღევანდელობაანოტაცია
ნაშრომში საუბარია ახალგორის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ძეგლევის წარსულსა და დღევანდელობაზე. მიმოხილულია სოფლის გეოგრაფიული გარემო: იგი მდებარეობს ქსნის ხეობაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახალგორთან ახლოს, 5 კილომეტრის დაშორებით, ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150 მეტრზე. ახსნილია სოფლის ეტიმოლოგია, რომელიც ისტორიული ძეგლების სიმრავლესთან უნდა იყოს კავშირში. აქედან გამომდინარე საუბარია ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, იქ არსებულ უძველეს წარწერებზე, რომელიც შეისწავლა და გაშიფრა ცნობილმა პროფესორმა გიორგი ოთხმეზურმა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ უძველეს დემოგრაფიულ ნუსხებს, როგორიცაა XVIII საუკუნის ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობები, რომლებიც არქეოლოგიური მოგზაურობისას ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს. აღწერები გამოცემულია როგორც ექვთიმე თაყაიშვილის (ორი აღწერა), ისე ივანე ჯავახიშვილის (სამი აღწერა) მიერ. მათი ურთიერთშედარების საფუძველზე ახსნილია იმ დროს არსებული ისტორიული რეალობა, ნაჩვენებია თუ როგორი მძიმე შედეგები მოჰყვა ლეკთა თარეშს ქსნის ხეობაში და მათ შორის სოფელ ძეგლევშიც, სადაც გადიოდა ახალგორისკენ მიმავალი ე.წ. „ლეკთა გზა." გერმანელი მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი ძეგლევს ლეკებისაგან აოხრებულ და გაპარტახებულ სოფლებს შორის მოიხსენიებს, გავიარეთ „განადგურებული სოფელ ძეგლევის ნაშთებიო"-წერდა იგი. ყოველივე ეს კი ზრდიდა გლეხთა ბოგანო კატეგორიას. ნაშრომში, სათანადო ლიტერატურის დამოწმებით ახსნილია, თუ როდიდან ჩნდება საქართველოში გლეხთა ისეთი კატეგორია, როგორიც იყო „ბოგანო", რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი და რა ვალდებულება ჰქონდათ მებატონეებთან. გარდა მოსახლეობის აღწერებისა, ნაშრომში მიმოხილულია სოფელთან დაკავშირებული გვიანფეოდალური ხანის სიგელ-გუჯრები, სადაც საუბარია სოფლის სოციალურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აქ მცხოვრები ყმებისა და მებატონეების ერისთავებისა და ფიცხელაურების ურთიერთობაზე. მითითებულია თუ როგორ გადადიოდა სოფელი ერთი მებატონიდან მეორეს ხელში, როგორ ეურჩებოდნენ ყმები ფიცხელაურებს და რა პოზიცია ეკავა ქართლ-კხეთის სამეფო კარს, პირადად კი ახალგორელი მოურავების ერთგულ გიორგი ბატონიშვილს.ნაშრომის ბოლოს ნაჩვენებია სოფლის უახლესი წარსული, მოყოლებული მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დღეს არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას და იმ მძიმე შედეგებს, რაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და ახალგორის მხარის ოკუპაციას მოჰყვა. ერთ დროს ხალხმრავალ, ორმოცდა-ხუთკომლიან სოფელში დღეს მხოლოდ 6 ოჯახია დარჩენილი, სადაც ხშირ შემთხვევაში ერთი ან ორი ადამიანი ცხოვრობს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახლოური, 2017 - იოჰან (ანტონ) გიულდენშტედტი ქსნის ხეობაში, თბ., გამომცემლობა „უნივერსალი", 2007
ახლოური, 2021 - ქსნის ხეობის ისტორია, ტ.II, თბ., გამომცემლობა „საარი", 2021
ბოგანო (სე), 1997 - საქართველო, ენციკლოპედია, ტ.I, თბ., 1997
გიულდენშტედტი, 1962 - გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა, ტ., I, თბ., სმა გამომცემლობა, 1962
თაყაიშვილი, 1951 - ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობა (ქსსა), სტალინის სახელობის თსუ შრომები, ტ. 45, თბ., 1951
მეგრელიძე, ლორთქიფანიძე, აკოფაშვილი, სოსელია, 1967 - ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, თბ., 1967
ოთხმეზური, 1996 - შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა, წიგნში „ოსთა საკითხი", გამომცემლობა „პითაგორა", გორი - თბილისი, 1996
საქართველოს ისტორიის... 2008 - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008
საქართველოს მოსახლეობის... 2003 - საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები (საქართველოს სოფლების მოსახლეობა), ტ. II, თბ., 2003
საქართველოს სიძველენი, 1909 - საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტ., II, ტფ.,, 1909
ღუნაშვილი, 1997 - ნარკვევები ქსნის ხეობის წარსულიდან, I, პუბლიკაციები, 1997
ძეგლევი (ქსე), 1987 - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987
ხოცუაშვილი, 1988 - ახალგორი, „ლენინელი", №13, 1988
ჯავახიშვილი, 1967 - საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, წიგნი 1, დემოგრაფიული ძეგლები, აღმოსავლეთ საქართველოს XVIII ს. ხალხის აღწერის დავთრები, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება", 1967