ფუნქციურზმნიანი შესიტყვებები გერმანული ენის განვითარების ისტორიულ კონტექსტში

ფუნქციურზმნიანი შესიტყვებები გერმანული ენის განვითარების ისტორიულ კონტექსტში

ავტორები

  • სალომე შავგულიძე

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2021.668

საკვანძო სიტყვები:

ფუნქციურზმნიანი შესიტყვებები, გერმანული ენა, ოფიციალური, სამეცნიერო და პრესის ენები

ანოტაცია

ფუნქციურზმნიანი შესიტყვებების არსებობას მეცნიერები გერმანული ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადასტურებენ. მოვლენა, რომლის საწყისები ენის განვითარების ადრეულ პერიოდებში ფიქსირდება, არ არის მხოლოდ გერმანული ენისათვის დამახასიათებელი. ის ფაქტი, რომ შესიტყვებათა რაოდენობა გერმანულში საუკუნეთა მანძილზე მატულობს, ადასტურებს მისი განვითარების ტენდენციას სინქრონიულიდან ანალიზური აგებულებისაკენ.ენის დიაქრონიული განვითარების პროცესში იკვეთება გარკვეული პერიოდები, როდესაც ნომინალიზაციის და შესიტყვებათა გამოყენების ტენდენცია უფრო მეტად გამოიხატება, ვიდრე სხვა მონაკვეთებში. ფუნქციურზმნიანი შესიტყვებების სისტემურ მოვლენად ჩამოყალიბა კი ივარაუდება XVIII საუკუნეში. ისინი ფიქსირდება სამეცნიერო ლიტერატურაში და მმართველობის ენაში, ასევე მხატვრულ ლიტერატურაში. XVII-XVIII საუკუნეებში განსაკუთრებით მომძლავრდა ამ შესიტყვებათა გამოყენება, რაც ამ დროისათვის გერმანულ და ევროპულ აზროვნებაში მომხდარი ცვლილებებების, ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარების, ბიუროკრატიული აპარატის ჩამოყალიბების და სავაჭრო ურთიერთობების ცვლილებების კვალდაკვალ წარმოქმნილ ენობრივი გამოხატვის საჭიროებებს უკავშირდება. მოხდა გერმანული ენის შინაგანი პოტენციალის და ანალიზური აგებულებისაკენ მიდრეკილების განვითარება შეცვლილი ცხოვრებისეული პირობების გათვალისწინებით.თანამედროვე გერმანულ ენაში ფუნქციურზმნიანი შესიტყვებების ფართოდ გამოყენებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ისინი გვხვდება თითქმის ყველა ფუნქციურ სტილში: უმეტესად ოფიციალურ, სამეცნიერო და პრესის ენაში, ასევე მხატვრულ ლიტერატურაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Guttmacher K., – Die Stellung der Funktionsverbgefüge im deutschen Verbsystem. Dissertation zur Erlangung des akademischen Grades eines Dorktors des Wissenschaftszweiges an der Gesellschaftswissenschaftlichen Fakultät des wissenschaftlichen Rates der Friedrich-schiller-Universität Jena. Vorgelegt von Karla Guttmacher. Geboren am 16.7.1942 in Jena. Tag der Verleihung des Doktorgrades: 15.12.80.

Daniels K.,– Substantivierungstendenzen in der deutschen Gegenwartssprache. Nominaler Ausbau des verbalen Denkkreises. Sprache und Gemeinschaft. Studien / Band III.Pädagogischer Verlag Schwann. Düsseldorf .1963.

Helbig G., – Probleme der Beschreibung von Funktionsverbgefügen im Deutschen. In: Deutsch als Fremdsprache 16, 1979. S. 273-285

Heringer H. J., – Die Oppostion von „kommen“ und „bringen“ als Funktionsverben. Untersuchungen zur grammatischen Wertigkeit und Aktionsart. Sprache der Gegenwart, Schriften des Instituts für deutsche Sprache in Mannheim. Band III. Pädagogischer Verlag Schwann. Düsseldorf. 1968.

Jie Y., – Funktionsverbgefüge im heutigen Deutsch. Eine Analyse und Kontrastierung mit ihren chinesischen Entsprechungen. Julius Groos Verlag. Heidelberg. 1986.

Polenz P. Funktionsverben im heutigen Deutsch. Sprache in der rationalisierten Welt. Beihefte zur Zeitschrift „Wirkendes Wort“. Pädagogischer Verlag Schwann. Düsseldorf. 1963.

Relleke W. Funktionsverbgefüge in der althochdeutschen Literatur. Rodopi N. V.. Amsterdam. 1974.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-22

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...