„ჭალას ჩიტის“ ინტერტექსტუალური სემანტიკა: თამაზ ჭილაძის პიესისა და ინგა ბახტაძის ნოველის შედარებითი ანალიზი

„ჭალას ჩიტის“ ინტერტექსტუალური სემანტიკა: თამაზ ჭილაძის პიესისა და ინგა ბახტაძის ნოველის შედარებითი ანალიზი

ავტორები

  • გურანდა გობიანი ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2026.36.11

საკვანძო სიტყვები:

ფოლკლორული ფორმულა, ინტერტექსტუალობა, სემანტიკური ტრანსფორმაცია, კულტურული მეხსიერება, ტრაგიზმი, თამაზ ჭილაძე, ინგა ბახტაძე

ანოტაცია

კვლევა მიზნად ისახავს „ჭალას ჩიტის“ ფოლკლორული ფორმულის ინტერტექსტუალური ფუნქციისა და სემანტიკური ტრანსფორმაციის შესწავლას თამაზ ჭილაძის პიესაში „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ და ინგა ბახტაძის ნოველაში „ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო“. ნაშრომის აქტუალობას განსაზღვრავს საერთო ფოლკლორული პირველწყაროს განსხვავებული მხატვრული ინტერპრეტაციისა და ორი ტექსტის ურთიერთმიმართების კვლევა. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს ერთი და იმავე ფოლკლორული კოდის ფუნქციონირების შედარებით ანალიზში დრამატულ და პროზაულ ტექსტებში. კვლევა ეფუძნება კომპარატივისტულ, ინტერტექსტუალურ და ჰერმენევტიკულ მეთოდებს. ანალიზი წარმოაჩენს, რომ ჭილაძის პიესაში „ჭალას ჩიტის“ ფორმულა სოციალური, პოლიტიკური და ეთიკური კრიზისის, თავისუფლების დაკარგვისა და ზნეობრივი არჩევანის ტრაგიზმის გამომხატველ კოდად გარდაიქმნება. ბახტაძის ნოველაში კი იგი მეხსიერების, კულტურული იდენტობისა და პიროვნული არსებობის თანდათანობითი რღვევის სემანტიკურ ველში გადაინაცვლებს. სათაურებში გამოყენებული ფორმები — „მომკვდარიყო“ და „ჩამკვდარიყო“ — ამ განსხვავებული მხატვრული მოდელების გააზრების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. კვლევა აჩვენებს, რომ ფოლკლორული ფორმულა ლიტერატურულ ტექსტებში არა მხოლოდ კულტურული მეხსიერების მატარებელია, არამედ ახალი მნიშვნელობების წარმოქმნისა და ტრაგიკული გამოცდილების განსხვავებული მოდელების ორგანიზების მექანიზმიც.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

1. ბახტაძე, ი., - ,,თალხი პერანგი: ნოველები, ესეები“. თბილისი. 2023. 351 გვ.

2. გაფრინდაშვილი, ნ., - ,,შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თეორიული საფუძვლები“. თბილისი: მერიდიანი. 2012

3. გობიანი, გ., - ხალხური პარადოქსი და ,,დაინვალიდებული“ თავისუფლების ცნება თამაზ ჭილაძის პიესაში - ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ , VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია"ენა და კულტურა" ,შ რ ო მ ე ბ ი, ნაწილი I. ქუთაისი, 2023. გვ. 101-106.

4. კინწურაშვილი, მ.,- ,,ენა, ტექსტი, ინტერტექსტი“. თბილისი: გამომცემლობა სიესტა. 2009. 300 გვ.

5. სიხარულიძე, ქ., - .,,ქართული საბავშვო ფოლკლორი“. სერია „ქართული ფოლკლორი“. თბილისი. 1928

6. ცაგარელი, ლ.,- ინტერტექსტუალობა, როგორც ფიქციონალობის სიგნალი. სამეცნიერო ჟურნალი ,,სემიოტიკა“ N3. თბილისი. 2008

7. ჭილაძე, თ. (2014). *ჩემი თეატრი*. თბილისი: ინტელექტი.

8. Kristeva, J. (1980). Desire in Language: A Semiotic Approach to Literature and Art. Edited by L. S. Roudiez. New York: Columbia University Press

9. Genette, G. (1997). Palimpsests: Literature in the Second Degree. Translated by C. Newman and C. Doubinsky. Lincoln: University of Nebraska Press.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-11-18

როგორ უნდა ციტირება

გობიანი გ. (2026). „ჭალას ჩიტის“ ინტერტექსტუალური სემანტიკა: თამაზ ჭილაძის პიესისა და ინგა ბახტაძის ნოველის შედარებითი ანალიზი. ენა და კულტურა, (36), 86–94. https://doi.org/10.52340/lac.2026.36.11

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...