ქონა-ყოლა ზმნათა ზმნისწინიანი ფორმების ფლექსიური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.08საკვანძო სიტყვები:
ქონა-ყოლა ზმნები, ზმნისწინიანი ფორმები, ფლექსიური ანალიზიანოტაცია
SJIF 2026: 8.679
ქონა-ყოლა ზმნები თავისებური ზმნებია, სადაც ფლობის ობიექტის მიხედვით არის ზმნის ლექსიკური ძირი წარმოდგენილი შესაბამისი კლასის კატეგორიის მიხედვით: სულიერის შემთხვევაში – ყოლა, ხოლო უსულოს შემთხვევაში – ქონა. პოსესორი აქტანტი არის ბრუნვაუცვლელი ირიბი ობიექტი მიცემით ბრუნვაში, ხოლო ფლობის ობიექტი არის გარდაუვალი ზმნის ბრუნვაუცვლელი გრამატიკული სუბიექტი სახელობით ბრუნვაში. ამ ზმნებში რეალური და გრამატიკული სუბიექტები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ხშირად საფუძვლად ედება აღნიშნული ფორმების მცდარ ინტერპრეტაციას ინვერსიულ ფორმებად. ეს არის მედიოპასიური ზმნები, რომელთაც აკლიათ მეორე სერიის ფორმები.
ზოგადად, ქონა-ყოლა ზმნები უზმნისწინოა, თუმცა გვხვდება ზმნისწინიანი ფორმები, სადაც შეცვლილია ზმნების სემანტიკა. ზმნისწიანი ფორმები გამოიყენება მოტანა-წაღება და მოყვანა-წაყვანა ზმნათა მონაცვლე ფორმებად აწმყოს წრის მწკრივებში. ამ ზმნათა ფლექსიისას თავს იჩენს რიგი თავისებურებებისა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კი ხდება ლექსიკურ ძირთა შენაცვლება, მაგ. მოიტანს მყოფადის ფორმა აწმყოში იქნება მოაქვს, მაგრამ ამ ჩანაცვლების დროს ქონა-ყოლა ზმნათა ზმნისწინიანი ფორმები საკუთარ მორფოლოგიას ინარჩუნებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზმნისწინი ცვლის ლექსიკურ შინაარსს და ზმნა ხდება აშკარად გარდამავალი, მაგრამ გრამატიკული სურათი არ იცვლება და არც პირის მატება არ ხდება. მნიშვნელოვანი თავისებურებაა ის, რომ პირველ სერიაშივე განსხვავებულია პარადიგმის შიგნით სურათი. აწმყოში ზმნაში მომაქვს მე ის – მე ირიბი ობიექტია, ის სუბიექტი, ხოლო მყოფადში მოვიტან მე მას – მე სუბიექტია და მას პირდაპირი ობიექტი. ამ ტიპის ცვლილებებით ხდება ფლექსიის კანონებიდან გადახრა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
თ. მახარობლიძე ლინგვისტური წერილები –I, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, 2009
თ. მახარობლიძე ლინგვისტური წერილები – II, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, 2010
ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. თბილისი. 1973.
არნ. ჩიქობავა, 1950 - არნ. ჩიქობავა, ქართული ენის ზოგადი დახასიათება. ქეგლ, ტ. I თბილისი. 1950
Makharoblidze T. (2013) - BASIC GEORGIAN. 2nd edition. LINCOM. DE; Germany. LINCOM Practical Language Courses; ISBN 9783862884674. 364pp.
Makharoblidze T. (2012) THE GEORGIAN VERB. LINCOM.DE; Germany. ISBN 9783862882960. LINCOM Studies in Caucasian Linguistics 20. 656pp.2012.




