ენა და კულტურა: ენა, როგორც კულტურული ღირებულებების ანარეკლი
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.35.04საკვანძო სიტყვები:
კულტურული ღირებულებები, კულტურათაშორისი ურთიერთობებიანოტაცია
ენა ადამიანთა ურთიერთობის მთავარი ბირთვია. ის აბსტრაქტული იდეების გამოხატვის საშუალებას იძლევა იდეების წერისა და გამოთქმის უნართან ერთად. მისი საშუალებით გადაეცემა კულტურა ერთი თაობიდან მეორეს. კულტურული ღირებულე-ბებისა და ქცევის შეცნობა სწორედ ენის დამსახურებაა. ამასთანავე, საკუთარი სახელი პიროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მშობლიური ენა ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედი. ენა კულტურათაშორისი ურთიერთობების შესწავლის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. პრაქტიკულად ყველა კულტურათაშორის ურთიერთობებში, სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც საუბრობს მეორე ენაზე. თანამედროვე საზოგადო-ებაში, გლობალიზაციისა და იმიგრაციის პერიოდში, ენის როლი იზრდება, რაც უპრეცე-დენტო მასშტაბებით აკავშირებს სხვადასხვა კულტურის ადამიანებს ერთმანეთთან. ეს ადამიანები კი ხშირად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, რის შედეგადაც ხდება რიგი ცვლი-ლებებისა. სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა კულტურას მიეკუთვნებიან, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. სწორედ ამ მიზეზით არის მნიშვნელოვანი იმის გაგება, თუ როგორ ავსებენ კულტურა და ენა ერთმანეთს. ყოველ-დღიურად სხვადასხვა ენის გამოყენება თითქმის ყველასთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მეგობრებთან საუბარი, კითხვებზე პასუხის გაცემა გაკვეთილზე, მობილურის გამოყე-ნება სასაუბროდ, თანამშრომლებთან საუბარი, მუსიკის მოსმენა, სატელევიზიო შოუების ყურება, ინტერნეტის გამოყენება, ლექციაზე ჩანაწერების გაკეთება და სხვა ბევრი საზოგადოებრივი აქტივობა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებისმიერი ამ აქტივობის შესრულება მოითხოვს ენის გამოყენებას. მის გარეშე ვერ ვისაუბრებდით, ვერ წავიკითხავთ, ვერ დავწერთ, ვერ მოვუსმენთ სხვებს და ვერც კი ვიფიქრებთ. ვერ შევძლებთ კომუნიკაციას. ენას კიდევ უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე უბრალოდ იდეების და ფიქრების გამოხატვა და სხვა ადამიანებთან გაზიარება. ენა საშუალებას გვაძლევს ვერბალურად გამოვთქვათ ჩვენი ემოციები და შევამციროთ სტრესი. მისი დახმარებით გამოვხატავთ ტკივილს, აღფრთოვანებას, იმედგაცრუებას, გაოცებას. ამ და მსგავსი ემოციების გამომხატველ გამოთქმებს ხშირად უნებლიეთ ვიყენებთ, მაშინაც კი, როდესაც ახლოს არავინაა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Byram, M.S., Education for intercultural citizenship: language teaching and education for citizenship - in Europe and beyond. In Visions of Language in Education. Visionen der Bildung durch Sprachen. Doff, S., Hullen, W. & Klippel, F. (eds) Berlin: Langenscheidt. 65-75. 2008.
Castellotti., Social Representations of Languages and Teaching. Guide for the Development of Language Education Policies in Europe. From linguistic Diversity to Plurilingual Education Strasbourg: Council of Europe. 2008.
Gudykunst, William B., Stella Ting-Toomey, and Elizabeth Chua., Culture and Interpersonal Communication. Sage Publications, Inc, 1988. Google Scholar. Web. 15 Oct. 2014.
Kids Matter., Effective communication between families and early childhood staff, Australian Early Childhood Mental Health Initiative, pp. 3-6 James, R, Cross-Cultural Communication, EMBRACE. 2016.
Zarate., Defining and assessing intercultural competence: some principles and proposals for the European context. Language Teaching 29, 14-18. 2008.




