ფრანგული ენის ფრაზეოლოგიზმთა წარმოშობა

ფრანგული ენის ფრაზეოლოგიზმთა წარმოშობა

ავტორები

  • ციური ახვლედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მარია ბურჩაკ-აბრამოვიჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.35.01

საკვანძო სიტყვები:

ფრანგული ენა, ფრაზეოლოგიური ერთეული, მეტყველება, სწორი სამეტყველო კომუნიკაცია

ანოტაცია

ჩვენი ნაშრომის თემა გახლავთ ფრანგული ენის ფრაზეოლოგიურ ერთეულთა წარმოშობა. ფრანგული ენის მუდმივი და უწყვეტი განვითარების გამო, ეს თემა აქტუალურია, რადგან ამა თუ იმ ფრაზეოლოგიური ერთეულის აზრის გაგება და მისი გამოყენების შესაძლებლობა მეტყველებაში აუცილებელია, რომ შედგეს სწორი სამეტყველო კომუნიკაცია ენის მატარებლებთან. ყველაზე ცნობილია და გამოყენებადია ფრაზეოლოგიური ნასესხობანი ლათინური და ბერძნული ენებიდან, თუმცა არსებობს ნასესხობანიც ინგლისური, იტალიური და სხვა მრავალ ენიდან, რომლებიც არ არიან ფართოდ გავრცელებულნი და მრავალრიცხოვანნი.

საკუთრივ ფრანგული ფრაზეოლოგია. ამ შემთხვევაში, ფრაზეოლოგიზმები წარმოშობილია ადამიანთა ცხოვრების მატერიალური, კულტურული და საზოგადოებრივ - ეკონომიკური სფეროდან. ამ სფეროებში აისახება მისი ისტორია, ყოფა - ცხოვრება, კულტურა, სულისკვეთება, აზროვნების ხატი და ა. შ.

ფრაზეოლოგიზმთა არატერმინოლოგიური წარმოშობა. ამ ჯგუფში შედიან ისეთი ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც უკავშირდებიან ისტორიულ ფაქტებს ან მოვლენებს, ხალხურ ცრურწმენებს, ფრანგი ხალხის ზნე-ჩვეულებებს და ასევე ისეთი ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც წარმოიშვნენ ისტორიულ ფრაზათა და ციტატათა საფუძველზე, ასევე ანეკდოტებზეც.

ტერმინოლოგიური ფრაზეოლოგიზმების წარმოშობა. ტერმინოლოგიური ფრაზეოლოგიური ერთეულების წარმოშობას მიაკუთვნებენ იმ ფრაზეოლოგიზმებს, რომლებიც წარმოიშვნენ ისეთი სხვადასხვა პროფესიების საფუძველზე, როგორებიცაა სპორტი, ნადირობა, სხვადასხვა თამაშები და ა. შ. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bally Charles, stylistique française, Paris, 1985

Назарян А. Г. Фразеология современного французского языка. Москва, 1987

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-19

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...