გრამატიკის კომუნიკაციური სწავლება
DOI:
https://doi.org/10.52340/.lac.2025.10.71საკვანძო სიტყვები:
ენის შემსწავლელი, გრამატიკა, კომპეტენციაანოტაცია
ინგლისური ენა, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშულაებაა საძღვრებს გარეთ. სწავლების მეთოდიკა ასევე, წარმმართველია ენის ათვისების პროცესში, აღსანიშავია, ენის სწავლა არ შემოიფარგლება ენის შემსწავლელთათვის ახალი სიტყვებისა და მათი წარმოთქმის სწორიად მიწოდებით. გრამატიკა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თანმიმდევრული და ეფექტური კომუნიკაციის საწარმოებლად. ზოგიერთი შემსწავლელი არ მიიჩნევს გრამატიკას ენის კომპეტენციის არსებით ნაწილად და მიმართულია მნიშვნელობისზოგადი გაგებისკენ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ვიცოდეთ ენა საფუძვლიანად და გააზრებულად, აუცილებელია გრამატიკის ადეკვატური ცოდნა.
რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინგლისური გრამატიკის სწავლება უმეტესად ემყარებოდა უხეშ დაზეპირბას, განცალკევებულ სავარჯიშოებსა და წესებზე დაფუძნებულ ახსნებს, რომლებიც რეალურ კომუნიკაციასთან არ იყო დაკავშირებული. თუმცა, ენის სწავლების თანამედროვე მიდგომები ხაზს უსვამენ ინგლისურის სწვლების კომუნიკაციურ ასპექტს და აქ გამონაკლისი ვერ იქნება ენის გრამატიკის კომუნიკაციურად სწავლების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ პრაქტიკული კონტექსტზე ორიენტირებულ სწავლებას გულისხმობს, რაც უფრო ახლოს არის რეალურ კომუნიკაციასთან.
ინგლისური გრამატიკის სწავლება კომუნიკაციურად აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაიგონ, როგორ ფუნქციონირებს ენა რეალურ კონტექსტებში. გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული სიტყვების ამოცნობით; იგი მოიცავს წინადადებების მნიშვნელობის გაგებას, როგორც ისინი იქმნება რეალურ საუბარში. როდესაც გრამატიკა სწავლება ხდება კომუნიკაციურ კონტექსტში, სტუდენტებს უფრო ადვილი ექნებათ მისი დანახვა როგორც პრაქტიკულ ინსტრუმენტს მათი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა საკუთარი აზრების გამოთქმა ან სხვების გაგება.
კომუნიკაციური გრამატიკის სწავლების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ იგი ხელს უწყობს უკეთეს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვას, უკეთ რომ ვთქვათ შემსწავლელის გონებაში სწორად და ხანგრძლივი ვადით ჩაიბეჭდება ესა თუ ის გრამატიკული კონსტრუქია, რომელსაც გონება საჭიროების შემთხვევაში მექანიკურად გასცემს. ეს მიდგომა აძლიერებს სტუდენტებს მათ ენაში კომუნიკაციის უნარის ჩამოყალიბებაში, რის შედეგადაც თავდაჯერებულად და სიზუსტითა ახორციელებენ კომუნიკაციას, რაც ენის სწავლების საბოლოო მიზანია.
ჩვენ მიზანია ერთ ჩარჩოში მოვქცით და გაგიზიაროთ სხვადასხვა ექსპერტებისგან, მკვლევარებისგან და/ან პრაქტიკოსებისგან მიღებული ცოდან-გამოცდილება. გრამატიკის კომუნიკაციურად სწავლების წარმოდგენილი თანამდეროვე მეთოდების წარმოდგენისას საშულება მოგვეცემს:
- ვნახოთ გრამატიკულ სტრუქტურებში, როგორ თანმიმდევრულად ხდევა მნიშნელობიდან ფორმამდე ლოგიკური სვლა.
- განვიხილოთ გრამატიკის სწავლების სხვადასხვა ტიპის ტექნიკების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
- განვიხილოთ კარგად აწყობილი გრამატიკის სწავლების პრეზენტაცია.
- წარმოვადგინოთ გრამატიკის კომუნიკაციურად სწავლების გაკვეთილის ნიმუშები.
გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი თამადეროვე მიდგომებით მიწოდეული უცხო ენა საშუალებას აძლევს შემსწალელებს მეტი თავდაჯერებულობი ისაუბრონ უცხო ენაზე, ასევე აღნიშნული მეთოდიკის საშუალებით თავად სწავლების პროცეს მოსაწყენი და სტრესული გაკვეთილიდან გადრაიქმენება სასიამოვნო და სასიამოვნო პროცესად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
• Larsen-Freeman, D. (2009). Teaching and testing grammar. In M. Long and C. Doughty (eds.) The Handbook of Language Teaching (pp. 518-542). Malden, MA: Blackwell.
• Mohan, B. (1986). Language and content: Teaching English as a second language. Addison-Wesley.
• Oxford, R. (1996). Language learning strategies: What every teacher should know. Heinle & Heinle.
• Peregoy, S., & Boyle, O. (2001). Reading, writing, and learning in ESL: A resource book for K-12 teachers. Pearson Education.
• Richards, J. (2006) Communicative Language Teaching Today. Cambridge: Cambridge University Press.
• Scarcella, R., & Oxford, R. (1992). The tapestry of language learning: The individual in the communicative classroom. Heinle & Heinle.
• Whitehead, A. N. (1929). The aims of education and other essays. Macmillan.
Links:
https://www.professorjackrichards.com/wp-content/uploads/Richards-Communicative-Language.pdf
https://americanenglish.state.gov/resources/teachers-corner-teaching-grammar-communicativecompetence




