კლასიკური არაბული ლექსიკოგრაფიული ტრადიცია, როგორც ენობრივი პოლიტიკის ნაწილი (იბნ მანზურის “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ი ნიმუშად)

კლასიკური არაბული ლექსიკოგრაფიული ტრადიცია, როგორც ენობრივი პოლიტიკის ნაწილი (იბნ მანზურის “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ი ნიმუშად)

ავტორები

  • ლედი ჯალაღონია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2025.10.69

საკვანძო სიტყვები:

არაბული ენა, ლექსიკოგრაფიული ტრადიცია, იბნ მანზური „ლისა̄ნ ალ-‘არაბ“-ის

ანოტაცია

მოხსენების ინტერესის საგანს წარმოადგენს არაბული ლექსიკოგრაფიული ტრადიცია და მისი როლი არაბული ენის სტანდარტიზაციასა და დაცვაში. კერძოდ, როგორ ვითარებაში იქმნებოდა კლასიკური არაბული ლექსიკონები, აძლევდა თუ არა შესაბამისი ისტორიულ-სოციალური ფონის შედეგად მიღებული ენობრივი ვითარება გარკვეულ მიმართულებას ლექსიკოგრაფთა აქტივობებს და რა დოზით მონაწილეობდა ლექსიკონი, თანამედროვე გაგებით რომ ვთქვათ,  „ენობრივი პოლიტიკის“ გატარებაში.

მოხსენებაში მიმოხილული იქნება არაბული ლექსიკოგრაფიული ტრადიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლექსიკონი, იბნ მანზურის (1232-1311) “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ი (არაბ. ენა არაბთა).  კერძოდ კი, ლექსიკონის ავტორისეული შესავალი. 

ზოგადად, ავტორისეული შესავალი ნაწილები არაბულ ლექსიკოგრაფიულ ტრადიციაში ლექსიკონის სტრუქტურასთან ერთად აქტიურად მიმოიხილავს ენობრივ ვითარებას, რომლის საპასუხოდაც შეიქმნა ლექსიკონი, რაც განაპირობებს კიდეც მოცემულ შემთხვევაში მის აქტუალობას მოხსენებისთვის. უფრო კონკრეტულად, ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ რამდენად ჰპოვა ენობრივმა ვითარებამ ასახვა ლექსიკოგრაფის ნაშრომში და შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ იგი გარკვეული ენობრივი პოლიტიკის ნაწილად. ამისთვის მიმოხილული იქნება:

ა) სახალიფოს არსებობის საწყისი პერიოდიდან ენობრივი პოლიტიკის გატარების საკვანძო შემთხვევები, დაწყებული მართლმორწმუნე ხალიფების პერიოდიდან, ვიდრე ომაიანთა და აბასიანთა და უშუალოდ “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ის შექმნის პერიოდამდე;

ბ) არაბული ენა ზემოთხსენებულ პერიოდში, ისტორიული მოვლენების გავლენა ენის მდგომარეობაზე;

იბნ მანზური „ლისა̄ნ ალ-‘არაბ“-ის შესავალში წუხილს გამოთქვამს არაბული ენის დამცრობის გამო, საკუთარ ლექსიკონს კი ნოეს კიდობანს ადარებს, ისახავს რა ენის ხსნას მომძლავრებული ლინგვისტური წარღვნისგან. “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ის ავტორისეული შესავალი ნაწილის დამუშავებისას ჩვენ მიერ ყურადღება გამახვილებული იქნება შემდეგ საკითხებზე:

ა) პასაჟები, სადაც იკვეთება ლექსიკონის შექმნის პერიოდის თანადროული ენობრივი ვითარება;

ბ) ენობრივი ვითარების ავტორისეული შეფასება;

გ) რა ქმნის ავტორისთვის ლინგვისტურ „წარღვნას“ – მომძლავრებული ენობრივი შეცდომები, თუ, ენობრივ შეცდომებთან ერთად, არაბულის, როგორც ენის, პრესტიჟისა და სტატუსის საკითხიც დადგა?

დ) ლექსიკოგრაფი, როგორც ენობრივი პოლიტიკის გამტარებელი – როგორ ისტორიულ-სოციალურ და ენობრივ ვითარებაში და რა მიზნით ქმნის ავტორი “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ს?

სახალიფოს, როგორც ასეთის, წარმოშობამ აქტუალური გახადა შესაბამისი ენობრივი პოლიტიკის გატარება. ტერიტორიების ზრდის კვალდაკვალ სახალიფო კიდევ უფრო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ხდებოდა. ენობრივი კონტაქტები სულ უფრო მეტ გავლენას ახდენდა არაბულ ენაზე, არაარაბების სოლეციზმებით უხვმა არაბულმა შემდგომ პერიოდებში თვით არაბთა ენობრივ ჩვევებზეც იქონია გავლენა. შექმნილი ვითარება საკმარისი აღმოჩნდა, რომ სახალიფო ხალიფების დონეზეც კი დაინტერესებულიყო ენობრივი საკითხებით და, თანამედროვე გაგებით რომ შევაფასოთ, შემუშავებულიყო გარკვეული ენობრივი პოლიტიკა. არაბული ენა მართლმორწმუნე ხალიფების პერიოდიდან, მთელი ომაიანთა და აბასიანთა მმართველობის თავდაპირველ პერიოდში იყო პრესტიჟის, საზოგადოებრივი კეთილდღეობის, სახალიფოს კარზე დაწინაურების ერთ-ერთი საშუალება; ასევე,  და, რაც მთავარია, როგორც ყურანის ენა, საკრარულობის მატარებელიც. მაგრამ, სახალიფოს დასუსტების კვალდაკვალ, ვითარება შეიცვალა და ენაც პრობლემების წინაშე დადგა. საბოლოოდ, მოხსენებაში “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ის შესავალი ნაწილის ფონზე იქნება გაანალიზებული არაბთა სახალიფოში არაბული ენის მდგომარეობასა და ენობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Baalbaki, R., (2014): The Arabic Lexicographical Tradition: From the 2nd/8th to the 12th/18th Century. Leiden: BRILL.

Cheijne, A. G., (1969): The Arabic Language: Its Role in History. Minneapolis: University of Minnesota Press.

Fleisch, H., (1994): “Arabic Linguistics” in History of Linguistics: The Eastern Traditions of Linguistics. vol. I, ed. Giulio Lepschy, London and New York: Routledge.

Gelovani N., Sanikidze, G., (2009): ისლამი: რელიგია, ისტორია, ცივილიზაცია [Islam: Religion, History, Civilization]. Tbilisi: Tbilisi University Press.

Hassanein A. T., (2006): “Lisān” in Encyclopedia of Arabic Language and Linguistics, vol. III, ed. Kees Versteegh et al. Leiden-Boston: Brill Academic Publishing.

Iványi T., (2006): “Luġa” in Encyclopedia of Arabic Language and Linguistics, vol. III, ed. Kees Versteegh et al. Leiden-Boston: Brill Academic Publishing.

Miller, C., (2007): “Arabic urban vernaculars: Development and Changes” in Arabic in the City, Issues in Dialect Contact and Variation. ed., Catherine Miller et al., London: Routledge/Taylor.

Owens, J., (1990): Early Arabic Grammatical Theory: Heterogeneity and standardization. Amsterdam/Philadephia: John Benjamins Publishing.

Versteegh, K., (1997): Landmarks in Linguistic Thought Vol. III: The Arabic Linguistic Tradition. London and New York: Routledge.

Versteegh, K., (2015): “What’s It Like to be a Persian? Sībawayhi’s Treatment of Loanwords” in The Foundations of Arabic Linguistics II Kitāb Sībawayhi: Interpretation and Transmission. eds. Amal Elesha Marogy and Kees Versteegh, Leiden|Boston: Brill.

Yücesoy, H. (2015): Language of Empire: Politics of Arabic and Persian in the Abbasid World // „PMLA“ №130 (2). 384-392.

ابن منظور، لسان العرب، القاهرة: دار المعارIbn Manzur, Lisān al-‘arab =

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

ჯალაღონია ლ. (2025). კლასიკური არაბული ლექსიკოგრაფიული ტრადიცია, როგორც ენობრივი პოლიტიკის ნაწილი (იბნ მანზურის “ლისა̄ნ ალ-‘არაბ”-ი ნიმუშად). ენა და კულტურა, (10), 231–238. https://doi.org/10.52340/lac.2025.10.69
Loading...