სქესობრივი განათლების საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.21საკვანძო სიტყვები:
სქესობრივი განათლება, ეროვნული სასწავლო გეგმაანოტაცია
დღესდღეობით, კაცობრიობა ძალიან სწრაფად ცვლად სამყაროში ცხოვრობს. განათლებამ, რომელიც ბავშვს პიროვნებად აყალიბებს და ამზადებს ცხოვრებისთვის, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას და უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ჰარმონიული აღზრდის ერთ-ერთი პრინციპია ფიზიკური აღზრდა და ჯანმრთელობის დაცვა, ეს თემები კი მოიცავს სქესობრივი განათლების საკითხებს. თანამედროვე მოსწავლეს ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მათ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ. ამ ძიების პროცესში კი შესაძლოა გადააწყდნენ სქესობრივი განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს, ასაკისთვის შეუფერებელ ვიდეო რგოლებს და ა.შ. არსებობს საფრთხე, რომ ეს ინფორმაცია მიიღონ ასაკის შეუფერებლად და უკრიტიკოდ, რამაც შეიძლება ავნოს მათ ჯანმრთელობას და ჩამოუყალიბდეთ არასწორი შეხედულებები.
საქართველოში სქესობრივ განათლებას ნაკლები ყურადღება ეთმობა სკოლებში, თუმცა წინა წლებთან შედარებით სახელმწიფომ ამ განათლების საჭიროება დაინახა და მცირე დოზით შეიტანა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკმარისი არ არის. სქესობრივი განათლების თანამედროვე მოთხოვნები ითვალისწინებს სექსუალური ჯანმრთელობის, ჰიგიენის, ფიზიოლოგიის, ასაკობრივი თავისებურებების, ძალადობისა და სქესობრივი ძალადობის, შევიწროვების, გენდერის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და მათგან დაცვის საშუალებების, ვენერიული დაავადებების, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების, ძალადობის იდენტიფიკაციის შესახებ ინფორმირებულობას და ცოდნის გადაცემას. მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეებს უნდა მიეწოდოს მეცნიერული, სისტემური და თანმიმდევრული ინფორმაცია.
სტატიის ფარგლებში განხილულია ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტი სქესობრივ განათლებასთან მიმართებით. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რომელ საგნებში და რა დოზით არის გათვალისწინებული მათი სწავლება, კონკრეტულად რომელ საკითხებზეა აქცენტი გაკეთებული, რომელ კლასებში და ა.შ.
წინამდებარე ნაშრომით ჩვენ მიმოვიხილავთ ამჟამად მოქმედ, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას სქესობრივი განათლების საკითხების თვალსაზრისით, დავასაბუთებთ თანამედროვე მოთხოვნების მნიშვნელობას და გავაანალიზებთ მათ გათვალისწინებას ესგ-ში. ამასთანავე განვსაზღვრავთ ესგ-ში სქესობრივი განათლების კუთხით განსაზღვრული მისაღწევი შედეგებისადმი სკოლის პერსონალთა (დირექცია, მასწავლებელთა) დამოკიდებულებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. (2018-2024). ეროვნული სასწავლო გეგმა. Retrieved from http://ncp.ge/files/ESG/NC%202018 024/ %E1%83%91%E1%83%98% E1%83%9D%E1%83% 9A%E1%83% 9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98.pdf
სურმანიძე, რ. (2016). ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები.
ჯანაშია, ს. (2010, 08 01). განათლების რეფორმის ხუთი წელი. Retrieved from https://tabula.ge/ge/news/540624-ganatlebis-repormis-khuti-celi
NATIONAL SEX EDUCATION STANDARDS. (2020). Retrieved from https://advocatesforyouth.org/wp-content/uploads/2020/03/NSES-2020-web.pdf
Picken, N. (2020). Sexuality, education across the European Union: an overview. Retrieved from https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/5724b7d8-764f-11eb-9ac9-01aa75ed71a1/language-en
Sex and Relationship Education Guidance. (2000). Retrieved from https://www.education-uk.org/documents/dfee/2000-sex-education.pdf
Sex education for youths. (1999). Retrieved from https://healtheducationresources.unesco.org/sites/default/files/resources/bie_sex_education_youths_bzga.pdf
Standards for sexuality education in europe. (2010). Retrieved from https://www.bzga-whocc.de/ fileadmin/ user _ upload/BZgA_Standards_English.pdf