დამოუკიდებელი მუშაობის გამოყენებით სწავლის ხარისხის ამაღლება ბუნების გაკვეთილებზე
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.18საკვანძო სიტყვები:
დამოუკიდებლობა, სწავლა, სწავლება, ინდივიდუალური, უნარი, ინტერვენცია, წარმატებაანოტაცია
სტატიაში საუბარია დამოუკიდებელი მუშაობის მნიშვნელობაზე სწავლის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაწრისით. დამოუკიდებელი მუშაობა პიროვნული ზრდის, თვითდაჯერებულობისა და თვითშეგნების გამომწვევია. დამოუკიდებლობა საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიკვლიონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები, იმუშაონ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე სხვისი დამხარების გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ცოდნისა და მისი შეძენის დაუფლებისას გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი მუშაობა გამიზნულია ყველა სხვა სახის საგანმანათლებლო სამუშაოს ამოცანების შესასრულებლად, რადგან არ არსებობს ცოდნა, რომელიც არ გახდება დამოუკიდებელი საქმიანობის ობიექტი.
დამოუკიდებელი მუშაობა არის მასწავლებლისა და მოსწავლის, როგორც საგანმანათლებლო პროცესის საგნების, ისე საქმიანობის განუყოფელი ურთიერთდაკავშირებული სისტემა, რომლის მიზანია მოსწავლის მოტივაციის ზრდა და ჩართვა დამოუკიდებელ შემეცნებით საქმიანობაში. თვითგანათლება, თვითსწავლა, თვითრეგულირება, თვითაქტივაცია, თვითორგანიზება, თვითკონტროლი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ თვისებებისა და უნარების, რომლებიც მომავალში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს და დამოუკიდებლად შეისწავლონ და დაეუფლონ ახალი ტიპის საქმიანობას.
კვლევის მიზანად დავისახეთ: გავაუმჯობესოთ სწავლის ხარისხი მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის გამოყენებით. დიაგოსტიკის ეტაპზე კვლევის შედეგების სანდოობის უზრუნველსაყოფად გამოვიყენეთ კვლევის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები: მოსწავლეთა დიაგნოსტირება, მასწავლებელთა ანკეტირება და ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან. ინტენსიური სამუშაოები სკოლის ბაზაზე მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 31 მაისამდე.
ინტერვენციების გამოყენებით შედეგები გაორმაგდა დამოუკიდბელი მუშაობის ხარისხი, მეტი აქცენტი გავაკეთოთ ცოდნის ტრანსფერზე; თანმიმდევრული აქტივობებითა და მეთოდებით შესაძლებელი გახდა მოსწავლეებში გაიზრდოს თვითდაჯერებულობა. საგრძნობლად შეიცვალა მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხი, ისინი უფრო მოტივირებულები, თავდაჯერებულები და გაბედულები გახდნენ.
დასკვნის სახით კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეებში ამაღლდა სწავლის ხარისხი და დაიდო უკეთესი შედეგები. ისინი თამამად ასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოებს და ინტერესით ეკიდებიან თითოეულ საკითხს. ღია კითვებზე უფრო თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას და დაბრკოლებას არ წარმოადგენს მათთვის დრო. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად ერთვებოდნენ დამოუკიდებელ მუშაობაში ან შესაძლოა ზოგი მათგანისთვის პრიორიტეტი არ იყო ინდივიდუალური დამოუკიდებელი მუშაობა, ამ მხრივ გაუმჯობესდა და შეიცვალა მათი დამოკიდებულება. მოსწალეებს შეუძიათ დამოუკიდებლად გაართვან თავი დავალებებს, იმსჯელონ დამოუკიდბლად, დაინახონ და შემდგომ გადაჭრან პრობლემები. საბოლოო ჯამში, მოსწავლეების ჩართულობიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გურაბანიძე სოფიო - ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა, როგორც პედაგოგიური მეცნიერება / თბ. 2020წ.
თედორაძე რუსუდან - ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა / თბ. 2023 წ.
მუკბანიაი ლიანა - მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარების ხელის შემშლელი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ძიება / თბ. 2018წ.
ნეფარითე თეო - დამოიკიდებელი სწავლის უნარები, გარემოებათა ანალიზი // მასწავლებელი. თბ. 2014წ.
ფირცხაძე მაია - მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ორგანიზების ფორმები // მასწავლებელი. თბ. 2017წ. გვ.10-12