სიმართლისმთქმელობის პრინციპი ჟურნალისტიკაში

სიმართლისმთქმელობის პრინციპი ჟურნალისტიკაში

ავტორები

  • ნათია ჯიქია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • ნუნუ ჩარკვიანი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30.27

საკვანძო სიტყვები:

სიმართლე, პოტენციური სიმართლე

ანოტაცია

ჭეშმარიტება და სიმართლე ჟურნალისტურ სფეროში სხვადასხვა სიბრტყეზე მდებარეობს, სიმართლე არის ნაწილი პოტენციური სიმართლისა, რომელიც ჟურნალისტის წინაშე მთელი სისავსით იშლება. ჟურნალისტის პირად ალღოსა და ინტუიციაზე, პროფესიულ ყნოსვაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ მოგვაწოდებს ის პოტენციურ სიმართლეს, როგორ და რა ხერხით  შეაკოწიწებს, რა ფაქტებს შეარჩევს საილუსტრაციოდ და რამდენად აღსაქმელი იქნება მის მიერ გადმოცემული ჭეშმარიტება. ეს უკვე წმინდა პროფესიული შემოქმედების, ჟურნალისტური ხელოვნების სფეროა. სიმართლე ანუ ჭეშმარიტება - ეს ერთ-ერთი პოსტულატია ჟურნალისტურ მოღვაწეობაში. ჟურნალისტური ეთიკის ირგვლივ არსებულ მთელ ლიტერატურაში სიმართლე - ჭეშმარიტება არის თემა, რომელზეც ყოველთვის ხაზგასმით საუბრობენ და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და უნდა ითქვას ისიც, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც არ ღებულობენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ იყონ ჭეშმარიტების ერთგულნი. სწორედ, ამ ტენდენციის თავიდან ასაცილებლად და იმისათვის, რომ ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს სიმართლისმთქმელობას, მსოფლიოს ჟურნალისტთა ასოციაციები, გაერთიანებები, კერძო რედაქციები თუ სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი საინფორმაციო საშუალებები თავისი ეთიკური კოდექსის უმთავრეს მოთხოვნად ჭეშმარიტების სამსახურს მიიჩნევენ. არის კი ჭეშმარიტება სიმართლის ტოლი? რას ვგულისხმობთ საზოგადოდ ამ ტერმინის მიღმა? შეიძლება ამბავი აუცილებლად იყოს მართალი, თუკი რაიმე მოვლენის შემადგენელი ფაქტები არის სიმართლე და შეეფერება ჭეშმარიტებას? შეუძლია თუ არა ჟურნალისტს, რომ გადასცეს სიმართლე, როგორც სასამართლო მოწმემ? უგულვებელყოფს თუ არა ჟურნალისტი ტექსტში წყაროს სახელს, მის ვინაობას? ციტირებს თუ არა იგი კონტექსტის გარეშე, გადმოსცემს თუ არა ის მტკიცებულებას პერიფრაზით? არის თუ არა ეს სწორი ციტირება? განეკუთვნება თუ არა სიმართლეს ის, რაც უკვე ითქვა? თუ ის ასევე მოგვითხრობს იმასაც რაც არ თქმულა? არის თუ არა ჭეშმარიტება მთელი სიმართლე ან ნაწილი სიმართლისა? არსებობს თუ არა ჭეშმარიტება ფაქტის ჭეშარიტების მიღმა? აი, ყველა ის საკითხი, რომელიც გვაინტერესებს ჩვენ, როგორც მეცნიერ მკვლევარებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ვ.ფ. ფილაკი, „კონვერგენტული ჟურნალიტიკა: შესავალი, წერა და პროდიუსირება მედიაში“, გამომცემლობა, „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2023. 245 გვ.

ჯიქია ნ., რეცენზია - ანატიკური ჟურნალისტური ჟანრის ჭრილში, ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათ განვითრების ფონდის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა“, # 28, 2021, გვ.172-176.

ჯიქია ნ., კორესპოდენცია და ინფორმაციული შენიშვნა (შეპირისპირებითი დახასიათება), ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათ განვითრების ფონდის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა“, # 25, 2021, გვ. 200-203.

В. И. Лазутина, „Творчесские Основы Журналистской Деятельности“ Асрект-ПРЕСС ,Москва 2003 (215);

В. Мисеев, „Журналистика и Журналисты“, Киев, ДАКОР, 2002 (65);

J. Merrill, “Philosoficl foundations to journalistic ethics, Columbia, University of missouri, Plutto Press, 1997., გვ. 23

М. И. Шостак, „ Репортер – Профессинализм и Этика“, 2003, Москва Изд. Рип-Холдинг, გვ. 16-18

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-21

გამოცემა

სექცია

ჟურნალისტიკა
Loading...