მუსიკალური თამაშობები სკოლამდელთათვის

მუსიკალური თამაშობები სკოლამდელთათვის

ავტორები

  • მაგდა თხილავა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30.21

საკვანძო სიტყვები:

ბავშვის მუსიკალური განვითარება, ემოციური სფერო

ანოტაცია

დიდია მშობლის როლი ბავშვის მუსიკალურ განვითარებაში. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ პატარების მიერ ფერების, საგნის ფორმების, რიცხვებისა და ა. შ. სწავლას, ამიტომ ბავშვის მუსიკალური განვითარება უკანა პლანზე გადადის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მუსიკალურ განვითარებაზე ადრეული ასაკიდან ვიზრუნოთ, რაც ხელს უწყობს ბავშვის სმენის, რიტმის გრძნობის, წარმოსახვის, ყურადღების და ემოციური სფეროს განვითარებას. 

   მუსიკის მოსმენას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის პიროვნების, მათ შორის მისი ემოციური სფეროს განვითარებაში. გავაცნოთ პატარას სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის მუსიკა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა განწყობის გადმოცემა სურდა ნაწარმოების ავტორს. მუსიკა გადმოგვცემს უამრავ ემოციას, სხვადასხვა გრძნობას, განცდას, აღწერს ბუნების მოვლენას... 

   მუსიკალური თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას მოსწონს, რომელთა  დახმარებით მათ უვითარდებათ სმენა, რიტმის გრძნობა, ყურადღება, მეხსიერება, წარმოსახვა, ემოციურობა. სასურველია, ბავშვებმა მუსიკალური თამაშები ითამაშონ მთელ ოჯახთან ერთად, მოუსმინონ მუსიკას ერთად, განიხილონ შთაბეჭდილებები. ეს არ არის მხოლოდ სახალისო, არამედ ძალიან  სასარგებლოცაა

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

თამაში სწავლისა და განვითარებისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი. თბილისი, 2015

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. გაეროს ბავშვთა ფონდი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. თბილისი, 2018.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-11-21

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...