დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის” სწავლების საკითხისათვის საშუალო საფეხურის მე-11 კლასში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.30.18საკვანძო სიტყვები:
დავით კლდიაშვილი, „სამანიშვილის დედინაცვალი“ანოტაცია
თანამედროვე სკოლის საშუალო საფეხურზე რვა საათი ეთმობა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ შესწავლას. საგაკვეთილო მასალის განაწილებაში მასწავლებელი შეზღუდული არ არის, ამდენად, ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები საორიენტაციო ხასიათისაა და უდაოდ დაეხმარება სიტყვიერების მასწავლებლებს ქართველი კლასიკოსის მოთხრობის მოსწავლეებამდე მიტანაში.
„სამანიშვილის დედინაცვალი“ ტრაგიკომიკური მოთხრობაა, ტრაგიკულისა და კომიკურის გამოკვეთილი სინდრომებით. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ ნაწარმოების იდეის გასახსნელად. ისტორიული სინამდვილს რეალისტური ასახვით დავით კლდიაშვილმა ნათლად დაგვანახა, რომ სამრეწველო კაპიტალიზმის აღმავლობამ შეცვალა ქვეყნის სოციალური ფონი, გაამძაფრა კლასობრივი წინააღმდეგობები, როგორც ქალაქად,ისე სოფლად.რეალისტმა მწერალმა იუმორით ასახა აზნაურული წოდების ყოფის ტრაგიზმი და კომიზმი და დაგვანახა,რომ არ არსებობს მისი არც მორალური და არც ფიზიკური გადარჩენის პერსპექტივა.ეს წოდება განწირულია დასაღუპავად.
სამანიშვილის დედინაცლის“ სწავლებისას პედაგოგმა ტრადიცი„სამანიშვილის ულთან ერთად უნდა გამოიყენოს თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები და მეცნიერული ცოდნის მოპოვების გარდა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას.