გიორგი თავზიშვილი - ქართული პედაგოგიკის თეორეტიკოსი

გიორგი თავზიშვილი - ქართული პედაგოგიკის თეორეტიკოსი

ავტორები

  • თინათინ კაპანაძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.30

საკვანძო სიტყვები:

მეცნიერება, პედაგოგიკა, აღზრდა

ანოტაცია

XX საუკუნის 30-იან წლებში ჯერ კიდევ არ არსებობდა პედაგოგიკის მეთოდოლოგიის საკითხებზე შექმნილი რაიმე სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. ჩვენი პედაგოგიკური მეცნიერების ამ ხარვეზს რამდენადმე ავსებს 1933 წელს დაბეჭდილი გ.თავზიშვილის ნაშრომი „პედაგოგიკის მეთოდოლოგიური საფუძვლები“, სადაც თეზისების სახით იყო ჩამოყალიბებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების, განმარტება, მიზნები და ამოცანები; აღზრდა, როგორც სოციალური პროცესი და მისი მიზნები და ამოცანები, პედაგოგიკის სოციალური კანონზომიერება და ბიოლოგიური ფაქტორები. გიორგი თავზიშვილის პედაგოგიკურ მიდგომებში ბევრი რამ თანამედროვე თვალთახედვითაც უსათუოდ მისაღები და გასათვალისწინებელია. თუმცა მისი პედაგოგიური იდეების შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ სწავლა-აღზრდის პროცესის სასურველი ფორმით წარსამართად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს და ეს პროცესი მუდმივად იცვლება როგორც ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, ისე თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. გიორგი თავზიშვილის პედაგოგიური ღვაწლის შეფასების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დამსახურებას, რომელიც მას ქართული პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში მიუძღვის. ამ თვალსაზრისით მას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ქართულ ენაზე პედაგოგიკის სახელმძღვანელოს შექმნაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაგუა ვ. გიორგი თავზიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ. 1977.

გიორგი თავზიშვილი. მკვლევრის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების კრებული, შემდგენელი ციალა ცინცაძე. ნარკვევის ავტორები: ვ. გაგუა და გ. სიხარულიძე, თბ. 1982.

თავზიშვილი გ. პედაგოგიკის მეთოდოლოგიური საკითხები, ტფილისი-ქუთაისი, 1933.

თავზიშვილი გ. პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები. თბ. 1968.

თავზიშვილი გ. რჩეული პედაგოგიკური თხზულებანი სამ ტომად, ი. ბოცვაძის რედაქციით, ტ. მესამე, თბ. 1980.

პედაგოგიკა, დ. ლორთქიფანიძის (მთავარი რედაქტორი), გ. თავზიშვილის, ვლ. ბეჟიაშვილის, ს. სიგუას და ვ. ქაჯაიას რედაქციით, თბ. 1956 წ.

ჭკუასელი ქ. ჭკუასელი ი. პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები, თბილისი, 2012.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...