სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვი და სკოლაში მისი ტრანზიციის ხელშეწყობა დამრიგებლის მიერ

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვი და სკოლაში მისი ტრანზიციის ხელშეწყობა დამრიგებლის მიერ

ავტორები

  • ნათია გაბაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.29

საკვანძო სიტყვები:

ტრანზიცია, ინკლუზია, სსსმ ბავშვი, სოციალური ურთიერთობები, კლასის მართვა

ანოტაცია

  ადამიანებს ცხოვრების განმავლობაში მუდმივად უწევთ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა, რასაც ტრანზიციას უწოდებენ. ეს ის ეტაპია, როცა ყველა ბავშვის ინდივიუალური საჭიროებები უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.  იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობის ინდივიდთა თანაბარ ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში, რათა დაკმაყოფილდეს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური - განათლების უფლება. ინკლუზიური ადრეული განათლების სასურველი შედეგი ყველა ბავშვისათვის, მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის, არის მიკუთვნებულობისა და სრულუფლებიანი წევრობის განცდა, დადებითი სოციალური ურთიერთობები და სწავლისა და განვითარების ხელშეწყობა, თითოეული ბავშვის პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად. თავის პირველ ნაბიჯებს სკოლაში ბავშვი იწყებს დამრიგებელთან ურთიერთობით. უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვის პირველი შეხება სკოლასთან იყოს დადებითი, საინტერესო და მამოტივირებელი შემდგომი სწავლისათვის. სწორედ ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კლასის დამრიგებელს, რომელთან ერთადაც ბავშვი იწყებს ტრანზიციის პროცესს. დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. სკოლაში სსსმ მოსწავლეთა ტრანზიციის პროცესში კლასის დამრიგებელთა როლის, ამ საკითხთან მათი დამოკიდებულებების შესწავლა-გაანალიზების მიზნით  თელავის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში განხორციელდა ვიზიტი და დაწყებითი საფეხურის კლასების დამრიგებლებთან ინტერვიუ. სკოლებში ვიზიტს წინ უძღოდა კომუნკიაცია სკოლების ხელმძღვანელობასთან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიწვდის მიზნით. ნაშრომში მოცემულია  ქ. თელავის სკოლების მაგალითზე ამ მხრივ არსებული სიტუაცია,კვლევის შედეგები საკმაოდ საინეტერსო და გასათვალისწინებელია ამ სფეროთი დაინეტერესებული მკვლევარებისათვის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გაეროს ბავშვთა ფონდი. 2019. ინკლუზიური ადრეული განათლება. საფუძვლები.

ევროკავშირი საქართველოსთვის. 2018. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა.

რუხაძე,ნ. 2016. ინკლუზიური პროფესიული განათლების გზამკვლევი.

http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels 2018-24 ეროვნული სასწავლო გეგმა კარი I - სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

პედაგოგიკა
Loading...