ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების A1 დონისთვის საჭირო მოთხოვნები და აღწერილობა

ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების A1 დონისთვის საჭირო მოთხოვნები და აღწერილობა

ავტორები

  • ნანა შავთვალაძე University of Georgia image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.28

საკვანძო სიტყვები:

ენების საერთო ევროპული ჩარჩო, ქართული, როგორც უცხო ენა

ანოტაცია

თანამედროვეობა ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელია, სიახლეები მართავს ყოველივეს. ენა, როგორც ცოცხალი სისტემა, მნიშვნელოვნად რეაგირებს თითოეულ სიახლეზე. ყოველი თაობა თავის კვალს ტოვებს ენაში, ახარისხებს, ანაცვლებს და ზოგ სიტყვათა შეხამებას განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს ხოლმე.  ენების საერთო ევროპული ჩარჩო (CEFR-Common European Framework Reference) წარმმართველია ენათა დონის აღსანიშნად.  ევროპის საბჭოს ფარგლებში წარმოებულმა ზოგიერთმა ინსტრუმენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ე.წ. „უცხო“ ენების სწავლებაში. მეთოდოლოგიური ინოვაციებისა და სასწავლო პროგრამების ხელშეწყობის გზით განსაკუთრებულად შემუშავებულია კომუნიკაციური მიდგომა.  მათ ხელი შეუწყვეს სწავლების ამ მეთოდებით კომუნიკაციის ახალ მიდგომას - უცნობი ენების მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის - ხელსაყრელი გზით. ასე რომ, ენობრივი საჭიროების იდენტიფიცირებით მათ შეძლეს ზუსტად დაედგინათ ცოდნა, ანუ ცოდნა, რომელიც საჭიროა  ამა თუ იმ დონის კომუნიკაციის ზღურბლის მისაღწევად.  აქამდე ყოველთვის ექვს დონედ იყო დაყოფილი შეფასების სისტემა. შესაძლებელი და დასაშვებია თითოეული დონის ორად გაყოფა ან დანაწევრება ადგილობრივი კონტექსტის საჭიროების მიხედვით.  დონეები განისაზღვრება ,,შეუძლია“ აღწერით. ეს მიდგომა აღიწერა 2001 წელს, მაგრამ ამას უძღოდა გარკვეული პერიოდის სამუშაოები. ,,ზღვრული დონის“ პირველი სპეციფიკა ჩამოყალიბდა ინგლისური ენისთვის 1975 წელს (Threshold level). საერთოდ, დიდ ბრიტანეთს ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების უდიდესი და უპირატესი გამოცდილება აქვს. უდავოდ, არცაა გასაკვირი, რომ ამ საკითხზე ფიქრი თავიდანვე მათ დაიწყეს. ინგლისური ენის სპეციფიკის ჩამოყალიბებას უმალ მოჰყვა ფრანგულიც  (Un Niveau Seuil, 1976). სწორედ ეს ორი ინსტრუმენტია გამოყენებული საყრდენად იმავე ტიპის საცნობარო ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც შემდგომში შეიქმნა სხვა ენებისთვის. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იყო თითოეული ენის თავისებური მახასიათებლები. CEFR ეფუძნება და აერთიანებს ყველა ამ მიღწევას და შეიმუშავა უცხო ენების დაუფლების აღწერილობა კომპეტენციისა და ქვეკომპეტენციის ტიპების მიხედვით. შექმნილი დესკრიპტორები ზოგადია, ანუ არაა მორგებული კონკრეტულ ენას. თუმცა, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, სხვა პროფესიონალებისთვის CEFR-ში მითითებული სპეციფიკაციები შეიძლება ძალიან ზოგადი იყოს, რადგან არაა განხილული ცალკეული ენები. ამიტომ, მათ გამოყენების ველი ფართოა. დესკრიპტორები აკონტროლებენ თითოეული უნარის პროგრესულად დაუფლებას, რომელიც ფასდება ექვსდონიანი სკალით. საინტერესოა, A1 დონის სახელმძღვანელოებში როგორ წარმოჩნდება ეს მახასიათებლები.   

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბრძანება 46/ნ (2019 წ. 6 მარტი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის სტანდარტები.

ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის №394-ე დადგენილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4908418?publication=0

შავთვალაძე ნ., - სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი". Bდონე I, ა1,A„მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეხუთე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2022 (2019, 2014, 2012, 2006).

შავთვალაძე ნ., - სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი". Bდონე I, ა2. „მოსწავლის წიგნი“ მოსასმენი მასალით. მეხუთე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2022 (2019, 2014, 2012, 2006).

შავთვალაძე ნ., -სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“. სერია ,,ბილიკი", დონე I, ,,სამუშაო რვეული", მეორე გამოცემა. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2013 (2008).

შავთვალაძე ნ., - სახელმძღვანელო „ქართული ენა ინგლისურენოვანთათვის“, სერია ,,ბილიკი". დონე I. ,,ქართული დიალოგები". საკითხავი მასალა. მესამე გამოცემა. გამომცემლობა „ფორმა“. გამომცემლობა ,,ფორმა“. 2021 (2014, 2007).

https://www.coe.int/en/web/common-european-framework-reference-languages/level-descriptions

https://rm.coe.int/georgian-reference-level-descriptions-a1-a2-b1-b2-cefr/168077b6f5

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...