ინტერ - და ინტრალინგუალური შეცდომების ანალიზის მნიშვნელობა გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლების პროცესში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.23საკვანძო სიტყვები:
ინტერლინგუალური შეცდომა, ინტრალინგუალური შეცდომაანოტაცია
წინამდებარე მოხსენებაში წარმოდგენილი და გაანალიზებულია ქართული და ინგლისური ენის ზეგავლენის შედეგად დაშვებული ტიპიური შეცდომები გერმანულის როგორც უცხო ენის შესწავლის პროცესში. კვლევის მიზანს წარმოადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წერილობითი ტექსტების განხილვა, შეცდომების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია და შეპირისპირებითი ანალიზი. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ინგლისური ფილოლოგიის მეორე კურსის 24 სტუდენტი. წერილობით ტექსტებში დაშვებული შეცდომების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს ინტერლინგუალურ და ინტრალინგუალურ ინტერფერენცებს. ინტერლინგუალური ჩარევა შეიძლება გავიგოთ, როგორც „ენობრივი თავისებურებებისა და წესების მშობლიური ენიდან უცხოურ ენაზე ზეგავლენის პროცესი და შედეგი. ინტრალინგუალურირი ჩარევა არის გარკვეული ენობრივი ფენომენების ურთიერთგავლენა იმავე ენაში (Kleppin, 1998:30). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულის როგორც უცხო ენის შემსწავლელი 24 სტუდენტის წერილობითი ტექსტების ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტუდენტები არა მხოლოდ მშობლიური ენიდან, არამედ პირველი ან მეორე უცხოური ენის ზეგავლენით ახდენენ შეცდომების ტრანსფერირებას გერმანულ ენაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად გაუცნობიერებლად ეყრდნობიან წინარე ენობრივ გამოცდილებას (ხშირად მშობლიური, თუმცა არა მხოლოდ), რაც არის სწორედ გერმანული ენის შესწავლის პროცესში დაშვებული შეცდომების გამომწვევი მიზეზი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ანდრაზაშვილი მ., - გერმანული ენის გრამატიკა (წიგნი პირველი-მორფოლოგია). თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბლილისი. 1999. 554 გვ.
ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. [ელექტრონული რესურსი]-http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=90796
წვდომის თარიღი:15.08.2021.
Belke, G., -Mehr Sprache(n) für alle: Sprachunterricht in der vielsprachigen Gesellschaft. Schneider Verlag. Hohengehren. 2012.
Kleppin, K., - Fehler und Fehlerkorrektur (Bd. Fernstudieneinheit 19). Langenscheidt. Berlin, München, Wien, Zürich, New York. 1998..
Kuhs, K., - Fehleranalyse am Schülertext. In: Gesteuerter Zweitspracherwerb, Ernst Apeltauer (Hrsg.). Huber. München. 1987.
Türling, J., M.,- Die professionelle Fehlerkompetenz von (angehenden) Lehrkräften; Eine empirische Untersuchung im Rechnungswesenunterricht. Springer VS. Mannheim.2014.