მეტაკოგნიტური სტარტეგიების ინტეგრირება გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე და მისი როლი ავტონომიურ სწავლაში

მეტაკოგნიტური სტარტეგიების ინტეგრირება გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე და მისი როლი ავტონომიურ სწავლაში

ავტორები

  • ნელი ახვლედიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.22

ანოტაცია

სწავლა არის პროცესი, რომლის განხორციელებაც წარმოუდგენელია საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. პასუხი, ამ ერთი შეხედვით ბანალურ კითხვაზე, თუ როგორ განვსაზღვროთ და ზუსტად გავიაზროთ საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები სწავლის პროცესში, ყოველთვის მარტივი არ არის. შემსწავლელთა უმეტეს ნაწილს უჭირს, ჩაწვდეს ავტონომიური სწავლის არსს. ავტონომიური სწავლა, თავის მხრივ  არ გულისხმობს მასწავლებლის „უფუნქციობას“ საგაკვეთილო პროცესში. იმისათვის, რომ შემსწავლელმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების დადგენა და სწავლის ინდივიდუალურ მიდგომებზე  ფოკუსირება,  სწავლის პროცესის საკუთარი სურვილის მიხედვით დაგეგმვა და  სწავლის დამოუკიდებლად განხორციელებისთვის ეფექტური გზების ძიება, ესაჭიროება ავტონომიური სწავლის ეფექტური სტრატეგიების (ჩვენს შემთხვევაში აქცენტი გაკეთდა მეტაკოგნიტურ სტრატეგიებზე) ცოდნა, რომელთა სწავლება თანამედროვე მასწავლებლის ძირითად პრეროგატივად უნდა იქცეს. კვლევის მიზანია, დადგინდეს სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიების მნიშვნეობა გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლების პროცესში. სტუდენტების  ავტონომიურობის ხარისხის დასადგენად და სწავლის პრიორიტეტული სტრატეგიების გამოსავლენად, ჩავატარეთ ემპირიული კვლევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის ოცდახუთ სტუდენტთან, რომლებიც გერმანულს როგორც მესამე უცხო ენას (A2 დონე) ეუფლებოდნენ. ანკეტირების მეთოდის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, დაგვედგინა თუ  სწავლის რომელ სტრატეგიებს იცნობდნენ  და იყენებდნენ ისინი. კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ სტუდენტების უმეტესი ნაწილისთვის უცნობი ან ბუნდოვანი იყო სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიების მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენდა სამიზნე ჯგუფთან გერმანული ენის პრაქტიკულ კურსში  სპეციალურად შემუშავებული პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა მეტაკოგნიტური სტრატეგიების ინტეგრირებას საგაკვეთილო პროცესში, რათა სტუდენტებს გაეგოთ თუ როგორ ხდება საკუთარი სწავლის დაგეგმვა, თვითკონტროლი და თვითშეფასება.  სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიების ეფექტურობის დადგენის მიზნით, გერმანული ენის პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ, ისევ ანკეტირების მეთოდის საშუალებით დადგინდა, რომ   ავტონომიური სწავლის სწავლა სავსებით შესაძლებელია. რისთვისაც აუცილებელია სწავლის სტრატეგიების გათვალისწინება და მათი  მიზანმიმართული ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რაც აძლევს სტუდენტს საშუალებას, გაანალიზოს და  თავად აირჩიოს ის, რისი სწავლაც სურს და დასახოს მასთან დაკავშირებული კონკრეტული მიზნები, აწარმოოს სწავლის პროცესის მონიტორინგი და დამოუკიდებლად შეძლოს შეძენილი ცოდნის შეფასება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bimmel P., & Rampillon U., - Lernerautonomie und Lernstrategien. Langenscheidt. 2000.

Dubs R., - Lehrerverhalten: Ein Beitrag zur Interaktion von Lehrenden und Lernenden im Unterricht. SKV. 2009.

Goethe Institut- Selbstevaluierung im Unterricht. Abgerufen am 20. Februar .2021, von https://www.goethe.de/de/spr/unt/ver/nid/i17/21013664.html

Holec H., - Autonomy and Foreign Language Learning. Council for Cultural Co-operation of the Council of Europe. 1980.

Hasselhorn M., - Metakognition und Lernen - In: Nold, Günter (Hrsg.) Lernbedingungen und Lernstrategien: welche Rolle spielen kognitive Verstehensstrukturen? Narr 1992. Tübinger Beiträge zur Linguistik 366. S.35-63. https://nbn:de:0111-opus-20017 https://doi.org/ 10.25656/01:2001

Tassinari M., G., - Checklisten zu Lernerautonomie: Erfahrungen mit der Selbsteinschätzung. Würzburger Zeitschrift für den universitären Fremdsprachenunterricht. Profil (2.)119-142. 2010.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

როგორ უნდა ციტირება

ახვლედიანი ნ. (2023). მეტაკოგნიტური სტარტეგიების ინტეგრირება გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე და მისი როლი ავტონომიურ სწავლაში. ენა და კულტურა, (29). https://doi.org/10.52340/lac.2023.22

გამოცემა

სექცია

სწავლების მეთოდიკა
Loading...