როგორ შევუწყოთ ხელი ტექსტური ამოცანების ამოხნას სწავლების მესამე საფეხურზე

როგორ შევუწყოთ ხელი ტექსტური ამოცანების ამოხნას სწავლების მესამე საფეხურზე

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.21

საკვანძო სიტყვები:

ტექსტური ამოცანა, გაგება-გააზრება, დიაგნოსტიკა, ინტერვენცია, განმავითარებელი შეფასება

ანოტაცია

დიდია  თეორიული  მასალის როლი, როგორც მათემატიკის სასკოლო კურსში, ასევე სხვა საგნებში, მაგრამ ცოდნის ძირითადი ინდიკატორია თეორიული დასკვნების პრაქტიკაში გამოიყენება, რადგან ტექსტური ამოცანები შინაარსით ახლოსაა რეალობასთან და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარად ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა. თემა აქტუალურია, რადგან  ტექსტური ამოცანების ამოხსნა მოითხოვს და  ავითარებს  ტექსტის უკეთ გაგება-გააზრების, წარმოსახვის, მოდელირების, ლოგიკურ აზროვნების, თანმიმდევრული მსჯელობის, პრობლემის გადაწყვეტის  სხვადასხვა გზების მოძიებისა და გადაჭრის, ანალიზისა და სინთეზის უნარს. ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული  პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს. პრობლემის მიზეზების დადგენის მიზნით გამოვიყენეთ კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მეთოდები: ტესტირება და ანკეტირება მოსწავლეებთან; ანკეტირება მშობლებთან; ინტერვიუ მასწავლებლებთან. კვლევის პროცესმა მიჩვენა, რომ ეფექტურია კოლეგებთან და მშობლებთან თანამშრომლობა. ურთიერთობის პროცესში იკვეთება იდეები და პრობლემის გადაჭრის გზები. პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ დავგეგმეთ შესაბამისი ინტერვენციები. ინტერვენციების განხორციელებამ საშუალება მოგვცა, დინამიკაში დავკვირვებოდი  პროცესის მიმდინარეობას და განმესაზღვრა მათი განხორციელების შედეგად მიღებული პროგრესი. ვაწარმოებდი მონაცემთა ჩანიშვნას შესაბამის დაკვირვების ცხრილში, რომლის საშუალებით თვალნათლივ აჩვენა პროგრესი. დავინახეთ, რომ მრავალფეროვანი აქტივობებით უკეთ ვითარდება წარმოსახვა, რაც ხელს უწყობს პრობლემის დაძლევას დასვან ადეკვატური კითხვები და შემდგომ  შეადგინონ განტოლებები. ეს დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ ამოხსნან ტექსტური ამოცანები. საგრძნობლად შეიცვალა მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხი, ისინი უფრო მოტივირებულები, თავდაჯერებულები და გაბედულები გახდნენ. ჩატარებული კვლევა, განხორციელებული ინტერვენციები და მისი საბოლოო შედეგები დიდად დაეხმარება აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მათემატიკის მასწავლებლებს საკუთარი პრაქტიკის გაანალიზებასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბაბილუა პეტრე. ელ ჟურნალი“მასწავლებელი“ სტატია „პრობლემის ამოხსნა – პოლიას სქემა მათემატიკაში“ 2017.1 სექტემბერი

გორგოძე ს. , ბოჭორიშვილი მ. და ავტორთა ჯგუფი, „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“. 2013წ.

ეროვნული სასწავლო გეგმა - 2016 წ.

დიუი ჯონ „გამოცდილება და განათლება“, თბილისი, 2017 წ.

კუტალაძე ია, კობახიძე ნ. „ეფექტიანი სწავლება თეორია და პრაქტიკა“. 2010წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

ფსიქოლოგია
Loading...