აკაკი ებრაული საკითხის შესახებ, ანუ ვინ იყო იაკობ ჩორნი?
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.19საკვანძო სიტყვები:
აკაკი წერეთელი, გაზეთი დროება, იაკობ ჩორნიანოტაცია
1871 წლის აგვისტოში გაზეთ „დროებაში“(#31) დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „ცხელ-ცხელი აბები“ („კარგია ჩვენი სოფელი..“.), რომელშიც ებრაული საკითხია დაყენებული და, ამასთანავე, იმ დროოისათვის აქტუალურ პრობლემას - ვაჭრობისა და კომერციის არსის არასწორ გააზრებას ეხება. ავტორი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ჩვენში არასწორადაა დაყენებული ვაჭრობის საქმე: ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი საქონელი უცხო ქვეყანაში გაიტანონ, უცხოეთიდან კი რაიმე სასარგებლო შემოიტანონ, ჩვენებული ვაჭრები და, კერძოდ, ებრაელები სრულიად უსარგებლო და უხარისხო საქონლის ორმაგ და სამმაგ ფასში გაყიდვით არიან დაკავებული, ეს კი აზარალებს როგორც ქვეყნის, ისე - მოქალაქეების ინტერესებს. აკაკი მისთვის დამახასიათებელი პირუთვნელობით მსჯელობს საკითხზე და ხშირად საკმაოდ მკვახე ტონითაც გამოხატავს საკუთარ პოზიციას. ერთი შეხედვით, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ პოეტი განზრახ ამუქებს ფერებს, რითაც ანტისემიტურ განწყობას აღვივებს მკითხველებში. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიიჩნია ნიკო ნიკოლაძემ საჭიროდ, რომ გაზეთის მომდენო ნომერში („დროება“, 1871, #32) გამოექვეყნებინა სტატია „ურიების მდგომარეობა საქართველოში“ - შენიშვნა აკაკი წერეთლის „ცხელ-ცხელ ამბებზე“. ავტორი, მართალია, გაცილებით შერბილებული სახით, მაგრამ მაინც ადასტურებს ყველაფერს, რასაც აკაკი ამბობს; ასევე, სრულიად ეთანხმება იგი პოეტს იმ საკითხშიც, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ამას ებრაელები საზოგადოებისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე ვერ მოახერხებენ. როგორც აღვნიშნეთ, სტატიაში „ცხელ-ცხელი ამბები“ აკაკის დამოკიდებულება ებრაელების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია და ტენდენციურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თუ ებრაელი ეთნოგრაფისა და მოგზაურის, იაკობ ჩორნის პუბლიკაციებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ ისიც თითქმის ზუსტად იმავე საკითხებზე აკეთებს აქცენტს. ასე, მაგალითად, იაკობ ჩორნი 1869 წელს გამოცემულ ნაშრომში „Горские еврей“ ებრაელთა უუფლებობასა და ხელისუფლების მხრიდან დაუცველობასთან ერთად მათი უბედურების მთავარ მიზეზზე - გაუნათლებლობაზე საუბრობს.იაკობ ჩორნის მიჩნევა მიკერძოებულ პიროვნებად შეუძლებელია. მისი და აკაკი წერეთლის დაკვირვებები პრაქტიკულად იდენტურია; მსგავსია სიტუაციის დადებითი კუთხით შეცვლის ერთადერთი გზაც - განათლების მიღება. სწორედ ამ საქმიანობას ეწეოდა „ებრაელთა შორის განათლების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელსაც საქართველოში წარმმომადგენლობა არ ჰქონდა და, შესაბამისად, ამ საკითხზე ადგილობრივ ინტელიგენციას უნდა ეზრუნა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
წერეთელი ა., თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XI. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი. 1960.
Черный И., Немирович-Данченко В., Анисимов И.. Кавказские евреи-горцы. Сборник - М.: Центрполиграф, 2017 . - 318 с.
„დროება“, 1871, #32.