ხარის სიმბოლო ესპანურ ლიტერატურასა და მხატვრობაში

ხარის სიმბოლო ესპანურ ლიტერატურასა და მხატვრობაში

ავტორები

  • სალომე სულაბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.18

საკვანძო სიტყვები:

ხარის სიმბოლო, კორიდა, კურული პროზა და პოეზია, ბლასკო იბანიესი, ლორკა, ერნანდესი, გოია, პიკასო

ანოტაცია

მიწათმოქმედება ადამიანის უდიდესი მონაპოვარია. წარმოებითი მეურნეობის განვითარებამ რევოლუცია მოახდინა ძველ ხალხთა კულტურაში და მათი ცხოვრება ძირეულად შეცვალა. ადამიანმა ხარი მიწათმოქმედებასთან დააკავშირა, რადგან ხარი წარმოადგენდა გამწევ ძალას, მიწის დამამუშავებელ მთავარ „იარაღს“. სწორედ ამიტომ, ძველმა ადამიანმა ხარი ნაყოფიერებასთან დააკავშირა, გააღმერთა ან ღვთაების წმინდა ზვარაკად აქცია. ყოველივე ამან განაპირობა ხარისადმი თაყვანისცემა, რაც უძველეს სახელმწიფოთა რელიგიასა და კულტურაში აისახა. ამ მხრივ არც ესპანეთია გამონაკლისი. იბერიის ნ/კ-ზე ხარის სიმბოლო პირველად, პრეისტორიულ პერიოდში აისახა. ეს იყო გამოქვაბულის კედლის „პრიმიტიული“ მხატვრობა, რაც პიკასომ ხელოვნების მწვერვალად მიიჩნია. ამრიგად, წინამდებარე სტატიაში განხილულია თუ როგორი მნიშვნელოვანი სიმბოლოა ხარი ესპანეთისთვის და რა კვალი დატოვა ესპანურ ლიტერატურასა და მხატვრობაში. ყურადღება გამახვილებულია მნიშვნელოვან პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებზე, ასევე, მწერლებზე, პოეტებსა და მხატვრებზე, რომლებიც კურულ თემატიკაზე წერდნენ და ხატავდნენ. ესპანეთში ხარის სიმბოლომ ღრმად გაიდგა ფესვები, ხარი ესპანური იდენტობის ნაწილად, ხოლო კორიდა - ხართან ბრძოლა - ესპანელთა სახალხო დღესასწაულად იქცა. სწორედ ამიტომ აღნიშნავს ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი, რომ ხარების ბრძოლის გააზრების გარეშე შეუძლებელია ესპანეთის ისტორიის გაგება. ესპანური კულტურის ყველა სფეროში ვხვდებით ხარს. მაგალითად, ესპანურ ტრადიციულ ცეკვასა და სიმღერაში. ფლამენკომ  ისე შეისისხლხორცა ხარის სიმბოლო, რომ ბევრისთვის ფლამენკო და კორიდა ხელოვნების ერთ ჟანრად აღიქმება. ხარი მწერლების, პოეტების, მხატვრების კომპოზიტორების შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ისინი კორიდის სამყაროს, დღესასწაულის ატმოსფეროსა და მებრძოლი ხარის სიდიადის გადმოცემას ცდილობდნენ. ბევრი ხელოვანი იყო მოხიბლული ადამიანისა და ბუნების ამ მარადიული ბრძოლით. მათ ყოველთვის იზიდავდათ ის სანახაობა, რაც მხოლოდ კორიდისთვისაა დამახასიათებელი - ცეკვა-თამაში სიკვდილთან, ბედთან... სწორედ ამიტომ აღნიშნა ლორკამ, რომ ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სიკვდილს ეროვნულ სანახაობად აქცევს. ეს ფაქტი კი ამ ქვეყანას, ყველა სხვა ქვეყნისგან გამოარჩევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ბევრნი იყვნენ ისეთი მწერლებიც, განსაკუთრებით 98-იანელთა თაობის წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც ხარის თემატიკა არ იზიდავდათ, არამედ, პირიქით, ხარების ბრძოლას ესპანელთა ჩამორჩენილობისა და პროვინციონალიზმის გამოხატულებად მიიჩნევდნენ; მათ შორისაა, მაგალითად, მიგელ დე უნამუნოც.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Amoros, A. (1996). La lidia. Diccionario de tauromaquia. Madrid: Diccionarios de hoy.

Diplomová, P. (2012). El culto al toro hispánico y su contribución a la cultura hispana y la

lengua española. Univerzita Palackého v Olomouci.

Douglass, C. B. (1999). Bulls, Bullfighting, and Spanish Identities. Tucson: University of

Arizona Press.

Hernández, M. El rayo que no cesa. Madrid: Héroe.

Gadon, E. W. (2003). Picasso and the Minotaur. India International Centre Quarterly. 30/1.

Morote Magán, P. (2012). Vino y toros. Mito y poesía. Universitat de Valencia, España.

Frases sobre los toros: https://www.mundifrases.com/tema/toros/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...