დრამატურგი ქალის გაბედული იდეები რესტავრაციის პერიოდის ინგლისურ ლიტერატურაში

დრამატურგი ქალის გაბედული იდეები რესტავრაციის პერიოდის ინგლისურ ლიტერატურაში

ავტორები

  • დიანა მიქელაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.17

საკვანძო სიტყვები:

დრამატურგი ქალი, რეპუტაცია, მასკულანური საზოგადოება, ფემინიზმი, რესტავრაციის პერიოდი, ქალთა განათლება, აღიარება, უბედურება

ანოტაცია

ინგლისური ქალური პროზა მნიშვნელოვან როლს იკავებს ინგლისური ლიტერატურის შესწავლის პროცესში. ქართულ სამეცნიერო სივრცეში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი   მწერლების ჯეინ ოსტინის, ვირჯინია ვულფის, შარლოტა ბრონტეს და სხვა ქალი მწერლების ცხოვრება და შემოქმედება, თუმცა კვლავ შესწავლის პროცესშია არცთუ ისე მცირერიცხოვანი იმ ინგლისელი ქალი მწერლების შემოქმედება და საზოგადოებრივი როლი, რომლებიც ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.  მათ  გაბედული სიტყვა თქვეს, თავისი პოზიცია გამოხატეს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ინგლისურ ფემინისტურ მწერლობას, რაც მათი ცხოვრების პერიოდის მასკულანურ საზოგადოებაში სირთულეს წარმოადგენდა. ნაშრომის მიზანია, წარმოადგინოს XVII საუკუნის, რესტავრაციის პერიოდის დრამატურგის, მხატვრის, მთარგმნელის, მწერალი ქალის - აფრა ბენის ცხოვრება და შემოქმედება, რომელიც ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი დრამატურგი ქალი მწერალი, რომელიც თავის სარჩოს კალმის მეშვეობით გამოიმუშავებდა. მისი ცხოვრება არ იყო გამორჩეული  სიხარულითა და ბედნიერებით, პირიქით მან რთული და პრობლემებით სავსე გზა განვლო.  ეს იყო უწყვეტი ჭაპან-წყვეტა, გაუთავებელი ბრძოლა დიდი უბედურების წინააღმდეგ. მარტოხელა, ღარიბი  ქალის გმირული და თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მეს, საკუთარი ძალის და პოზიციის გასამყარებლად, რაც მიუღებელი იყო საზოგადოე-ბისათვის და რის გამოც იგი სრულიად მარტო მეგობრების გარეშე ეული აღმოჩნდა. ნაშრომში წარმოდგენილია არფა ბენის ცხოვრება  და შემოქმედება. ის იყო პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც კალამი საკუთარი თავის და სხვა ქალების მომავლის, მათი სავალალო ბედის  გადასარჩენად მიმართა.  აღწერდა რა ქალთა უუფლებო, არასახარბიელო მდგომარეობას, იგი სუსტი სქესის წარმომადგენლებს თავიანთი ადგილის დამკვიდრებისკენ, განათლებისკენ, პოზიციების გამყარებისკენ, თანასწორი უფლებების მოთხოვნებისკენ  მოუწოდებდა. აფრა ბენი ცნობილია თავისი პოეზიით, ესეებით, რომანებით, უპირველეს ყოვლისა, ის იყო პირველი დრამატურგი ქალი, რომლის სიცოცხლეშივე დაიდგა  ტრაგი-კომედიები, რომელთა განხილვა  კრიტიკოსების ცხოველ საკამათო და ამასთანავე არასასურველ  თემად გადაიქცა. მწერალი ქალის ნიჭისა და უნარის აღიარების განსაკუთრებით წინააღმდეგი იყვნენ  მწერალი მამაკაცები. ნაშრომში გაანალიზებილი  არფა ბენის სამი პიესა „ ძალით ქორწინება ან ეჭვიანი საქმრო“, „მოყვარული პრინცი“ და „ჰოლანდიელი შეყვარებული“ განსაკუთრებულ ზიზღს, აგრესიას და დისკუსიას იწვევდა, რადგან სწორედ მათში ყველაზე მეტად იყო ნაჩვენები არფა ბენის პერიოდის  საზოგადოების მტკივნეული საკითხები, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ სწორედ ამ პიესებმა დრამატურგ ქალს, ფული, მეგობრები და რეპუტაცია დაუბრუნა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Literature and Gender available at: https://btk.ppke.hu/uploads/articles/135505/file/introduction/satellite/literature_and_gender.html

The Guardian, Women's writing began much earlier than supposed, finds academic, Alisson Flood, 2020 available at:

Bloomsbury, Women, Writing and Religion in England and Beyond ,650-1100, Diana Walt, London, Oxford,2019 available at:

https://www.bloomsbury.com/us/women-writing-and-religion-in-england-and-beyond-6501100-9781474270625/

British Women Association. A History of the BWW, by Co-Founders Pamela Corpron Parker and Cindy LaCom available at:

https://britishwomenwriters.org/

Anthology of English Literature, The life of Aphha Behn, Anninia Jokinene 2011 available at:

http://www.luminarium.org/eightlit/behn/behnbio.htm

The Project Gutenberg e Book of The Works of Arpha Behn, Vol.1,Updated 2020 available at:

https://www.gutenberg.org/files/21339/21339-h/21339-h.htm

Ana Kvinikadze, “Sarah Kein and Modern British Women Dramaturgy”, MA thesis, Shota Rustaveli Theatre and Film Georgia University, Tbilisi, 2018 available at:

thesis.propaganda.network/Uploads/geo/11/Files/სარა%20კეინი%20და%20თანამედროვე%20ბრიტანელ%20ქალთა%20დრამატურგია.pdf .

The Forced marriage, by Jacinta Justice, community and Technical College,2011 available at:

https://hum120.wordpress.com/2011/05/22/the-forced-marriage/

The Forc’d Marriage,Or The Jealous Bridegroom, Alpha Behn, published by H. L. and R. B. for James Magnus,London, 1671 available at:

https://quod.lib.umich.edu/cgi/t/text/text-idx?c=eebo;idno=A27294.0001.001

The Amorous Prince, Or, The Curious Husband, by Mrs.A. Behn, Behn Arpha,printed by J.M for Thomas Dring, London,1671 available at:

http://public-library.uk/ebooks/36/41.pdf

http://www.public-library.uk/ebooks/08/62.pdf

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია
Loading...