მხატვრული მთარგმნელობითი სტილი როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი (,,ჰამლეტის” მაჩაბლისეული თარგმანის მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.16საკვანძო სიტყვები:
უ. შექსპირის „ჰამლეტი“, თარგმანი, ივ. მაჩაბელიანოტაცია
წინამდებარე სტატიის მიზანია, განვიხილოთ მხატვრული თარგმანი როგორც შემოქმედება და ლინგვოკულტუროლოგიურად დანახული მთარგმნელობითი სტილი. ნაშრომში დასმულია პრობლემა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული მხატვრული თარგმანი მის მთლიანობაში, რომელიც გულისხმობს თვით ამ ფენომენის, როგორც შემოქმედებითად, ისე ენობრივ–კულტურულად დანახვას და კვლევას. იქედან გამომდინარე, რომ მთარგმნელობითი სტილი მეთოდოლოგური თვალსაზრისით მოითხოვს ინტერდისციპლინარულ მიდგომას, ნაშრომში აუცლიებლად მივიჩნიეთ ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიის თანმიმდევრული შერწყმა მხატვრული თარგმანის საკუთრივ ლინგვისტურ ხედვასთან (ანუ იმ ხედვასთან, რომელსაც გულისხმობს ლინგვოკულტუროლოგიური პარადიგმა). სხვანაირად რომ ვთქვათ, მხატვრული თარგმანის თანამედროვე ხედვა უნდა იყოს ერთდროულად ინტერდისციპლინარული და ლინგვისტურად ცენტრირებული. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია კი გულისხმობს ისეთ დისციპლინათა კონცეპტუალურ ურთიერთშერწყმას, როგორიცაა, ერთის მხრივ, ლიტერატურათმცოდნეობა, მეორეს მხრივ კი ლინგვისტიკა (როგორც დედანი, ისე თარგმანი ერთნაირად წარმოადგენენ ლიტერატურულ ნაწარმოებსაც და ვერბალურ ტექსტსაც). მაგრამ, ამავე დროს, იქედან გამომდინარე, რომ მხატვრულ თარგმანს ვიკვლევთ როგორც შემოქმედებას, ჩვენი მეთოდოლოგია მოიცავს ისეთ დისციპლინებსაც როგორიცაა ესთეტიკა და თარგმნის ლინგვისტური თეორია, კერძოდ კი მთარგმნელობით ტრანსფორმაცათა კონცეფცია. მოცემულ ნაშრომში განხილულია მთარგმნელობითი ეკვივალენტურობის, მთარგმნელობითი ტრანსფორმაციისა და მთარგმნელობითი სტილის კონცეპტები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან თარგმანის ლინგვისტურ თეორიას. შეიძლება ითქვას, რომ მხატვრულ თარგმანთან დაკავშირებული ნებისმიერი კვლევის საფუძველს უნდა შეადგენდეს სწორედ ხსენებული კონცეპტუალური ტრიადა. შეუძლებელია თარგმნილი ტექსტი შინაარსობრივ–კომუნიკაციური თვალსაზრისით არ იყოს ამოსავალი (სათარგმნი) ტექსტის ეკვივალენტური, ანუ სხვანაირად (და ლინგვისტიკის ენაზე) რომ ვთქვათ, თარგმნილი ტექსტის შინაარსის პლანი უნდა ემთხვეოდეს ამოსავალი ტექსტის შინაარსის პლანს, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული უნდა იყოს ამ ორი ტექსტის გამოხატულების პლანი. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთის მხრივ, ტექსტის ლინგვისტური თეორია წარმოადგენს თანამედროვე ლინგვისტიკის ერთ–ერთი ყველაზე უფრო განვითარებულ დარგს, მეორეს მხრივ კი შეუძლებელია მთარგმნელობითი სტილის კვლევა ხსენებული დარგის თანმიმდევრული გათვალისწინების გარეშე – ამის საშუალებას კი არ იძლევა სტატიის ფორმატი, ვასახელებთ მხოლოდ ტექსტის ლინგვისტიკასთან დაკავშირებულ ისეთ ორ ცნებას, როგორიცაა, ერთის მხრივ, ლექსიკური იზოტოპიის, მეორეს მხრივ კი ტექსტობრივი ბადის ცნებები.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ზეინაბიშვილი ი., “თარგმანი როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და მთარგმნელობითი ეკვივალენტობის ლექსიკური ასპექტი (გოეთეს “ვალპურგის ღამის” ქართულ თარგმანთა სტილური შეპირისპირებისთვის)”, ინ: “ენა და კულტურა”, #1, თბ., 2004.
ზეინაბიშვილი ი., “მხატვრული თარგმანი როგორც შემოქმედება და მთარგმნელობითი სტილი”, ინ: “ენა და კულტურა”, #2, თბილისი, 2005.
ფანჯიკიძე დ., `ენა, თარგმანი, მკითხველი~, თბილისი, 2002.
ფანჯიკიძე დ., `თარგმნის ახალი თეორიები და სტილის ეკვივალენტურობის პრობლემა~, თბილისი, 1995.
ფანჯიკიძე დ., “თარგმნის თეორია და პრაქტიკა”, თბილისი, 1988;
Ноздрина Л. `Поетика грамматический Категорий~, Москва,