სიმბოლიზმი და მითოლოგია
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.14საკვანძო სიტყვები:
თემატური კრიტიკა, მხატვრული ტექსტიანოტაცია
თემატური კრიტიკა ჰერმენევტიკული კრიტიკის სხვა ფორმებისაგან განსხვავდება იმით, რომ ის უარყოფს პოსტულატს – ლიტერატურა ადამიანის, საზოგადოებისა და ისტორიის გამოხატვაა. თემატური კრიტიკა იზიარებს რომანტიზმისგან მემკვიდრეობით მიღებულ ახალ კონცეფციას: ლიტერატურული ნაწარმოები, უპირველეს ყოვლისა, ეს არის უხილავი და ფარული კავშირების გამოვლენა, ზეშთაგონება. დამოკიდებულება, რომელსაც მწერალი ენის მიმართ იჩენს, მხატვრულ ტექსტს აქცევს გამოგონების ადგილად და არა საკუთარი თავის გამოხატვად. ა.რემბოს „გასხივოსნების“ რიტმული პროზა, სადაც ავტორს, შეტანილი აქვს მოკლე სცენები, ფანტასტიური შთაბეჭდილებები, უძველესი აღმოსავლური პოეზიით, ლეგენდებითა და მითებით შთაგონებული სახეები, ხშირად ალოგიკურ, მხოლოდ შინაგანი სიმართლით განპირობებული ასოციაციების შეგნებულ შემოტანას ეყრდნობა. ამ შემთხვევაში ძველი ეპოქის, წარსულის ხელოვნურად გაცოცხლების ცდასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ ალქიმიკოსის მსგავსი შრომით, მისგან კვინტესენციის გამოტანასთან. ამრიგად, პოეტი ქმნის ერთსა და იმავე დროს მბრწყინავ, კაშკაშა სხივებით აელვარებულ და მოღრუბლულ, პირქუშ სამყაროს, ჰაეროვანსა და მყარს, კონკრეტულსა და ჯადოსნურს, სადაც მითოსიდან ამოტივტივებული სახეები, მოგვი - პოეტის წარმოსახვის კაპრიზს ემორჩილებიან. ეს ის უცხო და შემაშფოთებელი რეალობაა, რომელსაც პოეტი შეიცნობს საკუთარი მე-ს სიღრმეში და რომელსაც XIX საუკუნის ბოლოს ფსიქოლოგია უწოდებს არაცნობიერს; „გასხივოსნების“ ტექსტები გვარწმუნებს იმაში, რომ ეს შიდა სივრცე მხოლოდ ხატების ენაზე, ანუ პოეზიაში ისე უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ეს „გასხივოსნებაშია“, ამ ნამდვილ პოეტურ შედევრში, სადაც უჩვეულო სიტყვებისა და პოეტური ხატების ჯაჭვზე ავტორი ლაღად ცეკვავს, როგორც იმ სამყაროს „ეფემერული მოქალაქე“, რომლის დემიურგიც თავადაა: „სამრეკლოდან სამრეკლოზე თოკები გავაბი, ფანჯრიდან ფანჯარაზე ყვავილწნული, ვარსკვლავიდან ვარსკვლავზე ოქროს ჯაჭვი და ვცეკვავ“.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Chauvin, D., - Questions de Mythocritique. Paris. Imago. 2005. p. 370
Maurel, A., - La critique, Paris. Hachette. 1994. p. 160
Marchal, B., - Lire le symbolisme. Paris. 1993. Dunod. p. 208
Peynet, M., - Rimbaud en son temps. Paris. Gallimard. 2005. p. 370
Rimbaud, A., - Œuvres complètes. Paris. La Bibliothèque de la Pléiade. Gallimard. 2009. p. 1101