ქართული წყაროები ევროპული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კონტექსტში გივი მარგველაშვილის ,,მუცალის“ მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.13საკვანძო სიტყვები:
ნარატიული თამაში, ინტერპრეტაცია, დეკონსტრუქცია, სიმულაკრი, ალტერნატიული რეალობა, გაქცევის ესთეტიკა, ქართული წყაროები ევროპულ კონტექსტშიანოტაცია
პოსტმოდერნისტულ ნარატივში სამყარო მოიაზრება როგორც ტექსტი, ნიშნების დაუსრულებელი თამაში, რომელიც განსაზღვრავს ავტორის, მკითხველისა და პერსონაჟის ურთიერთმიმართებას. აქ არ არსებობს ჩაკეტილი სივრცეები, ავტორიტეტები, მთავარი გმირები და მთავარი როლები, ყველაფერს ადამიანის გონება, გული და თავისუფალი ნება განაგებს. ინტერპრეტაციის თავისუფლება პოსტმოდერნისტული ეპოქის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ამიტომაც არის, რომ პოსტმოდერნისტული ნაწარმოებების პერსონაჟები ყოველგვარი დროითი, სივრცითი და ჟანრობრივი დაბრკოლებების გარეშე ტექსტიდან ტექსტში თავისუფლად გადადიან. სწორედ ამის ნათელი ილუსტრირებაა გერმანულენოვანი ქართველი მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის რომანი - ,,მუცალი“, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული პოსტმოდერნიზმის კლასიკურ ნიმუშად. წინამდებარე სტატიის მიზანია, ამ რომანის მაგალითზე, აჩვენოს როგორ ორგანულად და ბუნებრივად ერწყმის ქართული თემატიკა და ქართული წყაროები ევროპული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის დისკურსს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას გივი მარგველაშვილს როლსა და დამსახურებას საერთო ქართულ-გემანული ინტერკულტურული კომუნიკაციის კონტექსტში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბრეგაძე კ., _ ,,პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკა“. ჟურნალი ,,სჯანი“. თბილისი #14, 2013
გაფრინდაშვილი ნ., სიმონიშვილი მ., აფციაური ნ., - გივი მარგველაშვილის ,,მუცალი“: პოსტმოდერნიზმის ესთეთიკა და კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციის პრობლემა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი". 2014 http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/10/95
დობორჯგინიძე ნ., ცაგარელი ლ., რაისნერი ო., ქავთარაძე გ., - ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომცემლობა. თბილის.2019. 287გვ.
მარგველაშვილი გ., - ,,მუცალი“. (თარგმანი მაია ბადრიძის). 2001. 366 გვ.
მალაზონია დ., მაღლაკელიძე შ., ჭიაბრიშვილი ნ., გახელაძე გ.,- ინტერკულტურული განათლების გზამკვლევი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომცემლობა. თბილისი. 2016. 199 გვ.
ჟენეტი ჟ., - ,,არავინ უწყის, რა არის სტრუქტურალიზმი”. ჟურნალი ,,კრიტერიუმი“ #3 2001 (თარგმნა მიხო ხარაბაძემ)
რატიანი ი., - ,,ფაბულა და სიუჟეტი“. შოთა რუსთაველის ლიტარატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2011. 82 გვ.
წიფურია ბ., - ინტერპრეტაციის თავისუფლებიდან თამაშის უფლებამდე“. ,,სჯანი“. თბილისი. #6. 2005
წიფურია ბ., - ,,ქართული ტექსტის საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/ პოსტმოდერნულ კონტექსტში. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. 2016. 576 გვ.
ჯალიაშვილი მ., - ლიტერატურული სივრცე-თავშესაფარი. 2011. http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/01/blog-post_4773.htm
Гальперин И. Текст как объект линтвистического иссле– дования. «Наука». Москва, 1981. 49.