წარსული დროის ვარიანტული მნიშვნელობების რეალიზება ინგლისურ ენაში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.11საკვანძო სიტყვები:
ცალკეული მოქმედების წარსული, თანაფარდობითი წარსული, პროსპექტული, ექსკლუზიური და ინკლუზიურიანოტაცია
ინგლისურ ენაში წარსული დრო ძლიერი გრამატიკული კატეგორიაა. იგი ასპექტ-დროის ოთხი ფორმით რეალიზდება: Simple Past, Past Continouos, Past Perfect და Past Perfect Continuous. სტატიაში განხილულია წარსული დროის შინაარსის გადმოცემის შემდეგი ვარიანტული მნიშვნელობები: ცალკეული მოქმედების წარსული, თანაფარდობითი წარსული, პროსპექტული, ექსკლუზიური და ინკლუზიური. სტატიაში განხილულია წარსული დროის კომპოზიციურ-სტილისტური ფუნქციები და მათი ძირითადი მახასიათებლები. ფუნქციების გამოყოფა ხდება კომპოზიციური ნიშნით. ფუნქცია ეს არის როლი, რომელიც დაკისრებული აქვს მოცემულ ენობრივ ერთეულს საუბრისას. კომპოზიციურ-სტილისტური ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა: თხრობითი, აღწერილობითი, დრამატული, რეტროსპექტული და რეზულტატური - დამახასიათებელია წარსული დროის ამსახველი ტექსტებისათვის. მხატვრული ლიტერატურიდან მოყვანილი მაგალითების მრავალფეროვნება კი მოწმობს კომპოზიციურ-სტილისტურ ფუნქციათა გამოყენების დიდ მნიშვნელობას. წარსული დრო საკმაოდ ძლიერი გრამატიკული კატეგორიაა, იგი მაღალი სემანტიკური პოტენციალის მქონეა. სტატიაში განხილული წარსული დროის შინაარსის გადმოცემის საშუალებების მრავალფეროვნება ცხადყოფს ყოველივეს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მეგრელიშვილი, მ. ზმნის ფუნქციურ-სემანტიკური კატეგორია ინგლისურ ენაში. თბილისი, (1986, 150-152).
J. l. Bybee, The Semantic Development of Past Tense Modals in English.( University of New Mexico, 514-515), https://www.unm.edu
Bull, W.E. Time, Tense and the Verb. A Study in Theoretical Linguistics with particular attention. (Los Angeles: University of California Press, vol.19, 1980, 51-52)
Hardy, Th. “Tess of the D’Urbervilles”. (Penguin Books, 1989, 120-125)
Hemingway, E. “A Farewell to Arms”, (Moscow, 1961, 200-201)
Maugham, W.S. “Theatre”. (Moscow, 1998, 98-99)
Mitchell, M. “Gone with the Wind”. (Moscow, 1954, 65-70)
Wilde, O. “The Picture of Dorian Gray”, (Moscow, 1979, 130-132)
ოყრეშიძე, ნინო - სადისერტაციო ნაშრომი „წარსული დროის კომპოზიციურ-სტილისტური ფუნქციები ინგლისურსა და ქართულ ენებში.“ https://atsu.edu.ge