სათაურის ინტერპრეტაცია თანამედროვე დასავლურ ნარატოლოგიაში

სათაურის ინტერპრეტაცია თანამედროვე დასავლურ ნარატოლოგიაში

ავტორები

  • მაია გაბადაძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.04

საკვანძო სიტყვები:

სათაური, ინტერპრეტაცია, კონცეპტი

ანოტაცია

წარმოდგენილი ნაშრომი ეხება მხატვრული ტექსტის სათაურის ინტერპრეტაციას თანამედროვე დასავლური ნარატოლოგიის ფარგლებში. სათაური დასავლეთევროპელ ნარატოლოგთა ყურადღების ცენტრში გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან მოექცა. თანამედროვე ნარატოლოგია სათაურს ბევრად უფრო კომპლექსურად განიხილავს და მას არა მარტო ნაწარმოების კონცეპტუალურ ბირთვად და ფორმალურ–სემანტიკური მთლიანობის გარანტად წარმოგვიდგენს, არამედ ხაზს უსვამს მის პრაგმატიკულ და კომუნიკაციურ პოტენციალს. ხაზგასმით უნდა გამოიკვეთოს სათაურის ორმხრივი რეპრეზენტაციული უნარი, რაც გულისხმობს სათაურის ორმხრივ მიმართებას, რომელსაც ტაჰა „ორმხრივ თანამშრომლობას“ უწოდებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სათაურის ინფორმატული და კონცეპტუალური პოტენციალის გამოვლენის მიზნით, ნარატოლოგები ერთმანეთისგან გამიჯნავენ  ორ ენობრივ ფენომენს: სახელის დარქმევას და დასათაურებას. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს ფიშერის კონცეფცია, რომელიც არგუმენტირებულად ახდენს მათ დიფერენცირებას. გარდა ამისა, ცნობილი მკვლევარი მეიეროვიჩი ახდენს სათაურთა კლასიფიკაციას მათი პოტენციალის მიხედვით ტექსტის კონცეპტის შექმნაში. ესენია: ნეიტრალური სათაურები, სუსტი სიგნალის მქონე ასოციაციური სათაურები  და ძლიერი სიგნალის მქონე ასოციაციური სათაურები. ხოლო ტაჰა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დებულებას აყალიბებს თავის ნაშრომებში სადაც ის ამტკიცებს, რომ სათაური, რომელიც ტექსტის დასრულების შემდეგ ეძლევა ნაწარმოებს, თავისთავად არის ტექსტის ინტერპრეტაციის წყარო, ხოლო ავტორი კი – ტექსტის პირველი ინტერპრეტატორი.  სათაური მხატვრული ტექსტის ყველაზე მაღალინფორმაციული ნაწილია. იგი ინფორმატულობას ტექსტთან მიმართებაში იძენს. მათ შორის ორგანული კავშირის შედეგია ის, რომ სათაური იძენს მნიშვნელობის ფართო დიაპაზონს, ხოლო მხატვრული ტექსტი კი – სემანტიკურ სიღრმეებს.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ლევინი 1977– Levin H.(1977). The Title as a Literary Genre // Modern Language Review, 72(1977), xxiii-xxxvi.

მეიეროვიჩი 2007– Meyerovich A.(2007). Title and Concept: The Case of Interrelation. Rehovot, Israel.

ჟენეტი 1983 – Genette G.(1983). Narrative Discourse. An Essay in Method. Cornell University Press, Ithaca – N. Y.

ტაჰა 2000 – Taha I.(2000). The Power of the Title Why Have You Left The Horse Alone // Journal of Arabic and Islamic Studies, # 3, pp. 66-83.

ტაჰა 2009 – Taha I.(2009). Semiotics of Literary Titling: Three Categories of Reference. // Applied Semiotics, University of Haifa.

ფიშერი 1984 – Fisher J.(1984). Entitling //Critical Inquiry, 11(2), pp. 286-298.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...