ნასახელარ ზმნათა ოკაზიური ფორმები თანამედროვე ქართულ პოეტურ დისკურსში
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.03საკვანძო სიტყვები:
ზმნური ოკაზიონიზმი, პარონომაზიული სინტაგმები, მოდელებიანოტაცია
ქართული მხატვრული ლიტერატურის ენაში მრავლადაა ზმნური ოკაზიონიზმი; ამ უჩვეულო ფორმებს ინფორმაციულობასთან ერთად ლაკონიურობაც და ემოციური შეფერილობაც ახასიათებს. თანამედროვე ქართულ პოეტურ დისკურსში საყურადღებოა ზმნურ ოკაზიონიზმთა წარმოების მოდელები გვარის მიხედვით, პარონომაზიული სინტაგმები, სადაც ნასახელარ ზმნასთან დგას იმავე ფუძის სახელი (ქვემდებარე, პირდაპირი დამატება ან წინადადების სხვა წევრი, ირონიული ელფერის კალამბურული ნეოლოგიზები, ასევე ამგვარ ზმნათა საწარმოემებლი ფუძეები და მაზმნავებელი ელემენტები. მნიშვნელოვანია სემანტიკური თუ სტილისტიკური ნიუანსებიც (ინსტრუმენტატივი, გარდაქცევითობა და სხვა), რომლებიც ინფორმაციულობასთან ერთად ქართული ენის ფართო სიტყვასაწარმოებელ პოტენციალსა და მოქნილობაზე მიუთითებს. ინსტრუმენტატივის გამოსახატავად მოქმედებითი გვარის ზმნებში აწმყოში გამოიყენება სამწევრიანი მოდელი: ი- + სახელის ფუძე + ავ თემის ნიშანი (გ-ი-ლამპრ-ავ-ს.);უ- + სახელის ფუძე + ავ თემის ნიშანი (უ-ნისლ-ავ-ს); ა- + სახელის ფუძე + -ებ თემის ნიშანი (შე-ა-ნამქერ-ებ-ს); ნამყო ძირითადში კი ზმნისწინი გამოიყენება სიტყვაწარმოებითი ფუნქციით. მოქმედებითი გვარის ინსტრუმენტატივები ნაწარმოებია ორწევრა მოდელით: სახელის ფუძე+ ავ თემის ნიშანი.საშუალი გვარის ზმნებში კი ორწევრიანი მოდელია: სახელის ფუძე+თემის ნიშანი. აღნიშნული გვარის ნასახელარ ზმნათა საწარმოებელია -ობ თემის ნიშანი, მაშინ როცა მოქმედებითი გვარისაში ებ, ავ არის, ვნებითისაში კი- ებ. ახალ ზმნათა შესაქმნელად გამოიყენება არსებითი და ზედსართავი სახელები, რიცხვითი სახელი და ზმნიზედები. მოკლედ, ზმნის ახლებური ფორმა მიღებულია სხვა მეტყველების ნაწილებისგან აფიქსების დართვით. ზმნაში შეიძლება ჩანაცვლებული იყოს ზმნისწინი ან თემის ნიშანი, ფუძე (შეიკუმშოს ან არ შეიკუმშოს, გაივრცოს ან პირიქით, ანდა ფუძისეული ხმოვანი შეიცვალოს) ან პირიანობა. ზოგჯერ დაკანონებული მოდელის ნაცვლად სხვა რომელიმე ყალიბიც გამოიყენება, რაც კიდევ მეტად საინტერესო ფაქტია. თუ ნასახელარი ზმნის ოკაზიური ფორმა, ე.წ. ერთჯერადი სიტყვა, სალიტერატურო ენაში დამკვიდრდება, ლექსიკური ფონდის გამდიდრების საშუალებად იქცევა. პროზასა და პოეზიაში განსხვავებულია ამგვარ ფორმათა შექმნის მიზეზები და შემდგომი გავრცელების შანსიც.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გიგინეიშვილი ივ., სიტყვაწარმოების თავისებურებანი ,,ვეფხისტყაოსანში“, სადისერტაციო შრომა, თბილისი,1944;
გიგინეიშვილი ივ., სიტყვაწარმოების თავისებურებანი ,,ვეფხისტყაოსანში“,ქსკს წიგნი XIV. თბილისი, 2014;
გიგინეიშვილი ივ. დაკვირვება გალაკტიონ ტაბიძის ენაზე, ქსკს წიგნი X. თბილისი,1993;
დანელია კ., ,,ჩახრუხაძისა და შავთელის ხოტბათა ენის პოეტიკური და ლინგვისტური ანალიზის ცდა“, ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან. თბილისი,1998;
ზექალაშვილი რ., კიკნაძე ელ., ზმნური ნეოლოგიზმები ქართულ პოეტურ დისკურსში, ენათმეცნიერების საკითხები, თბილისი, 2015;
ზვიადაძე თ.,,მწერლის ენის საკითხები“, თბილისი. 2009.
კარტოზია გ.,,,ერთი ნასახელარი ზმნა „ვეფხისტყაოსანში“. საიუბილეო კრებულში „გიორგი როგავას“, თბილისი,1997;
კოშორიძე ელ., გიორგი ლეონიძის ქართული, გ. ლეონიძისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის IV სამეცნიერო სესია (მასალები), თბ. 2010.
http://literaturatmcodneoba.tsu.ge/leqsmcodn-III.pdf
ლაბარტყავა მ., მწერლური ნეოლოგიზმებისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ტერმინოლოგიის საკითხები III. თბილისი,2018;
ლორთქიფანიძე შ., ზურაბ გორგილაძის პოეტური ენა და სტილი. სადოქტორო დისერტაცია. ბსუ, ბათუმი, 2018.
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_10069_1.pdf
ღვინაძე თ., ვნებითი გვარის ფორმათა წარმოებისა და გამოყენების შესახებ ,,ვეფხისტყაოსნის“ ენაში, ქსკს, VI. თბილისი, 1984:
შანიძე, 1956: შანიძე ა., ვეფხის–ტყაოსნის სიმფონია, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 3, თბილისი;
ძიძიგური შ., დ. გურამიშვილის ენა, ქართველ კლასიკოსთა ენობრივი მემკვიდრეობა, თბილისი,1971;
ჭიკაძე რ., ზმნური სიტყვათწარმოება და ნასახელარ ზმნათა სემანტიკური დიფერენციაცია მხატვრულ ტექსტში ქართულში, საენათმეცნიერო ძიებანი,ტ. XXVII, თბილისი, 2008. 260-273;
ჭიკაძე რ., ძალმოსილება ქართული სიტყვიერებისა, გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბილისი, 2014.