ნუმეროლოგიურ კომპონენტიანი ფრაზეოლოგიური ერთეულები ფრანგულ და ქართულ ენებში

ნუმეროლოგიურ კომპონენტიანი ფრაზეოლოგიური ერთეულები ფრანგულ და ქართულ ენებში

ავტორები

  • ციური ახვლედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2023.02

საკვანძო სიტყვები:

ფრაზეოლოგიური ერთეულები, ნუმეროლოგიური კომპონენტი, კონოტაციები, სიმბოლური მნიშვნელობა, არქაული მითოპოეტიკური კონცეპტი, შეპირისპირებითი ანალიზი

ანოტაცია

ნაშრომში განიხილება ნუმეროლოგიურ კომპონენტთა სპეციფიკა ფრანგული და ქართული ენების ფრაზეოლოგიურ ერთეულთა  შემადგენლობაში. ნუმეროლოგიურ კომპონენტიან (“ერთიდან” “ცხრის” ჩათვლით) ფრანგულ და ქართულ ფრაზეოლოგიურ ერთეულთა შეპირისპირებითი ანალიზი, რომელთა შედეგები წარმოდგენილია ჩვენს ნაშრომში, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ციფრთა კულტურული კონოტაციის მსგავსება-განსხვავებებზე. ჩვენი კვლევის მიზანია, გავაანალიზოთ ნუმეროლოგიურ კომპონენტიან ფრანგულ და ქართულ ფრაზეოლოგიურ ერთეულთა სემანტიკური თავისებურებანი და შეპირისპირებითი ანალიზის დახმარებით, გამოვავლინოთ ასეთ ფრაზეოლოგიზმთა კონოტაციების მსგავსებანი და განსხვავებანი ფრანგულ და ქართულ ენებში. ნუმეროლოგიურ კომპონენტიანი ფრაზეოლოგიური ერთეულები დიდ ინტერესს წარმოადგენენ კვლევისათვის, რადგან ციფრებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ სამყაროს კონცეპტუალურ სურათში. ფრაზეოლოგიური ერთეულების შემადგენლობაში, რიცხვით სახელს შეუძლია პირველადი ნიშნობრივი ფუნქციის  რეალიზება, ანუ რაოდენობის გამოხატვა და ასევე შეუძლია ინტერპრეტირებულ იქნეს იმ სიმბოლოდ, რომელიც რეალიზდება მეორადი ნიშნობრივი ფუნქციით. ფრანგული და ქართული ენების ნუმეროლოგიურ კომპონენტიან (“ნულიდან” “ცხრამდე”) ფრაზეოლოგიზმთა შეპირისპირებითმა ანალიზმა გვიჩვენა სემანტიკური დამთხვევები. თუმც შეინიშნება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არ ემთხვევა ციფრობრივ ელემენტთა მნიშვნელობები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Leroi, Marie-Véronique, Locutions verbales figées en français. Paris, 2018

https://www.larousse.fr/dictionnaires/francais.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-21

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება
Loading...