საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება მე-3 კლასში

საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება მე-3 კლასში

ავტორები

  • იაგორ ბალანჩივაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/lac.2022.23

საკვანძო სიტყვები:

საინფორმაციო, კითხვა, გაგება-გააზრება, დიაგნოსტიკა, ინტერვენცია, განმავითარებელი შეფასება

ანოტაცია

სტატიაში საუბარია საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების თავისბურებებზე. როგორ დავადგინოთ პრობლემა, განვახორციელოთ ინტერვენცია, რომელიც დაგვეხმარება პრობლების გამოსწორებაში. თემა აქტუალურია, რადგან ვეხებით მოსწავლეთა  წიგნიერების დონის ამაღლებას. ამისათვის მოსწავლეებს  შევაყვაროთ კითხვა, გამოვუმუშაოთ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი, რათა შემდეგ ადვილად შეძლოს საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება. ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებს სააზროვნო უნარების განვითარებაში. მოსწავლესა და მის მშობელს გავაცნოიერებინოთ გააზრებული კითხვის მნიშვნელობა. კვლევის მიზანია, ეფექტური აქტივობების გამოყენებით გავაუმჯობესოთ მე-3  კლასში საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება. კვლევის ამოცანაა, გამოვავლინოთ არსებული სირთულეების გამომწვევი მიზეზები და პრობლემები,  მოვიძიოთ მათი გადაჭრისა და აღმოფხვრის გზები. კვლევის მთავარი კითხვაა: როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეებს საინფორმაციო  ტექსტიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრება და გააზრება.  გამოვიყენე მოსწავლეთა დიაგნოსტირება (დასაწყისში და ბოლოში), მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფი და მშობელთა ანკეტირება. დიაგნოსტირების ეტაპზე შევამოწმეთ მოსწავლეებში სინფორმაციო ტექტის გაგება-გააზრების უნარი. პრობლემების დასაძლევად დავგეგმეთ შესაბამისი ინტერვენციები. ინტერვენციების შეფასების ეტაპზე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, კერძოდ კი, კვლევაში ჩართული მოსწავლეთა კითხვისადმი დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა, აქვე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში გაიზარდა და გაუმჯობესდა საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება. კვლევაში ჩართული მასწავლებლების მეთოდები, მიდგომები და სტრატეგიები საინფორმაციო ტექსტთან მუშაობის კუთხით გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. ინტერვენციების გამოყენებით შედეგები თითქმის ყველგან გაორმაგდა, თანმიმდევრული აქტივობებითა და მეთოდებით შესაძლებელი გახდა მოსწავლეებისათვის შეგვეყვარებინა კითხვა; შერჩეულმა სტრატეგიებმა მოსწავლეებს ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესის აქტიურად ჩართვასა და წაკითხული ტექსტების გაგება-გააზრებაში; საგრძნობლად შეიცვალა მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხი, ისინი უფრო მოტივირებულები, თავდაჯერებულები და გაბედულები გახდნენ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

გზამკლევი მასწავლებლებისათვის. ქართული ენა და ლიტერატურა, I-VI კლასები.ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი. 2011.

ელიზბარაშვილი ი. - წაკითხული ტესქტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები, თბ.2019.

კითხვის ეფექტური მეთოდები (დაწყებითი, ემერჯეტული წიგნიერება)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016წ.

პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია - წიგნიერება. მასწავლებლის სახელმძღვანელო.. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი თბ., 2012 წელი.

ჭუმბურიძე ნ. - სტრატეგიები, წაკითხული ტექსტის გაგება- გააზრებისათვის //მასწავლებელი//19 მარტი 2019წ. http://mastsavlebeli.ge/?p=20897

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-11-22

გამოცემა

სექცია

ფსიქოლოგია
Loading...