ივანე კრილოვის იგავ-არაკის „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ ორი ქართული თარგმანი

ივანე კრილოვის იგავ-არაკის „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ ორი ქართული თარგმანი

ავტორები

  • სედა ასატუროვი

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2021.440

საკვანძო სიტყვები:

თარგმანი, იგავ-არაკი, შეპირისპირებითი ანალიზი, შედარება

ანოტაცია

„მხატვრული თარგმანი მხატვრული შემოქმედების ფორმაა...“, ამიტომაც არის, რომ მთარგმნელობითი საქმე უაღრესად რთულია.   ჩვენი ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ ივანე კრილოვის იგავ-არაკების ქართული თარგმანები, შევადაროთ ერთი და იმავე იგავის ორი სხვადასხვა თარგმანი.საკვლევ მასალად შევარჩიეთ ივ. კრილოვის იგავ-არაკი „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ და მისი ორი ქართული თარგმანი, აკაკი წერეთლისეული და რაფიელ ერისთავისეული. ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდი:  ორიგინალისა და მისი თარგმანის შეპირისპირებითი ანალიზი.აკაკი წერეთელმა შესანიშნავად თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის 152 იგავი.  კრილოვს თარგმნიდნენ იოსებ გრიშაშვილიკონსტანტინე ჭიჭინაძეალექსანდრე აბაშელიგრიგოლ ცეცხლაძედავით გაჩეჩილაძე, ვ. გორგაძე და სხვები.ჩვენი  ყურადღება მიიპყრო კრილოვის იგავის ( „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ ) ორმა სრულიად განსხვავებულმა თარგმანმა: აკაკი წერეთლისეულმა  და რაფიელ ერისთავისეულმა.ორმა ქართველმა მწერალმა თარგმნა ივანე კრილოვის ეს მართლაც საოცარი ნაწარმოები.  აკაკი წერეთელმა და რაფიელ ერისთავმა თარგმნის სხვადასხვა გზა აირჩია.რაფიელ ერისთავის თარგმანი მაქსიმალურად არის მიახლოებული ორიგინალთან: სიტყვათა წყობით,  ზედმიწევნით ნათარგმნი ლექსიკით,  ფრაზეოლოგიზმების თითქმის ზუსტი თარგმანით, შემასმენელთა თანმიმდევრობით.აკაკი წერეთელს ოდნავ გადაკეთებული აქვს კრილოვის იგავ-არაკი, მწერალი წარმოგვიდგენს თითქმის დამოუკიდებელ ნაწარმოებს და, ამავდროულად, ეს უბრწყინვალესი თარგმანია.  ორივე თარგმანში გამოყენებულია ფრაზეოლოგიზმები, მეტაფორები, ორივე თარგმანი ბრწყინვალედ არის შესრულებული. მაგრამ ჩვენ მაინც წერეთლისეულ თარგმანს ვანიჭებთ უპირატესობას, მისი სინარნარის, მელოდიურობისა და ხატოვნების გამო.     ვფიქრობთ, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა-შედარება  შეუწყობს ხელს კრილოვის შემოქმედების შესწავლას,  ზოგადად, იგავ-არაკების თარგმნის საქმეს წაადგება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

სედა ასატუროვი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყაროები

გაჩეჩილაძე გ., (1958) მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები, თბილისი: განათლება.

მახობეშვილი გ., (2012) ივანე კრილოვის „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ - აკაკისა და რაფიელ ერისთავის თარგმანები. გახსენება.presa.ge/?m=&AID=13258.

ფანჯიკიძე დ., (1988), თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

ფანჯიკიძე დ., (1995), თარგმანის ახალი თეორიები და სტილის ეკვივალენტობის პრობლემა თბილისი: განათლება.

ჯაში მ., ჯაში ქ.,( 2003), თარგმნის ტექნიკა: Lingua Plus.

Гуртуева Т.(2008) Художественный перевод как составляющая культурного диалога. «Русский язык и культура в зеркале перевода. Материалы международной научно-практической конференции»:139

Черняховская Л. (1976) Перевод и смысловая структура. Москва: Международные отношения.

Герасимова Н.(2010) Курс лекций «Теория перевода».Ростов-на-Дону: РИНХ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-07-23

როგორ უნდა ციტირება

სედა ასატუროვი. (2021). ივანე კრილოვის იგავ-არაკის „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ ორი ქართული თარგმანი. თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(33). https://doi.org/10.52340/tuw.2021.440
Loading...