პროექტზე დაფუძნებული სწავლება - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები უცხო ენის საგაკვეთილო პროცესში

პროექტზე დაფუძნებული სწავლება - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები უცხო ენის საგაკვეთილო პროცესში

ავტორები

  • მაია ბრეგაძე სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლა

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.34

საკვანძო სიტყვები:

განათლება, უცხო ენა, პროექტი, ინოვაციური მეთოდები

ანოტაცია

უცხო ენის ცოდნა ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება და ადამიანის კონკურნეტუნარიანობის მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს. დღევანდელ მსოფლიოში ინგლისური ენა საერთაშორისო ენად და კომუნიკაციის მთავარ იარაღადაა მიჩნეული. შესაბამისად, საჯარო სკოლებში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მიხედვით, იგი პირველ უცხოურ ენად ჩამოყალიბდა და მისი შესწავლა პირველი კლასიდან იწყება. წინა პლანზე გამოვიდა ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებელი საჭიროებაც და ადამიანში თვითგანვითარების უნარების ჩამოყალიბება. ცვლილება განიცადა სასწავლო პროგრამებმა, კურიკულუმებმა, შემუშავდა ახალი სტანდარტები, რომლებიც ყოველწლიურად იხვეწება. შეიქმნა სკურპულოზური დოკუმენტი - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

განათლების სამინისტრომ შედეგზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები შეიმუშავა და მასწავლებელს მისცა უფლება სწავლების ვარიაციების გამოყენებით გადასცეს ცოდნა. მნიშვნელოვანი გახდა თანამედროვე მეთოდებისა და ნოვაციების დანერგვა სასწავლო პროცესში. 21- საუკუნის კომპეტენციების გამომუშავება მხოლოდ ახლებური, საინტერესო მეთოდებითაა შესაძლებელი. შესაბამისად, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად მიიჩნევა.

როგორ ხორციელდება ქართულ საჯარო სკოლებში აღნიშნული პრიორიტეტებით სწავლება და რა მეთოდებს სთავაზობენ კონკრეტულად ინგლისური ენის მასწავლებლები მოსწავლეებს. რა სტარტეგიებით ახორციელებენ ისინი საგნის სწავლებას, რომ მოსწავლემ ენასთან ერთად სააზროვნო უნარების განვითარება და მათი პრაქტიკაში გამოყენება შეძლოს.

კვლევისას დავეყრდენით გამოკითხვის გავრცელებულ სახეს, ვაწარმოეთ ელექტრონული ანონიმური კითხვარი და დავაჯამეთ მონაცემები. ასევე, შევისწავლეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელშიც რელევანტური აღმოჩნდა ,,Case study“- მეთოდის გამოყენება.

ვფიქრობთ, სტატია საინტერესო იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და თეორიული კვლევებით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილისათვის.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Schweinhart, L.J., & Weikart, D.P. (1997). The High/Scope Pre-school Curriculum Comparison Study through age 23. Early Childhood Research Quarterly. 117-143

Bateman, W. (1990). Pen To Question: The Art of Teaching and Learning by Inquiry. San Francisco: Jossey – Bass.

Bruner, J.S. (1961). The Act of Discovery. Harvard Educational Review, Vol. 31, No.1.

Smith, D. (1996). A Meta-Analysis of Student Outcomes Attributable to the Teaching of Science as Inquiry as Compared to Traditional Methodology (Ph.D. dissertation). Temple University, Department of Education.

ბობოხიძე, ნ. (2018). ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საფუძვლები ინგლისური ენის გაკვეთილზე. ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი.

გაბაშვილი, მ. (2019). პროექტებით სწავლება და ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენების საკითხები დაწყებით საფეხურზე (V-VI კლასები). თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დარბაიძე, მ., მუშკუდიანი, ზ., გელაშვილი, ი., & თაბაგარი, ხ. (2023). პროექტზე დაფუძნებული სწავლების როლი უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევაში. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ინტერდისციპლინური, გვ.11.

დოლიძე, ნ. (2017). ინდუქციური მეთოდების გამოყენება 5-6 წლის ბავშვების სწავლა-აღზრდის პროცესში /,,პროექტზე დაფუძნებული სწავლების“ მაგალითზე/. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კვირკველია, ე. (2020). პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მისი როლი და მნიშვნელობა. თბილისი: ეტალონი განათლება. მოპოვებულია https://www.etaloni.ge/geo/main/index/39059. ბოლო ნახვა (28.11.2024)

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-03-17

როგორ უნდა ციტირება

ბრეგაძე მ. (2025). პროექტზე დაფუძნებული სწავლება - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები უცხო ენის საგაკვეთილო პროცესში. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, (1(37), 275–281. https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.34

გამოცემა

სექცია

3300 საზოგადოებრივი მეცნიერებები (ყველა) / 3304 განათლება
Loading...