ვაზის ჯიშის -„ახმეტის წითელი“- სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებები
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.01საკვანძო სიტყვები:
საქართველო, კახეთი, ახმეტის წითელი, ყურძენი, ჯიშიანოტაცია
საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა ერთერთი გამორჩეული დარგია სოფლის მეუნეობაში, რადგან ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური, მრავალფეროვანი პირობები ქმნის მაღალხარისხოვანი მევენახეობის განვითარების შესაძლებლობას, რასაც აძლიერებს ვაზის მრავალფეროვანი, ადგილობრივი ჯიშების სიუხვე.
ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშებიდან ცნობილია რომ კახეთში არის 80. აქედან მოხდა შერჩევა, სახელწოდებით „ახმეტის წითელის“, რომელიც „ახმეტის შავის“ სახელითაც არის ცნობილი, ჩვენს მიერ შესწავლა, ქართული უნიკალურობის და მრავალფეროვნების წარმოსაჩენად.
მოხდა შედარება ძველ და მწირ მონაცემებთან. რის შესახებაც სტატიაში ვრცლად არის მოთხრობილი. მიზანი იყო შესწავლა მივიწყებას მიცემული ჯიშისა. შესწავლა მისი თვისებების, თუ სამეურნეო ტექნოლოგიური მახასიათებლების. შესაბამისად გამოკვლევა ჩატარდა ყურძნის მაგარი ნაწილების: კლერტი, წიპწა, კანის. ქიმიური კომპონენნტების შესწავლა მოხდა წვენში და განსაზღვრა მისი პოტენციალის. გაგება იმის თუ რომელი მიმართულების ჯიშს განეკუთვნება საღვინე თუ სასუფრე, ჩვენს ინტერესთა სფეროში მოქცეული ვაზის ჯიში „ახმეტის წითელი“.
ამოცანაა ჯიშის შესწავლით, მისი პოტენციალის წარმოჩენის შესაბამისად გამოყენება. არსებული კვლევა, საწყისი ეტაპია აქამდე გამოუკვლეველი ვაზის ჯიშების შესწავლისა. მთავარი ამოცანაა ხელშეწყობა ფერმერებისა, ამავე დროს უნდა მოხდესადგილწარმოშობის ადგილებში ჯიშებისა დაბრუნება .
კლიმატური ცვლილებების ფონზე, აუცილებლობის წინაშე დგება დარგი, რომ მოხდეს იმ ჯიშების სიღმისეული კვლევა, რომლებიც დღეს ისტორიული ავბედითი წლების გამო მივიწყებულ იქნა.
დღეის მონაცემებით აღარ ფიქსირდება ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტში ჯიშ „ახმეტის წითელის“ არსებობა. ჯიში საჭიროებს დამატებით კვლევებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., (2018). მამასახლიშვილი ლ. ქართული ვაზის ჯიშები. თბილისი, გამომცემლობა,“პეგასი“